ბლოგის ქავერი

ირინა კოკაია - ქოფირაითინგის კურსდამთავრებული

11.04.2023

ქოფირაითინგის კურსზე წერის მოყვარული ადამიანები იყრიან თავს, მათ განსხვავებული ინტერესები და საერთო, წერის მიმართ სიყვარული აქვთ, დღეს გავიცნობთ პროფესიით მხატვარსა და ტანსაცმლის დიზაინერ, ირინა კოკაიას, რომელმაც აკადემიის კონკურსში თანადაფინანსება მოიპოვა და შემოუერთდა ქოფირაითინგის დიდ ოჯახს.

თუ გინდა წერა აქციო საყვარელ საქმიანობად, შემოგვიერთდი კურსზე

– ირინა მოგვიყევი შენ შესახებ?
მე ვარ ირინა კოკაია, 36 წლის, პროფესიით მხატვარი და ტანსაცმლის დიზაინერი, დავამთავრე სამხატვრო აკადემია. ჩემი პროფესიით არასდროს მიმუშავია, თუმცა სიამოვნებით ვხატავ, როცა დრო და განწყობა მაქვს.

წერა ყოველთვის მიყვარდა, ბოლო დროს ვაწარმოებ შემოქმედებით დღიურებს, ე.წ “სქრაფბუქს” რაც ძალიან კარგად მოქმედებს შთაგონებაზე.

– რამ განაპირობა Smart Fish – აკადემიის არჩევა, ქოფირაითინგის შესასწავლად?
ქოფირაითინგზე, როგორც პროფესიაზე არც ისე დიდი ხანია რაც შევიტყვე, მეგობარმა მითხრა, რომ ჩემი წერის ნიჭით კარგად გავართმევდი თავს ამ საქმეს და მომცა ძალიან ბევრი რჩევა და სტიმული, რომ მემუშავა საკუთარ თავზე, შემდეგ ინტერნეტით დავიწყე მოძიება ამ პროფესიის შესახებ და Youtube-ზე წავაწყდი Smart Fish აკადემიის უფასო მასტერკლასს, რომელსაც მარიამი ატარებდა და ძალიან დიდი სიამოვნებით მოვისმინე.

ამან გადამაწყვეტინა მასტერკლასზე დარეგისტრირება, სადაც მოცემული ბრიფის მიხედვით შესრულებულმა დავალებამ მომიტანა აკადემიაში სწავლის დაფინანსება, ეს კი დამატებითი სტიმული გახდა კურსის გასავლელად.

– წერის დაწყებამდე, გაქვს თუ არა განსაკუთრებული რიტუალი, რომელსაც გაგვიზიარებდი?
სტივენ კინგის ციტატას გადავაწყდი, სადაც ამბობს “ნუ დაელოდები მუზას, დაიწყე წერა და მუზა მუშაობის პროცესში მოვა”.
მეც ზუსტად ასე ვიქცევი და ჩემს შემთხვევაში აბსოლუტურად ამართლებს, როგორც წერის, ასევე ხატვის პროცესში.

– საიდან იღებ შემოქმედებით ინსპირაციას?
ძალიან მიყვარს კითხვა, როგორც კლასიკური, ისე სამოტივაციო ლიტერატურა, ასევე კარგი მუსიკა და ფილმები, შემოქმედებითი დღიურის შევსება. ძალიან მიყვარს “პინტერესტის” თვალიერება და ხშირად შეიძლება იქ ნანახი ერთი ფოტო იქცეს ინსპირაციად.

– მოგვიყევი ფინალურ პროექტზე, რომელი ბრენდი აირჩიე და რატომ?
ფინალური პროექტისთვის ქართული ბრენდებიდან ავირჩიე “ბლუტაბლა” ხოლო საერთაშორისოდან “Body Shop”.

“ბლუტაბლის” არჩევა განაპირობა მისი შექმნის კონცეფციამ და იდეამ, ეს ბრენდი შთაგონებულია ქართული კულტურით, ისტორიით და უძველესი ორნამენტებით, თითოეული ნივთი ძალიან კარგად გადმოსცემს ამბებს ჩვენს ქვეყანაზე და საუკეთესო საშუალებაა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელმა შეიტყოს და წარმოდგენა შეექმნას საქართველოს შესახებ.

Რაც შეეხება “Body Shop”-ს, მრავალ ბრენდში გამოვარჩიე იმ მნიშვნელოვანი იდეისთვის, რაც ქალთა მიმართ სილამაზის სტერეოტიპების წინააღმდეგაა მომართული, ამასთან, ბრენდის ნაწარმი არ იტესტება ცხოველებზე, ზრუნავს მათზე და მრავალშევსებადი კონტეინერების გამოყენებით უფრთხილდება გარემოს, სწორედ ამან განაპირობა ამ ბრენდის არჩევა.

– რის კეთებას აპირებ სამომავლოდ?
ძალიან დიდი სურვილი მაქვს ბოლომდე მივყვე ამ სფეროს შესწავლას და გავხდე ამ საქმის პროფესიონალი, რადგან ეს არის ჩემთვის ძალიან სასიამოვნო პროცესი, პირველ რიგში შემოქმედებითი კუთხით, – მუშაობის პროცესის დროს გადაღლასაც კი ვერ ვგრძნობ და დედლაინამდე პატარ-პატარა ნერვიულობებიც ერთგვარი ადრენალინია, რაც უფრო ამძაფრებს ამ სფეროში წარმატების სურვილს.

ფაქტობრივად, ეს არის იდეალური სამუშაო ჩემთვის და ჩემნაირი ადამიანებისთვის, ვისაც უნდა, რომ საქმე, რომელსაც აკეთებს, იყოს შემოქმედებითად მრავალფეროვანი და არა მოსაწყენი.

– რა რჩევას მისცემდი ქოფირაითინგით დაინტერესებულ ადამიანებს?
იკითხონ ბევრი და წერონ, თუნდაც დღიურების სახით, დაათვალიერონ სხვადასხვა კომპანიის ნამუშევრები და ქოფიები, რათა ისწავლონ კარგი და ცუდი ქოფიების გარჩევა. და ბოლოს, აუცილებლად გაიარონ Smart Fish – ის ქოფირაითინგის კურსი მარიამ ბეროძის ხელმძღვანელობით!
მარიამი არის ოქროს ადამიანი, საუკეთესო ლექტორი, გადმოცემის არაჩვეულებრივი უნარით და სავსე უსაზღვრო პროფესიონალიზმით.

– რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარი შეგძინა კურსმა?!
პირველ რიგში ისევ მარიამს დავასახელებ, როგორც არაჩვეულებრივ ლექტორს, ძალიან დიდი კომფორტია მასთან ერთად მუშაობა.
ასევე, კურსის კოორდინატორ ედო არძენაძესთან გავიარე წინასწარი გასაუბრება, რომლის საშუალებითაც მომავალი სტუდენტი იღებს ინფორმაციას, რას ისწავლის კურსზე, წინასწარი გასაუბრების ეს ფორმატი, საკმაოდ კომფორტულია თითოეული დამწყებისთვის, ასევე, კურსის მიმდინარეობისას გვეხმარებოდა ტექნიკური საკითხების მოგვარებასა და კოორდინაციაში.

ამასთანავე, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ფაქტი, რომ კურსი ძალიან მოსახერხებელი იყო გრაფიკით, დედლაინისთვის განკუთვნილი დროით, ლექციების თემები ძალიან კარგი თანმიმდევრობით იყო დალაგებული, დეტალურად შევეხე და ჩავიხედე ყველა საკითხში, რაც მინდოდა მცოდნოდა და რაც დამჭირდება სამომავლოდ

დიდი მადლობა ამ კურსისთვის, რომელმაც გაამართლა და გადააჭარბა კიდეც ჩემს მოლოდინს!