მასტერკლასი გრაფიკულ დიზაინში
მასტერკლასი გრაფიკულ დიზაინში
- მოგვიყევი შენ შესახებ?
მე ვარ Ბაია, 27 წლის. ვსწავლობდი სამხატვრო აკადემიაში, მოდის დიზაინზე , მეგობართან ერთად მაქვს ქალის ტანსაცმლის ბრენდი.
- Რატომ გადაწყვიტე Smart Fish აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსის გავლა?
დიდი ხანია მაინტერესებს და მომწონს ეს სფერო. თავიდან თავს ვიკავებდი, ვფიქრობდი, რომ მოკლე დროში არარეალური იყო ამ ცოდნის და გამოცდილების მიღება. Ბევრი ონლაინ კურსი ვნახე, სტუდენტების ნამუშევრებსაც ვათვალიერებდი. Smart Fish ზე გავაკეთე არჩევანი, ამომწურავი ინფორმაცია მომაწოდეს, ყველა კითხვაზე მივიღე პასუხი რაც მაინტერესებდა და მაფერხებდა რომ კურსი დამეწყო. ვნახე ლექტორის ნამუშევრები, სტუდენტების შეფასებები და ამ მომენტისთვის ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, რომ არჩევანი Smart Fish - ზე შევაჩერე.
- Რა რჩევას მისცემდი დამწყებ გრაფიკოს დიზაინერებს?
Მე, როგორც დამწყებს, ყოველთვის ძალიან მეხმარება ინფორმაციების მოძიება, დამწყები თუ შემდგარი დიზაინერების ნამუშევრების თვალიერება. Ზოგჯერ რთულია ზღვა ინფორმაცია ისე მიიღო, რომ არაფერი გამოგრჩეს, ყველაფერი დაიმახსოვრო, რაც პირადად მე ძალიან მაშინებს ხოლმე.
- Რის კეთებას აპირებ სამომავლოდ?
Პირველ რიგში მიღებული ცოდნის პრაქტიკით, მუშაობით გაღრმავებას ვგეგმავ.
- რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარი შეგძინა კურსმა?
Სწორ დროს სწორი ინფორმაციის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტისთვის. ყველა დავალება მოიცავდა განვლილ მასალას და უკვე ნასწავლის დავიწყება თითქმის შეუძლებელია.