ანი კილაძე - გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული

ანი კილაძე - გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული

12.07.2022

კურსის გასაცნობად დეტალურ ინფორმაცია შეგიძლია ნახო ამ ბმულზე.

– მოგვიყევი შენ შესახებ? Მე ვარ ანი, 22 წლის, დამწყები ციფრული მხატვარი. Მიყვარს ყველაფერი, რაც ხელოვნებასთან არის დაკავშირებული.

– Რატომ გადაწყვიტე Smart Fish აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსის გავლა? ძალიან მომხიბლა ლექტორის და კურსდამთავრებულების ნამუშევრებმა. ყოველთვის მინდოდა სწორედ ისეთი ადამიანებისგან მესწავლა, ვინც უდიდეს შთაგონებას მაძლევდა, Smart Fish აკადემიამ კი ამის შეუდარებელი შანსი მომცა.

ანი კილაძე

– Რა არის შენი ინსპირაციის მთავარი წყარო? ინსპირაციის პოვნა ყველაზე მოულოდნელ ადგილებშია შესაძლებელი. Ჩემი ინსპირაციის ძირითადი წყარო არის პანკ/გოთ კულტურები, მუსიკა და ანიმაციები, მაგრამ ამავდროულად ეს შეიძლება იყოს ადგილები, ემოციები და უშუალოდ ადამიანები. Მომავალში მინდა ბუნების ხატვა ვისწავლო უკეთ, რადგან ბუნება და ცხოველები ჩემთვის უდიდესი ინსპირაციაა.

ანი კილაძე

– Რა რჩევას მისცემდი დამწყებ გრაფიკოს დიზაინერებს? Პირველ რიგში, ყურადღებით უსმინონ ლექტორს და აითვისონ ყველა მისი სიტყვა, რადგან ის ძალიან მარტივად და გასაგებად აგიხსნით ყველაფერს. Რაც შეიძლება მეტი ექსპერიმენტი ჩაატარეთ და პირადი გამოცდილებიდან ვიტყვი, გამართული და ძლიერი კომპიუტერი ძალიან კარგი ინვესტიციაა.  

ანი კილაძე

ანი კილაძე

– რატომ ურჩევდი სხვას დიზაინის კურსების გავლას? გავლილმა კურსნმა მასწავლა როგორ ვაქციო რეალობად საკუთარი იდეები ისე, რომ შედეგი ჩანაფიქრზე გაცილებით უკეთესი გამოვიდეს. დიზაინის ეს კურსი რეალურად ძალიან ფართოა და კარგ საბაზისო ცოდნასა და მექანიზმებს გაძლევს იმის გასარკვევად თუ რა მიმართულებით გინდა სწავლის გაგრძელება. გარდა ამისა, გავიცანი ძალიან ნიჭიერი ბავშვები რომელთა ნამუშევრებიც ძალიან მომწონს.

– Რის კეთებას აპირებ სამომავლოდ? დიდი იმედი მაქვს რომ ჩემს სქილებს უფრო და უფრო დავხვეწ და ერთხელაც Gaming ინდუსტრიაში შევძლებ მუშაობას Concept Artist-ის პოზიციაზე.

ანი კილაძე

– რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარი შეგძინა კურსმა? ამ კურსს ძალიან ბევრი ძლიერი მხარე აქვს, მაგრამ მე პირადად გამოვარჩევდი შეუდარებელ გუნდს რომელიც სულ მზადაა დაგეხმაროს და მოგცეს შთაგონება. ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი კი იყო მუდმივობა და დისციპლინა ასე ვთქვათ (consistency), ამ შემთხვევაში უნარი იმისა რომ არ დამზარებოდა და დავმჯდარიყავი სახატავად ყოველ დღე, თუნდაც 15 წუთით.  

ანი კილაძე

ანი კილაძე