ბლოგის ქავერი

დავით მირველაშვილი - გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული

14.03.2023

გრაფიკული დიზაინი შემოქმედებით ადამიანებს აერთიანებს, დამწყებთათვის კურსდამთავრებულების ნამუშევრები კარგი ინსპირაციაა, თუ როგორ იწყებენ და ვითარდებიან ამ სფეროში.

ამჯერად, სტუდენტებს მოცემული ჰქონდათ ფინალური პროექტის ბრიფი, ქართველი მხატვრების ნამუშევრების პოსტერებად წარმოდგენა.
გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული, დავით მირველაშვილი ფინალურთან ერთად, გვიზიარებს კურსის მიმდინარეობისას შექმნილ ნამუშევრებს.

თუ ეს სფერო შენთვის საინტერესოა, თვალი შეავლე კურსს

– დავით მოგვიყევი შენ შესახებ?
მე ვარ დავით მირველაშვილი, პროფესიით საერთაშორისო ფასილიტატორი და ვმუშაობ სხვადასხვა პროექტზე, როგორც საქართველოში ასევე ქვეყნის გარეთ. ამჟამად ვასწავლი მეწარმეობას ალტე უნივერსიტეტში.

დავით მირველაშვილი

– რამ განაპირობა Smart Fish – აკადემიის არჩევა, გრაფიკული დიზაინის შესასწავლად?
გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ვარ დაკავებული ფოტო – ვიდეო გადაღებით, ამასთან ერთად, არაერთხელ დამჭირდა სხვადასხვა პროგრამის ცოდნა (რაც კიდევ უფრო დამეხმარებოდა სამუშაოს შესრულებაში) გადავწყვიტე შემესწავლა გრაფიკული დიზაინი.

ხანგრძლივი ძიების შემდეგ, ვნახე Smart Fish აკადემია, შემოთავაზებული კურსი საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურებოდა. ბუნებრივია, მისაღებმა ფასმაც დიდი როლი ითამაშა გადაწყვეტილების მიღებაში, გავეცანი ინფორმაციას, ინტერვიუებს, უკუკავშირს კურსდამთავრებულების მხრიდან და შესაბამისად დავრეგისტრირდი კურსზე.

დავით მირველაშვილი დავით მირველაშვილი

– რა გაძლევს შემოქმედებით ინსპირაციას?
ინსპირციისთვის სხვადასხვა წყარო არსებობს, წინასწარ ამის განსაზღვრა შეუძლებელია, თუმცა ვთვლი, რომ გარემოსა და მიმდინარე მოვლენებს, შეუძლია გარკვეული ინსპირაციის შექმნა.

დავით მირველაშვილი

– რა ტიპის პროექტებზე გსურს სამომავლოდ მუშაობა?
მინდა სხვადასხვა პროექტი ვცადო, რადგან მრავალფეროვანი სფეროა და ყოველ დღე რაღაც ახალს ვსწავლობ.
კურსზე მიღებული ცოდნა სამსახურებრივად მეხმარება, რაც კიდევ უფრო მეტ პრაქტიკულ გამოცდილებას მაძლევს.

– ფინალურ პროექტსა და მასზე მუშაობის შესახებ მოგვიყევი
ფინალური დავალება ეხებოდა ქართველ მხატვრების შემოქმედებას, ჩვენი მთავარი მიზანი ნამუშევრებისათვის ახალი სიცოცხლის დაბრუნება იყო.

კურსის განმავლობაში, ჩემთვის ყველაზე რთული ამოცანა სწორედ ფინალურის ბრიფი აღმოჩნდა. რთული იყო არა ტექნიკურად, არამედ კონცეპტუალურად, თუმცა ვფიქრობ, რომ დავალებას თავი გავართვი.

ჩემი პროექტი გულისხმობდა იმის წარმოდგენას, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო კონკრეტული ნამუშევარი მომავალში, 2077 წელში რომ ეცხოვრათ კონკრეტულ ხელოვანებს, შედეგად ფინალურისთვის 5 პოსტერი დავამზადე, რომელიც ძალიან დადებითად შეფასდა კურსის დასრულებისას. ასევე, საინტერესო გამოხმაურება მოჰყვა მეგობრებსა და უცნობი ადამიანებისგან.

შედეგად, ამ სერიის ნამუშევრები ერთ-ერთმა ქართულმა კომპანიამ შეიძინა.

დავით მირველაშვილი დავით მირველაშვილი

– რა მოგცა გავლილმა კურსმა და ურჩევდი თუ არა სხვას დიზაინის კურსების გავლას?
გავლილმა კურსმა გარკვეული თავდაჯერებულობა შემძინა, ასევე, საკმაოდ დიდი ინფორმაციული რესურსი და ბევრი წყარო, იმასთვის რომ კიდევ უფრო განვავითარო საკუთარი შესაძლებლობები. ინტერესი დიზაინის მიმართულებით და შემოქმედებითი ადამიანების გაცნობის შესაძლებლობა, რომლებიც ყოველ ლექციაზე ძალიან საინტერესო ნამუშევრებს ქმნიდნენ.

დავით მირველაშვილი დავით მირველაშვილი

– რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარები შეგძინა კურსმა?
კურსის ძლიერი მხარეა, უპირველესად ლექტორი, მარიამი და მისი უშუალო დამოკიდებულება მსმენელებთან.

ორთვიანი პროგრამა საინტერესოდ არის შედგენილი, ამას გარდა, ხაზგასასმელია კურსის ღირებულება, რაც ძალიან კონკურენტულია და ბევრი ადამიანისთვის სწავლას ხელმისაწვდომს ხდის.

რაც შეეხება უნარებს, როგორც უკვე ვახსენე, მნიშვნელოვანი საბაზო ცოდნა მივიღე, რასაც ყოველდღიურად ვაღრმავებ, თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ მეშინია შეცდომების დაშვების.