
გიორგი პაპულაშვილი - გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული
კურსის გასაცნობად დეტალურ ინფორმაცია შეგიძლია ნახო ამ ბმულზე.
– მოგვიყევი შენ შესახებ…
Მე ვარ გიორგი პაპულაშვილი, სტუდენტი. გრაფიკული დიზაინით დიდი ხანია რაც დაინტერესებული ვარ, ყოველთვის ვცდილობდი შემოქმედებითი უნარები ხატვის გარდა გრაფიკული დიზაინით გამომევლინა.
– Რატომ გადაწყვიტე Smart Fish აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსის გავლა?
ვებგვერდის დავათვლაიერე და მივხვდი, რომ Smart Fish იყო ის აკადემია, რომელიც დამეხმარებოდა ჩემი შესაძლებლობების განვითარებაში.
– Რა არის შენი ინსპირაციის მთავარი წყარო?
ჩემი ნამუშევრების უმეტესობა წიგნის ყდებს, მუსიკალური ალბომებისა და ფესტივალების პოსტერებს მოიცავს, შესაბამისად, შთაგონების წყარო ლიტერატურა და მუსიკაა. ამას გარდა ყოველდღიურად ვათვალიერებ ჩემთვის საინტერესო დიზაინერების ნამუშევრებსა და მათი მუშაობის პროცესსა და სპეციფიკას.
– Რა რჩევას მისცემდი დამწყებ გრაფიკოს დიზაინერებს?
ვურჩევდი, რომ Მუშაობისას დიდი დრო დაუთმონ კვლევის პროცესს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყონ უშუალოდ ვიზუალის შექმნა და იდეის გაცოცხლება.
– რა მოგცა გავლილმა კურსებმა და რატომ ურჩევდი სხვას დიზაინის კურსების გავლას?
დღეს ყველას შეუძლია გრაფიკული დიზაინის შესწავლა სხვადასხვა ონლაინ კურსებით ან ვიდეოებიდან, უფასოდ, თუმცა, ვფიქრობ, კურსის გავლა სულ სხვა გამოცდილებაა, როცა უშუალოდ იღებ რჩევებს პროფესიონალი დიზაინერისა და სხვა სტუდენტებისგან.
– Რის კეთებას აპირებ სამომავლოდ?
მინდა რომ მუშაობა გავაგრძელო პოსტერების/ყდების დიზიანისა და ბრენდინგის მიმართულებით.
– რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარი შეგძინა კურსმა?
კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი არ სწავლობს მხოლოდ Photoshop-ისა და Illustrator-ის ტექნიკურ ნაწილს, არამედ ექმნება წარმოდგენა დღევანდელი გრაფიკული დიზაინის სამყაროზე, ტრენდებზე, ძიების პროცესზე, დიზაინერად მუშაობის თავისებურებებზე, ფრილანსერობაზე და სხვა.