ბლოგის ქავერი

ხატია გიგუაშვილი - გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული

03.02.2023

გრაფიკული დიზაინის სტუდენტებს შორის, ყოველთვის შეხვდები შემოქმედებითად საინტერესო ადამიანებს, ვფიქრობთ, ხატიაც მათ შორისაა.
ამ სტატიაში, ნამუშევრებთან ერთად, სწავლისგან მიღებულ გამოცდილებას გვიზიარებს

თუ გრაფიკული დიზაინის შესახებ მეტი გინდა გაიგო, კურსზე გვეწვიე


– ხატია მოგვიყევი შენ შესახებ?

მე ვარ ხატია, 18 წლის, ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, მედიახელოვნებაზე ფოტოგრაფიის მიმართულებით, მინდა ფოტოგრაფია და გრაფიკული დიზაინი ერთმანეთთან დავაკავშირო, რაც ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება.

 

ხატია გიგუაშვილი

– რატომ გადაწყვიტე Smart Fish აკადემიაში გრაფიკული დიზაინის სწავლა?
მიუხედავად იმისა, რომ სხვა ფაკულტეტზე მოვხვდი, ყოველთვის მინდოდა გრაფიკული დიზაინი მესწავლა, ჩემი დიდი ხნის სურვილის ასასრულებლად სწავლა Smart Fish აკადემიაში დავიწყე და ძალიან მიხარია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, კურსმა კიდევ უფრო შემაყვარა ეს სფერო.

 

ხატია გიგუაშვილი

– რა გაძლევს შემოქმედებით ინსპირაციას?
საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, შემოქმედებით აზროვნებაში მეხმარება, ასეთ დროს განსხვავებულია ჩვენი ფიქრები და შეგვიძლია, რაღაც ახალი აღმოვაჩინოთ.

 

ხატია გიგუაშვილი

– რა ტიპის პროექტებზე გსურს სამომავლოდ მუშაობა?
ვისურვებდი, სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებულ პროექტებზე მემუშავა, ასევე, ჩემთვის საინტერესო იქნებოდა წიგნის ილუსტრირება, მიყვარს კითხვა და საკუთარ თავს გამოვცდიდი ამ მიმართულებით.

 

ხატია გიგუაშვილი

-რა მოგცა გავლილმა კურსმა და ურჩევდი თუ არა სხვას დიზაინის კურსების გავლას?
კურსმა საჭირო უნარები შემძინა, დამოუკიდებლად ვიმუშაო პროექტებზე, ასევე, მივხვდი, რომ შემოქმედებით პროცესში, ჩარჩოები არ არსებობს და თავისუფალი ხარ.
კურსის გავლას ვურჩევ მათ, ვისაც სურს თავის დამკვიდრება ციფრულ სამყაროში.

 

ხატია გიგუაშვილი

– მოგვიყევი ფინალური პროექტის შესახებ
ფინალური პროექტის ბრიფი, სილამაზის სტანდარტების წინააღმდეგ ნამუშევრების შექმნას გულისხმობდა, ეს თემა საკუთარ გამოცდილებასთან დავუკავშირე, წარსულში მეც ვყოფილვარ საზოგადოების მიერ დაწესებული სტერეოტიპების მსხვერპლი. ვეცადე, სამყაროსთვის გამეგზავნა მესიჯი, რომ ქალები (და არა მხოლოდ) იყვნენ თავისუფლები და არ მოექცნენ საზოგადოების ზეგავლენის ქვეშ.

 

ხატია გიგუაშვილი

-რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარები შეგძინა კურსმა?
კურსზე მეგობრული და ცოდნის მიღებაზე ორიენტირებული გარემო შეგვიქმნა ლექტორმა.
მარიამი ჩემთვის მთავარი მოტივაცია იყო, მისი თავდაუზოგავი შრომა, კიდევ უფრო პასუხისმგებლიანს ხდის სტუდენტს.
ვფიქრობ, მისი დამსახურებაა რომ ამ პროფესიის მიმართ უსაზღვრო სიყვარული მაქვს.

კურსმა უფრო შრომისმოყვარე და თავდაჯერებული გამხადა, ახალი მიზნები დავისახე, რასაც ნელ-ნელა უკვე ვასრულებ.

ხატიას პორტფოლიოს სანახავად გადადი ბმულზე.