ბლოგის ქავერი

ბექა გოდუაძე - გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული

13.03.2023

ალბათ სიახლე არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ გრაფიკული დიზაინი ვიზუალური კომუნიკაციის საუკეთესო საშუალებაა, ამ სფეროში ყოველთვის შევხვდებით შემოქმედებითად საინტერესო ადამიანებს, მათ შორისაა Smart Fish – აკადემიის კურსდამთავრებული, ბექა გოდუაძე, რომელიც პროფესიით ჟურნალისტია.

ბექა კურსზე მიღებული გამოცდილების შესახებ გვიყვება და საკუთარ ნამუშევრებს გვიზიარებს.

სტუდენტებისთვის ფინალური ბრიფი ქართველი მხატვრების შემოქმედების პოსტერებად წარმოდგენას გულისხმობდა, სადაც დაცული იქნებოდა მხატვრების შემოქმედებითი სტილი და ხელწერა.

თუ შენთვის გრაფიკული დიზაინი საინტერესო სფეროა, თვალი შეავლე კურსს

– ბექა მოგვიყევი შენ შესახებ?
მე ვარ ბექა გოდუაძე 29 წლის, პროფესიით ჟურნალისტი, მიყვარს მრავალფეროვნება, სიახლეები და ყოველთვის მზად ვარ ახალი გამოწვევებისთვის, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გრაფიკული დიზაინის სწავლა.

– რამ გამაპირობა Smart Fish – აკადემიის არჩევა გრაფიკული დიზაინის შესასწავლად?
ამ სფეროთი დაინტერესებულ მეგობრებს ვკითხე, რომელ აკადემიას მირჩევდნენ, უმრავლესობამ სწორედ Smart Fish_ს გაუწია რეკომენდაცია, მეც ბევრი აღარ მიფიქრია და დავრეგისტრირდი კურსზე.

ბექა გოდუაძე ბექა გოდუაძე

– რა გაძლევს შემოქმედებით ინსპირაციას?
ინსპირაციას ჩემი ინტერესებისგან ვიღებ – ფილმები, მუსიკა და ზოგადად, ხელოვნებს სფერო.

– რა მოგცა გავლილმა კურსმა და ურჩევდი თუ არა სხვას დიზაინის კურსების გავლას?
კურსმა სრულად გამიმრთლა ის მოლოდინი, რაც მქონდა, ზედმიწევნით მივყვებოდით თითოეულ ლექციას და რა თქმა უნდა ჩვენი ლექტორი, მარიამი რომ არა, ალბათ ამ შედეგსაც ვერ მივიღებდი. Მისი გადმოცემის უნარი და მეგობრული დამოკიდებულება დამატებითი მოტივაცია იყო, საჯარო და დიდი მადლობა მას ამისთვის.

– ფინალურ პროექტსა და მასზე მუშაობის შესახებ მოგვიყევი
ფინალურ პროექტზე მუშაობა, ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო პროცესი აღმოჩნდა, ფინალური ბრიფი ქართველი მხატვრების შემოქმედებას ეხებოდა, მოვახერხებდით თუ არა, მათი ნამუშევრების ჩვენ დროში “გაცოცხლებას”
მე არჩევანი პეტრე ოცხელის შემოქმედებაზე შევაჩერე, რომელიც ჩემზე ყოველთვის შთაბეჭდილებას ახდენდა.
პოსტერების სერიას “გააცოცხლე” – Reimagine Heritage დავარქვი და ინსპირაციად გამოვიყენე ცხოვრების 5 ელემენტი: ჰაერი, წყალი, სივრცე, ცეცხლი და დედამიწა.

 ბექა გოდუაძე ბექა გოდუაძე

– რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარები შეგძინა კურსმა?
კურსის ძლიერ მხარედ სწორედ ის ფორმატი მიმაჩნია, რომელშიც გვიწევდა მუშაობა, ამას გარდა, როგორც ზემოთ აღვნიშნე ლექტორის მეგობრული და უშუალო დამოკიდებულება, რჩევები და მიმართულებები, რომელსაც გვაძლევდა, მაშინაც კი, როცა სალექციო დრო არ გვქონდა.
Მადლობა Smart Fish – აკადემიას.