ცოტნე ხარშილაძე, SOCIALSHARKS - ის სტაჟიორი

ცოტნე ხარშილაძე, SOCIALSHARKS - ის სტაჟიორი

13.07.2022

– ცოტნე, მოგვიყევი შენ შესახებ?
ცოტნე ხარშილაძე, ხმის ინჟინერიით და დიზაინით გატაცებული ადამიანი. მინდა დავხვეწო ჩემი შესაძლებლობები ვიზუალურ კომუნიკაციაში. არ შევწყვიტო განვითარება და საკუთარ თავზე მუშაობა.

– როგორ მოხვდი SOCIALSHARKS-ში, რა პროცესებს გადიხარ ახლა?
გრაფიკული დიზაინის კურსის დასრულების შემდეგ მინდოდა მეტი პრაქტიკა მიმეღო. ჩავერთე აკადემიის სტაჟირების საკონკურსო პროგრამაში და დავიწყე მუშაობა Socialsharks-ში გრაფიკოს დიზანერად, სადაც კრეატიული და პროფესიონალი გუნდი მუშაობს ცნობილ კომპანიებთან საინტერესო პროექტებზე.

უკვე არაერთი კომპანიისთვის შევქმენი დიზაინები და დიდ გამოცდილებას ვაგროვებ სასიამოვნო სამუშაო გარემოში.

 

  ცოტნე ხარშილაძე

– Რატომ გადაწყვიტე Smart Fish აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსის გავლა?
სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ მინდოდა კურსის გავლა გრაფიკულ დიზაინში. ანას ილუსტრაციები, პროექტები მანამდეც არაერთხელ მქონდა ნანახი, რაც ძალიან მომწონდა. ასევე, კურსის სილაბუსი იყო სწორად შექმნილი.

– Რა არის შენი ინსპირაციის მთავარი წყარო?
როცა გაინტერესებს და ძიების პროცეში ხარ ინსპირაციის უამრავ წყაროს აღმოაჩენ. ჩემ შემთხვევაში იაპონური კულტურა, არქიტექტურა, სხვა დიზაინერები და მუსიკაა. 

ცოტნე ხარშილაძე

– რა მოგცა გავლილმა კურსებმა და რატომ ურჩევდი სხვას დიზაინის კურსების გავლას?
დიზაინის სფერო ახალი კუთხიდან უფრო საინტერესოდ და ფართოდ დავინახე, საკუთარი მდგომარებაც ამ დიდ სფეროში სწორად აღვიქვი და ჩემი ხედვაც პროგრესირდა. Ბევრი პლიუსი აქვს ამ კურსს, ყველა სფეროს წარმომადგენლისთვის, ერთ-ერთია შემოქმედებითი აზროვნების გაზრდა.

– Რის კეთებას აპირებ სამომავლოდ?
ვაკეთო ის რასაც დიზაინი ემსახურება. პრობლემების მოძიება და გადაჭრა ვიზუალური კომუნიკაციით. სხვა კუთხიდან დავანახო სამყარო სხვებსაც და საკუთარ თავსაც.

ცოტნე ხარშილაძე

– რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარი შეგძინა კურსმა?
სწავლის პროცესი კარგადაა ორგანიზებული. ინფორმაციის სწორად მიღება ყველაზე მნიშვნელოვანია. ყველა ეტაპი საინტერესოა და თავდაპირველი ენთუზიაზმით მიყვები პროცესს. გავაცნობიერე რომ პროგრამის ცოდნასთან ერთად უნდა იმუშაო საკუთარ ხედვაზე და ეცადო ყველა იდეას რაღაც სახე მისცე.