გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებულის - ბესო მაღლაფერიძის ნამუშევრები

გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებულის - ბესო მაღლაფერიძის ნამუშევრები

13.07.2022

კურსის გასაცნობად დეტალურ ინფორმაცია შეგიძლია ნახო ამ ბმულზე.

– მოგვიყევი შენ შესახებ?
მე ვარ ბესო, 22 წლის დამწყები გრაფიკოს დიზაინერი. არქიტექტურას და ინტერიერის დიზაინს ვსწავლობ საქართველოს უნივერსიტეტში. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროფესიით არ ვმუშაობ ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი დრო დავუთმო ამ საქმეს. 

ბესო მაღლაფერიძე

– Რატომ გადაწყვიტე Smart Fish აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსის გავლა?
ჩემი რამდენიმე მეგობარი საუბრობდა ამ თემაზე მაშინ, როცა არც კი ვიცოდი გრაფიკული დიზაინის ქონსეფთის შესახებ და მეც დამაინტერესა და ვიფიქრე რატომაც არა – მეთქი.

ბესო მაღლაფერიძე

– Რა არის შენი ინსპირაციის მთავარი წყარო?
საკმაოდ არასტაბილური ინსპირაციის მიღების უნარი მაქვს. შეიძლება ინსტაგრამს ან პინტერესტს ვსქროლავდე ან თუნდაც ბარში ვიყო და რაიმე საინტერესო ფორმების ან ფერების დანახვისას მომაფიქრდეს იდეა.

ბესო მაღლაფერიძე

– Რა რჩევას მისცემდი დამწყებ გრაფიკოს დიზაინერებს?
ვურჩევდი, რომ ბევრი ნამუშევარს შეავლონ თვალი, აუცილებლად იპოვიან რაიმე დეტალს, რომლის გამოყენება ინსპირაციისთვის გამოადგებათ. შეიძლება ერთი პატარა ნიუანსი მათი ნამუშევრების დამახასიათებელი ნიშანი გახდეს და უნიკალურობა მიანიჭოს.

– რა მოგცა გავლილმა კურსებმა და რატომ ურჩევდი სხვას დიზაინის კურსების გავლას?
იმ ორი თვის განმავლობაში მოუთმენლად ველოდი როდის ვანახებდი ლექტორს (ანას) დავალებებს, რადგან ყოველთვის ობიექტურ შეფასებასა და რჩევებს ვისმენდი. ლექციებს რაც შეეხება – ერთი მეორეზე საინტერესო იყო და ყოველთვის მიჩნდებოდა იმის სურვილი, რომ ახალი შესწავლილი ხელსაწყო მაქსიმალურად გამომეყენებინა.

ბესო მაღლაფერიძე

– Რის კეთებას აპირებ სამომავლოდ?
ვაპირებ, რომ გრძელი პოსტერების სერია შევქმნა, ამით უფრო მეტადაც შევისწავლი და დავხვეწ ჩემს სტილს და ჩემი პატარა გალერეაც მექნება 

 

ბესო მაღლაფერიძე

– რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარი შეგძინა კურსმა?
კურსმა მასწავლა Illustrator – ისა და Photoshop – ის გამოყენება, იმისათვის რომ საკუთარი აზრები, გრძნობები და შეხედულებები დავიტანო კანვაზე საღებავებისა და ფანქრების გარეშე, ვირტუალური ხელსაწყოებით. კურსი კარგად ორგანიზებულია ყველა მხრივ და რაც მთავარია ჰყავს პროფესიონალი და ნიჭიერი ლექტორი, რომლის ნამუშევრებიც ასევე ჩემი ინსპირაციის ერთ-ერთი წყაროა.