ანი მიქაია - გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული

ანი მიქაია - გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული

13.07.2022

კურსის გასაცნობად დეტალურ ინფორმაცია შეგიძლია ნახო ამ ბმულზე.

ანი გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებულია, რომელიც სტაჟირების საკონკურსო პროგრამით მოხვდა ციფრული და მედია კომუნიკაციების სააგენტო კლიპარტი • ClipArt – ში.

გთავაზობთ ინტერვიუს მასთან

– Რატომ გადაწყვიტე Smart Fish აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსის გავლა? Ჩემი მეგობრის რეკომანდაციის შემდეგ თვალი შევავლე  ვებგვერდს და ძალიან მოვიხიბლე ლექტორისა და სხვა კურსდამთავრებულების ნამუშევრებით, მივხვდი, რომ ეს სწორი ადგილი იყო ჩემი შესაძლებლობების განვითარებისთვის.

 – Რა არის შენი ინსპირაციის მთავარი წყარო? ინსპირაცია ყოველთვის მოულოდნელად მოდის ხოლმე გარემოდან, რომელშიც ყოველდღიურად ვიმყოფები. ინსპირაციას ვიღებ ხალხისგან, მუსიკისგან და ზოგადად ყველაფრისგან რაც ჩემს ირგვლივ ხდება და ვხედავ.

ანი მიქაია

ანი მიქაია

– Რა რჩევას მისცემდი დამწყებ გრაფიკოს დიზაინერებს? არ დაკარგონ მოტივაცია, ყოველთვის თვალი ადევნონ სიახლეებს გრაფიკული დიზაინში, ათვალიერონ სხვების ნამუშევრები, იპოვონ მათი სტილი და შეეცედონ რომ ყოველთვის განავითარონ საკუთარი თავი

ანი მიქაია

ანი მიქაია

ანი მიქაია

– Როგორ მოხვდი კლიპარტში, რა პროცესებს გადიხარ ახლა? კლიპარტი • ClipArt – ში მოვხვდი Smart Fish აკადემიის სტაჟირების პროგრამით, კომპანიაში დამხვდა ძალიან კარგი და სასიამოვნო გარემო. სააგენტო მაქსიმალურად მეხმარება ზრდასა და პროფესიულ განვითარებაში

ანი მიქაია

ანი მიქაია

– რა მოგცა გავლილმა კურსებმა და რატომ ურჩევდი სხვას გრაფიკული დიზაინის კურსის გავლას? გავლიმა კურსმა მომცა უდიდესი გამოცდილება და მაპოვნინა ჩემთვის შესაფერისი პროფესია. კურსი იყო სავსე მრავლფეროვანი დავალებებით, რამაც მომცა განვითარების საშუალება და ბიძგი იმისა რომ ვაკეთო უფრო მეტი.

– რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარი შეგძინა კურსმა? კურსის ყველაზე ძლიერი მხარე მრავალფეროვნებაშია. ყოველთვის Ძალიან მიჭირდა კონცენტრაცია, მაგრამ ამ კურსის გავლა იმდენად საინტერესო პროცესი აღმოჩნდა, რომ არ შემქმნია მსგავსი პრობლემა.