გიორგი პაპულაშვილი - გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული

გიორგი პაპულაშვილი - გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული

13.07.2022

კურსის გასაცნობად დეტალურ ინფორმაცია შეგიძლია ნახო ამ ბმულზე.

– მოგვიყევი შენ შესახებ…

Მე ვარ გიორგი პაპულაშვილი, სტუდენტი. გრაფიკული დიზაინით დიდი ხანია რაც დაინტერესებული ვარ, ყოველთვის ვცდილობდი შემოქმედებითი უნარები ხატვის გარდა გრაფიკული დიზაინით გამომევლინა.

გიორგი პაპულაშვილი

– Რატომ გადაწყვიტე Smart Fish აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსის გავლა?

ვებგვერდის დავათვლაიერე და მივხვდი, რომ Smart Fish იყო ის აკადემია, რომელიც დამეხმარებოდა ჩემი შესაძლებლობების განვითარებაში.

– Რა არის შენი ინსპირაციის მთავარი წყარო? 

ჩემი ნამუშევრების უმეტესობა წიგნის ყდებს, მუსიკალური ალბომებისა და ფესტივალების პოსტერებს მოიცავს, შესაბამისად, შთაგონების წყარო ლიტერატურა და მუსიკაა. ამას გარდა ყოველდღიურად ვათვალიერებ ჩემთვის საინტერესო დიზაინერების ნამუშევრებსა და მათი მუშაობის პროცესსა და სპეციფიკას.

გიორგი პაპულაშვილი

– Რა რჩევას მისცემდი დამწყებ გრაფიკოს დიზაინერებს?
ვურჩევდი, რომ Მუშაობისას დიდი დრო დაუთმონ კვლევის პროცესს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყონ უშუალოდ ვიზუალის შექმნა და იდეის გაცოცხლება. 

გიორგი პაპულაშვილი

– რა მოგცა გავლილმა კურსებმა და რატომ ურჩევდი სხვას დიზაინის კურსების გავლას?
დღეს ყველას შეუძლია გრაფიკული დიზაინის შესწავლა სხვადასხვა ონლაინ კურსებით ან ვიდეოებიდან, უფასოდ, თუმცა, ვფიქრობ, კურსის გავლა სულ სხვა გამოცდილებაა, როცა უშუალოდ იღებ რჩევებს პროფესიონალი დიზაინერისა და სხვა სტუდენტებისგან.

გიორგი პაპულაშვილი

– Რის კეთებას აპირებ სამომავლოდ?
მინდა რომ მუშაობა გავაგრძელო პოსტერების/ყდების დიზიანისა და ბრენდინგის მიმართულებით.

გიორგი პაპულაშვილი

– რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარი შეგძინა კურსმა?
კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი არ სწავლობს მხოლოდ Photoshop-ისა და Illustrator-ის ტექნიკურ ნაწილს, არამედ ექმნება წარმოდგენა დღევანდელი გრაფიკული დიზაინის სამყაროზე, ტრენდებზე, ძიების პროცესზე, დიზაინერად მუშაობის თავისებურებებზე, ფრილანსერობაზე და სხვა.