ბლოგის ქავერი

ანა მჭედლიშვილი - ქოფირაითინგის კურსდამთავრებული

05.08.2022

ქოფირაითინგის კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გადადი ბმულზე 

-მოგვიყევი შენ შესახებ? 
მე ვარ ანა მჭედლიშვილი, იურისტი. საკმაოდ ცნობისმოყვარე ადამიანი, რაც ხშირ შემთხვევაში მეხმარება ჩემთვის ახალი, საინტერესო სფეროების აღმოჩენაში.

-Რატომ გადაწყვიტე Smart Fish აკადემიაში ქოფირაითინგის კურსის გავლა?!
ქოფირაითინგით იმ წამიდან დავინტერესდი, რაც მისი არსებობის შესახებ შევიტყვე, თან წერა საკმაოდ კარგად გამომდიოდა სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც, ვიფიქრე რატომაც არა?! ხომ შეიძლება რომელიმე მსხვილი სარეკლამო კომპანიისთვის მოვამზადო „ქოფი“. სხვა სასწავლო ცენტრებისგან „სმარტ ფიშს“ პირველ რიგში მისი ვიზუალური კონტენტი განასხვავებს. ძალიან თვალშისაცემი და ესთეტიურია როგორც მის ფეისბუქ გვერდზე, ასევე ინსტაგრამზე განთავსებული მასალა. 

ამასთან, ძალიან მარტივად, საინტერესოდ და მართლაც რომ „სმარტად“ მოწოდებულია მომხმარებლისათვის.ვფიქრობ, პირველ რიგში ამიტომ მოექცა ჩემი ყურადღების ქვეშ. ამასთან, როდესაც დავესწარი „Smart Fish“-ის პირველ ლექციას, მაშინვე დავრწმუნდი, რომ ზუსტ ადგილას მოვხვდი. იმ ადგილას, სადაც ძალიან დიდი ენთუზიაზმით ამიხსნიდნენ ყველაფერს, რაც ქოფირაითინგში დამჭირდებოდა, პრაქტიკული მაგალითების მოშველიებით როგორც საერთაშორისო, ასევე ქართული ქეისების განხილვით. 

– მოგვიყევი ფინალურ პროექტზე, რომელი ბრენდი აირჩიე და რატომ?! 
ჩემი ფინაური პროექტი ეხებოდა ლუკა პოლარეს. ძალიან მიყვარს ნაყინი და განსაკუთრებით ეს ბრენდი, ამიტომ მინდოდა, ჩემეული „ლუკა პოლარე“ მეჩვენებინა და იმედია, გამომივიდა.

– Რის კეთებას აპირებ სამომავლოდ? 
ჩემი ამჟამინდელი მუშაობის პარალელურად ძალიან მინდა დისტანციურად ვიმუშავო ქოფირაითერად. ჯერჯერობით ფრილანსერად და ძალიან დიდი იმედი მაქვს, მომეცემა ამის ბედნიერება. 

– Რა რჩევას მისცემდი, ქოფირაითინგით დაინტერესებულ ადამიანებს?! 
იკითხონ მეტი, ასევე მეტად დაინტერესდნენ სხვადასხვა სარეკლამო კომპანიის მიერ მომზადებული ტექსტით. ივარჯიშონ ლაკონურად აზრის ჩამოყალიბებაში და რაც მთავარია გაიარონ “სმარტ ფიშის” ქოფირაითინგის კურსი არაჩვეულებრივ მარიამთან. 

– რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარი შეგძინა კურსმა?! 
კურსის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ არ არის მხოლოდ თეორიით გაჯერებული, მოწოდებულ ყველა მასალას მოსდევს პრაქტიკული დავალება, რაც მთლიანობაში გეხმარება პორტფოლიოს მომზადებაში. ეს უკანასკნელი კი ყველაზე მოთხოვნადია სამსახურის ძიების პროცესში. ამასთან გამოვარჩევდი ინდივიდუალურ მიდგომას. კურსის განმავლობაში მარიამი ძალიან ორიენტირებული იყო თითოეულ სტუდენტამდე მიეტანა სათქმელი და ადვილად აღქმადი ყოფილიყო მისთვის. 

ამ კურსმა პირველ რიგში ჩემი თავის რწმენა მომცა ქოფირაითინგის მიმართულებით, სხვა მხრივ კი გემოვნება ჩამომიყალიბა. ახლა უკეთ ვარჩევ ერთმანეთისგან კარგ და ცუდ ქოფისქოფის, არა ინტუიტიურად, არამედ ცოდნით.