ბლოგის ქავერი

აკაკი ყაჭიაშვილი - გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული

16.03.2023

გრაფიკული დიზაინი ვიზუალური კომუნიკაციის ეფექტური საშუალებაა, სტუდენტების შემოქმედებითი უნარები კი სწავლების თანმიმდევრულობითა და პრაქტიკული სამუშაოს შესრულებით კიდევ უფრო ვითარდება.

მათთვის ფინალურ პროექტზე მუშაობა ყოველთვის ახალი გამოწვევაა, ჩვენთვის კი სტუდენტების ნამუშევრები ინსპირაციის წყარო – რაც შეიძლება მეტის შეთავაზება და სწავლება შევძლოთ მომდევნო კურსებზე.

თუ დაინტერესებული ხარ დიზაინის ინდუსტრიით, შემოიხედე კურსზე 

– აკაკი მოგვიყევი შენ შესახებ?
მე ვარ აკაკი ყაჭიაშვილი 28 წლის, პროფესიით ტატუ არტისტი და ახლა უკვე დამწყები გრაფიკოს დიზაინერი, მიყვარს ხელოვნება და ვცდილობ ჩემი ცხოვრება მას დავუკავშირო.

აკაკი ყაჭიაშვილი აკაკი ყაჭიაშვილი

– რამ გამაპირობა Smart Fish – აკადემიის არჩევა, გრაფიკული დიზაინის შესასწავლად?
ვეძებდი სიახლეს და ახალ გამოწვევებს, როდესაც ამაზე მეგობართან ვთქვი, მან Smart Fish – აკადემიას გაუწია რეკომენდაცია, გრაფიკული დიზაინის შესასწვლად.

აკაკი ყაჭიაშვილი

– რა გაძლევს შემოქმედებით ინსპირაციას?
პირველად ჩნდება იდეა, შემდეგ ამ იდეის ირგვლის ფიქრი, არტისტების ნამუშევრების ნახვა და რა თქმა უნდა მუსიკა.

აკაკი ყაჭიაშვილი

– რა ტიპის პროექტებზე გსურს სამომავლოდ მუშაობა?
მინდა რომ შემოქმდებითი კუთხით განვავითარო უნარები, ამისთვის ილუსტრაციებზე მუშაობას მოვიაზრებ.

აკაკი ყაჭიაშვილი აკაკი ყაჭიაშვილი

– ფინალურ პროექტსა და მასზე მუშაობის შესახებ მოგვიყევი
ფინალური პროექტის ბრიფი, Საინტერესო გამოწვევა იყო ჩემთვის.
დავალება გულისხმობდა ქართველი მხატვრების ნამუშევრების პოსტერებად წარმოდგენას, მე შევქენი პოსტერების სერია სახელით ” Let’s make them famous again” – რითიც ვფიქრობ, რომ იდეა გავაცოცხლე.

აკაკი ყაჭიაშვილი აკაკი ყაჭიაშვილი

– რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარები შეგძინა კურსმა?
ლექტორის დამსახურებით თეორიული და ტექნიკური მხარე კარგად იყო ახსნილი, რამაც განაპირობა ცოდნის მარტივად ათვისება, ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო მარიამს.