ბლოგის ქავერი

დავით მირველაშვილი - გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული

09.09.2024

გრაფიკული დიზაინი შემოქმედებით ადამიანებს აერთიანებს, დამწყებთათვის კურსდამთავრებულების ნამუშევრები კარგი ინსპირაციაა, თუ როგორ იწყებენ და ვითარდებიან ამ სფეროში.

ამჯერად, სტუდენტებს მოცემული ჰქონდათ ფინალური პროექტის ბრიფი, ქართველი მხატვრების ნამუშევრების პოსტერებად წარმოდგენა.
გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული, დავით მირველაშვილი ფინალურთან ერთად, გვიზიარებს კურსის მიმდინარეობისას შექმნილ ნამუშევრებს.

თუ ეს სფერო შენთვის საინტერესოა, თვალი შეავლე კურსს

მე ვარ დავით მირველაშვილი, პროფესიით საერთაშორისო ფასილიტატორი და ვმუშაობ სხვადასხვა პროექტზე, როგორც საქართველოში ასევე ქვეყნის გარეთ. ამჟამად ვასწავლი მეწარმეობას ალტე უნივერსიტეტში.

გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ვარ დაკავებული ფოტო – ვიდეო გადაღებით, ამასთან ერთად, არაერთხელ დამჭირდა სხვადასხვა პროგრამის ცოდნა (რაც კიდევ უფრო დამეხმარებოდა სამუშაოს შესრულებაში) გადავწყვიტე შემესწავლა გრაფიკული დიზაინი.

შემოთავაზებული კურსი საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურებოდა. ბუნებრივია, მისაღებმა ფასმაც დიდი როლი ითამაშა გადაწყვეტილების მიღებაში, გავეცანი ინფორმაციას, ინტერვიუებს, უკუკავშირს კურსდამთავრებულების მხრიდან და შესაბამისად დავრეგისტრირდი კურსზე.

ინსპირციისთვის სხვადასხვა წყარო არსებობს, წინასწარ ამის განსაზღვრა შეუძლებელია, თუმცა ვთვლი, რომ გარემოსა და მიმდინარე მოვლენებს, შეუძლია გარკვეული ინსპირაციის შექმნა.

მინდა სხვადასხვა პროექტი ვცადო, რადგან მრავალფეროვანი სფეროა და ყოველ დღე რაღაც ახალს ვსწავლობ.

კურსზე მიღებული ცოდნა სამსახურებრივად მეხმარება, რაც კიდევ უფრო მეტ პრაქტიკულ გამოცდილებას მაძლევს.

ფინალური დავალება ეხებოდა ქართველ მხატვრების შემოქმედებას, ჩვენი მთავარი მიზანი ნამუშევრებისათვის ახალი სიცოცხლის დაბრუნება იყო.

კურსის განმავლობაში, ჩემთვის ყველაზე რთული ამოცანა სწორედ ფინალურის ბრიფი აღმოჩნდა. რთული იყო არა ტექნიკურად, არამედ კონცეპტუალურად, თუმცა ვფიქრობ, რომ დავალებას თავი გავართვი.

ჩემი პროექტი გულისხმობდა იმის წარმოდგენას, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო კონკრეტული ნამუშევარი მომავალში, 2077 წელში რომ ეცხოვრათ კონკრეტულ ხელოვანებს, შედეგად ფინალურისთვის 5 პოსტერი დავამზადე, რომელიც ძალიან დადებითად შეფასდა კურსის დასრულებისას. ასევე, საინტერესო გამოხმაურება მოჰყვა მეგობრებსა და უცნობი ადამიანებისგან.

შედეგად, ამ სერიის ნამუშევრები ერთ-ერთმა ქართულმა კომპანიამ შეიძინა.

გავლილმა კურსმა გარკვეული თავდაჯერებულობა შემძინა, ასევე, საკმაოდ დიდია ინფორმაციული რესურსი და ბევრი წყარო, იმასთვის რომ კიდევ უფრო განავითარო საკუთარი შესაძლებლობები. კურსმა გამიღვივა ინტერესი დიზაინის მიმართულებით და შემოქმედებითი ადამიანების გაცნობის შესაძლებლობა მომცა, რომლებიც ყოველ ლექციაზე ძალიან საინტერესო ნამუშევრებს ქმნიდნენ.

კურსის ძლიერი მხარეა, უპირველესად ლექტორი, და მისი უშუალო დამოკიდებულება მსმენელებთან.

ორთვიანი პროგრამა საინტერესოდ არის შედგენილი, ამას გარდა, ხაზგასასმელია კურსის ღირებულება, რაც ძალიან კონკურენტულია და ბევრი ადამიანისთვის სწავლას ხელმისაწვდომს ხდის.

რაც შეეხება უნარებს, როგორც უკვე ვახსენე, მნიშვნელოვანი საბაზო ცოდნა მივიღე, რასაც ყოველდღიურად ვაღრმავებ, თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ მეშინია შეცდომების დაშვების.

დავით მირველაშვილი დავით მირველაშვილი

დავით მირველაშვილი

დავით მირველაშვილი დავით მირველაშვილი

დავით მირველაშვილი დავით მირველაშვილი