ბლოგის ქავერი

ქეთი ბურკაძე - გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული

17.02.2023

როდესაც ვფიქრობთ გრაფიკულ დიზაინზე, წარმოგვიდგენია სარეკლამო პოსტერები, ჟურნალების გარეკანი, წიგნის ყდა, ბანერები და სხვა.

თუმცა, გრაფიკული დიზაინი კიდევ უფრო მრავალფეროვანია და მოიცავს: ინფოგრაფიკას, პროდუქტის, ლოგოებსა და ბრენდბუქებს, პრინტ მედიას, ციფრული ინტერფეისის დიზაინსა და ამ ინდუსტრიის უამრავ სხვა მიმართულებას.

თუ ეს სფერო შენთვის საინტერესოა, დროა, უკეთ გასაცნობად თვალი შეავლო კურსს.

ამ სტატიაში გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებულ, ქეთი ბურკაძეს გავიცნობთ, რომელიც ხელოვნებაზე შეყვარებული ადამიანია.

 

“ძალიან მიყვარს ხატვა, ფოტოგრაფია და ყველაფერი, რაც შემოქმედებით პროცესებს უკავშირდება, ვმუშაობდი მარკეტინგის მიმართულებით და ვინაიდან ჩემთვის უცხო არ არის მომხმარებლის საჭიროებები, გადავწყვიტე თავი გრაფიკულ დიზაინშიც გამომეცადა.”

ქეთი ბურკაძე

ქეთის თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე, ყველა შესაძლო გზის მოსინჯვა უყვარს, ამიტომ ვკითხეთ, რამ განაპირობა Smart Fish აკადემიის არჩევა

“აკადემიამ, ჩემი ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა, რაც ეხებოდა სილაბუსს, ლექტორს, კურსის ხანგრძლივობას, მისაღებ ფასს და მოქნილ გრაფიკს.”

გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ხელოვნებაზე შეყვარებული ადამიანები, შემოქმედებით ინსპირაციას სწორედ ხელოვნების ნიმუშებისგან იღებენ, ქეთი გვიზიარებს, რა არის მისთვის შთამაგონებელი

 

ქეთი ბურკაძე ქეთი ბურკაძე

“იქნება ეს ფილმები, ხატვა თუ სოციალური პრობლემები, ჩემი ინპირაციის წყაროდ შეიძლება ყველაფერი იქცეს, რაც აქტუალური და მნიშვნელოვანია.”

რადგან აქტუალური ვახსენეთ, აქვე, ფინალური პროექტის შესახებ ვკითხეთ, რომელიც სწორედ რომ აქტუალურ თემას ეხებოდა, GrlzWave – ის ფინალური ბრიფი, Smart Fish – აკადემიის სტუდენტებისთვის, გულისხმობდა სილამაზის სტანდარტების წინააღმდეგ ნამუშევრების შექმნას.

 

ქეთი ბურკაძე

“ყველამ ვიცით, რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ადამიანებს, სილამაზის სტანდარტიზებამ.
პროექტზე მუშაობის დროს, ვეცადე, პრობლემა წარმომეჩინა, როგორც საზოგადოების უხილავი ხელი, რომელიც აწესებს სტანდარტებს.”

როდესაც სტუდენტები კურსის ძლიერ მხარედ ლექტორის თავდაუზოგავ შრომას და მიღებულ ცოდნას ასახელებენ, ვრწმუნდებით რომ ჩვენმა ჩანაფიქრა გაამართლა.

 

“ლექტორი და მისი გადმოცემის უნარი, კურსის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა, ლექტორის დახმარებით შესაძლებელია მოკლე დროში უდიდესი ინფორმაციის მიღება. კურსის დასრულებისას, სტუდენტს თავისუფლად შეუძლია შექმნას ნებისმიერი სირთულის პოსტერი. ეს ფაქტი ძალიან მომწონს და მადლობა თქვენ ამისთვის.”

 

ქეთი ბურკაძე

თუ მოგწონს შემოქმედებითი პროცესი, აღმოაჩნე გრაფიკული დიზაინის სფერო და გახდი ვიზუალური არტისტი.