ბლოგის ქავერი

ქეთი პერანიძე - გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული

20.03.2023

გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული, ქეთი პერანიძე ფინალური პროექტის გამორჩეულ ნამუშევრებს გვიზიარებს, ბრიფის მიხედვით, სტუდენტებს ქართველი მხატვრების შემოქმედება პოსტერებად უნდა წარმოედგინათ, შეავლე თვალი ნამუშევრებს.

თუ გრაფიკული დიზაინი გაინტერესებს, მეტს გაიგებ აქ

– ქეთი მოგვიყევი შენ შესახებ?
მე ვარ ქეთი პერანიძე 23 წლის, ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი ხელოვნებით და მინდოდა, რომ საკუთარი თავი ციფრულ შემოქმედებაშიც გამომეცადა.

– რამ განაპირობა Smart Fish – აკადემიის არჩევა, გრაფიკული დიზაინის შესასწავლად?
სოციალურ ქსელში თვალს ვადევნებდი Smart Fish აკადემიის კურსებს, შემდეგ დავესწარი გრაფიკული დიზაინის მასტერკლასს, გავეცანი კურსის სილაბუსს, შემდეგ გადაწყვეტილება მარტივად მივიღე და დავრეგისტრირდი კურსზე.

– ფინალურ პროექტსა და მასზე მუშაობის შესახებ მოგვიყევი
პროექტის მთავარი სათქმელი, ქართველი არტისტების ნამუშევრების „გააცოცხლება“ და პოსტერებად წარმოდგენა იყო.
გადავწყვიტე, თითოეულ პოსტერში მხატვრის რამდენიმე ნამუშევარი გამეერთიანებინა, ვიფიქრე, რომ ახალი კომპოზიცია ნამუშევარს კიდევ უფრო ცოცხალსა და დინამიკურს გახდიდა.

ქეთი პერანიძე ქეთი პერანიძე

– რა მოგცა გავლილმა კურსმა და ურჩევდი თუ არა სხვას დიზაინის კურსების გავლას?
გავლილმა კურსმა მომცა შესაძლებლობა მოკლე დროში მიმეღო ახალი და საჭირო ინფორმაცია, დავუფლებოდი პრაქტიკულ უნარ – ჩვევებს და საკუთარი იდეები რეალობად მექცია.

ქეთი პერანიძე

– რა ტიპის პროექტებზე გსურს სამომავლოდ მუშაობა?
ვფიქრობ, რომ დასაწყისში, სხვადასხვა პროექტზე მუშაობა ხელს შეუწყობდა განვითარებაში, შემდეგ კი უფრო გამიადვილდებოდა სასურველი მიმართულების არჩევა.

ქეთი პერანიძე

– რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარები შეგძინა კურსმა?
კურსის ძლიერი მხარე პირველ რიგში ლექტორია, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალია,  ლექტორმა მეგობრული და მამოტივირებელი გარემო შეგვიქმნა.

სასწავლო პროცესი თანმიმდევრულად და კარგად არის დაორგანიზებული. საინტერესო და მრავალფეროვანი დავალებები ექსპერიმენტების საშუალებას აძლევს სტუდენტს, შექმნას სხვადასხვა სტილის ნამუშევრები და კონკრეტულ ჩარჩოებში არ მოექცე.

აუცილებლად ვურჩევდი ყველა დაინტერესებულ ადამიანს ამ კურსის გავლას, კურსის ბოლოს მიხვდებით რომ სწორ ადგილას მოხვდით.