ქეთი მარტიაშვილი - გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული

ქეთი მარტიაშვილი - გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული

12.07.2022

კურსის გასაცნობად დეტალურ ინფორმაცია შეგიძლია ნახო ამ ბმულზე.

– ქეთი, მოგვიყევი შენ შესახებ?

Მე ვარ 33 წლის, დიასახლისი და ორი გოგოს დედა.  

ქეთი მარტიაშვილი

– Რატომ გადაწყვიტე გრაფიკული დიზაინის სწავლა ?

ტანსაცმლის დიზაინის კონსტრუირება ჩემი მთავარი და საყვარელი საქმიანობაა, მაგრამ ხასიათიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე ერთ სფეროში გაჩერება არ მიყვარს, ვცდილობ დავანახო ჩემს შვილებს და ჩემს თავს, რომ ასაკისა და სტატუსის მიუხედავად შეგიძლია აკეთო ის  რაც გინდა და როცა გინდა.

 – რა არის შენი მთავარი მიზანი?

ასე კონკრეტულად ამ ეტაპზე არ მაქვს მიზანი ამ სფეროში, მაგრამ ის რაც ამ კურსიდან ვისწავლე და გავითავისე, ვთვლი რომ დამეხმარება სწორი ხედვით და კიდევ უფრო მეტი პრაქტიკით შევძლო მაღალ საფეხურზე ასვლა. 

ქეთი მარტიაშვილი

– Რის კეთება გსურს კურსის დასრულების შემდეგ?

უფ ბევრი რამის 🙂 მაგალითად  მინდა ჩემი საქმის დაწყება და ამისთვის კარგად გამოვიყენებ მიღებულ ცოდნას. რაც მთავარია მეტი და მეტი პრაქტიკა, მუშაობა საკუთარ თავთან დამეხმარება კიდევ უფრო დავიხვეწო როგორც გრაფიკული დიზაინერი. 

– რა არის შენი ინსპირაციის მთავარი წყარო?

Ძალიაან ბევრი რამ, მაგრამ მუსიკა და მისგან გამოწვეული ემოციები, დადებითი განწყობა და “მუცელში პეპლები” ყველაზე სუპერ მაგარი ინსპირაციის წყაროა ჩემთვის 🙂

ქეთი მარტიაშვილი

– რა რჩევას მისცემდი დამწყებ გრაფიკოს დიზაინერებს?

Ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვეტყოდი რომ მეტი დრო დაუთმონ დავალებებს, ძიებას, ძიებას და ძიებას.. და აუცილებლად იპოვნიან საკუთარ თავს ამ მიმართულებაში.

 

ქეთი მარტიაშვილი

– Რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარი შეგძინა კურსმა ? 

ლექტორი ამ კურსის ძლიერი მხარეა, რომელიც კარგი მასწავლებლის გარდა კარგი მეგობარიცაა გუნდისათვის. ბევრი ახალი რამ ვისწავლე, პირველ რიგში ის რომ ყველაფერისგან შეგვიძლია მივიღოთ ის შედეგი რაც ჩავიფიქრეთ. Მაგალითად სულ სხვა პროფესიისა და გამოცდილების მქონე პიროვნებიდან ვიქცეთ, გრაფიკოს დიზაინერად.

ქეთი მარტიაშვილი