ბლოგის ქავერი

ანამარია სანადირაძე - გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული

20.08.2022

 – ანამარია, მოგვიყევი შენ შესახებ? 

მე ვარ ანამარია სანადირაძე. ვსწავლობ სამხატვრო აკადემიაში, ხელოვნების ისტორიასა და თეორიას. ხელოვნება ბავშვობიდანვე ჩემი ცხოვრების ნაწილია, რაც ერთგვარად ჩემი ოჯახის დამსახურებაცაა. დედას ბავშობიდან დავყავდი მუზეუმებში, მაყვარებდა ხელოვნებას.

 – Რატომ გადაწყვიტე Smart Fish აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსის გავლა? 

გადავხედე სილაბუსს და მომეწონა პროგრამა, რომელსაც Smart Fish აკადემია გვთავაზობდა. თვალი ასევე, კურსდამთავრებულების ნამუშევრებსაც შევავლე და ძალიან მომეწონა.  

ანამარია სანადირაძე

– Რა არის შენი შემოქმედებითი აზროვნების მთავარი წყარო? 

ჩემი შემოქმედების მთავარი წყარო ჩემივე ფანტაზიაა, ვხატავ და ვაცოცხლებ ჩემს გონებაში არსებულ, პერსონაჟებს, ადგილებს, შეგრძნებებს. გარემოდან, ირგვლივ მყოფი ადამიანებისაგან, სეირნობისგან, საყვარელი ფილმების, ანიმაციებისა და მუსიკისაგან მიღებული ემოციები და ესთეთიკაც ჩემი ისნპირაციის წყაროა, რომელსაც შემდეგ პოსტერებად გარდავქმნი. კონკრეტულ თემაზე მუშაობისას კი ჩემთვის მნიშვნელოვანია სიღრმისეულად საკითხის შესწავლა (კვლევის პროცესი) და გარკვეული გემოვნებისა და ხედვის ჩამოყალიბება.  

ანამარია სანადირაძე

ანამარია სანადირაძე

– რა მოგცა გავლილმა კურსებმა და რატომ ურჩევდი სხვას დიზაინის კურსების გავლას? 

კურსი დამეხმარა გრაფიკული დიზაინის გაცნობაში, ფოტოშოპისა და ილუსტრატორის უკეთ შესწავლაში, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩვენს ლექტორს – ანას. ლექტორი ყველა ნაბიჯს საკმაოდ გასაგებად ხსნის, რაც აადვილებს სწავლის პროცესს. Ნამდვილად ყველას ვურჩევდი Smart Fish -ის კურსის გავლას, რათა სწრაფად, სასიამოვნოდ და ეფექტურად აითვისონ სასურველი პროგრამები. 

– მოგვიყევი ფინალურ პროექტზე, რატო აარჩიე კონკრეტულად ეს თემა? 

Ჩემი ფინალური ნამუშევარია – MY MULTIVERSE, სადაც თემად ავიღე ერთი პერსონაჟი, რომელიც წარმოვადგინე  პარალელურ სამყაროებში,   სხვადასხვა ესთეტიკითა და სახელებით. Წარმოვიდგინე თუ რომელი იქნებოდა მათი საყვარელი ფერი, აქსესუარი, სიმბოლო, სტილი. მაგალითად სკეიტერი გოგონა – Zoe, ან ოკეანის გოგო -Shelly , მცენარეების გოგონა – Daphne… აქაც ინსპირაციის წყარო იყვნენ ადამიანები, ანიმაციები…  

ანამარია სანადირაძე

ანამარია სანადირაძე

ანამარია სანადირაძე

– Რა ტიპის პროექტებზე გსურს სამომავლოდ მუშაობა? 

სიამოვნებით ვიმუშავებდი მუსიკოსებთან და  მხატვრებთან… ადამიანებთან რომელთან ერთადაც შევძლებდი რაიმე ახლის  და საინტერესოს შექმნას. 

– რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარი შეგძინა კურსმა? 

კურსის ძლიერი მხარე რა თქმა უნდა ლექტორია, რომელმაც მომცა მოტივაცია და მიმაღწევინა სასურველ შედეგს.