ქეთი პერანიძე - გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული
გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული, ქეთი პერანიძე ფინალური პროექტის გამორჩეულ ნამუშევრებს გვიზიარებს, ბრიფის მიხედვით, სტუდენტებს ქართველი მხატვრების შემოქმედება პოსტერებად უნდა წარმოედგინათ, შეავლე თვალი ნამუშევრებს.
თუ გრაფიკული დიზაინი გაინტერესებს, მეტს გაიგებ აქ
მე ვარ ქეთი პერანიძე 23 წლის, ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი ხელოვნებით და მინდოდა, რომ საკუთარი თავი ციფრულ შემოქმედებაშიც გამომეცადა.
სოციალურ ქსელში თვალს ვადევნებდი Smart Fish აკადემიის კურსებს, შემდეგ დავესწარი გრაფიკული დიზაინის მასტერკლასს, გავეცანი კურსის სილაბუსს, შემდეგ გადაწყვეტილება მარტივად მივიღე და დავრეგისტრირდი კურსზე.
პროექტის მთავარი სათქმელი, ქართველი არტისტების ნამუშევრების „გაცოცხლება“ და პოსტერებად წარმოდგენა იყო.
გადავწყვიტე, თითოეულ პოსტერში მხატვრის რამდენიმე ნამუშევარი გამეერთიანებინა, ვიფიქრე, რომ ახალი კომპოზიცია ნამუშევარს კიდევ უფრო ცოცხალსა და დინამიკურს გახდიდა.
გავლილმა კურსმა მომცა შესაძლებლობა მოკლე დროში მიმეღო ახალი და საჭირო ინფორმაცია, დავუფლებოდი პრაქტიკულ უნარ – ჩვევებს და საკუთარი იდეები რეალობად მექცია.
ვფიქრობ, რომ დასაწყისში, სხვადასხვა პროექტზე მუშაობა ხელს შეუწყობდა განვითარებაში, შემდეგ კი უფრო გამიადვილდებოდა სასურველი მიმართულების არჩევა.
კურსის ძლიერი მხარე პირველ რიგში ლექტორია, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალია, ლექტორმა მეგობრული და მამოტივირებელი გარემო შეგვიქმნა.
სასწავლო პროცესი თანმიმდევრულად და კარგად არის დაორგანიზებული. საინტერესო და მრავალფეროვანი დავალებები ექსპერიმენტების საშუალებას აძლევს სტუდენტს, შექმნას სხვადასხვა სტილის ნამუშევრები და კონკრეტულ ჩარჩოებში არ მოექცე.
აუცილებლად ვურჩევდი ყველა დაინტერესებულ ადამიანს ამ კურსის გავლას, კურსის ბოლოს მიხვდებით რომ სწორ ადგილას მოხვდით.