ბლოგის ქავერი

მარი მეტრეველი - გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული

08.08.2022

კურსის გასაცნობად დეტალურ ინფორმაცია შეგიძლია ნახო ამ ბმულზე.

– მოგვიყევი შენ შესახებ? 
Მე ვარ მარი მეტრეველი. ვსწავლობდი სამხატვრო აკადემიაში, ილუსტრაციის მიმართულებით, შემდეგ თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში (CCA) სადაც ერთ წლიანი სამაგისტრო კურსი გავიარე, ვმუშაობ სამხატვრო სტუდიაში. ვთვლი რომ მუდმივად უნდა იზრუნო საკუთარი თავის განვითარებაზე.  

მარი მეტრეველი

– Რატომ გადაწყვიტე Smart Fish აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსის გავლა? 
Მინდოდა “დავიწყებული უნარების” გახსენება, თან უფრო მეტად დავინტერესდი ამ მიმართულებით და Ბევრი კურსის ნახვის მიუხედავად, Smart Fish Academy-ს ფეისბუქ პოსტერმა ყველაზე მეტად დამაინტერესა, რაც ლექტორის და მისი ილუსტრაციების დამსახურებაა ^^ მივხვდი, რომ ეს ის ადგილი იქნებოდა, სადაც საინტერესო და საჭირო ინფორმაციას მივიღებდი. Მიხარია რომ სწორი არჩევანი გავაკეთე  

მარი მეტრეველი

– Რა არის შენი შემოქმედებითი აზროვნების მთავარი წყარო? Ჩემთვის ნებისმიერი რამ შეიძლება აღმოჩნდეს ინსპირაციის წყარო: მუსიკა, არქიტექტურა, სერიალი, ტრანსპორტით გადაადგილების პროცესი, გალაქტიკები, ცივილიზაციები და ა.შ მაგრამ ხშირად საკუთარი თავი აღმოჩნდება ხოლმე ყველაზე მთავარი. 

– რა მოგცა გავლილმა კურსებმა და რატომ ურჩევდი სხვას დიზაინის კურსების გავლას? 
Პირველ რიგში დამიბრუნდა მოტივაცია, რაც დიდი ხნის განმავლობაში დაკარგული მქონდა. თავიდან დავიწყე სკეჩების და ილუსტრაციების ხატვა, სრულიად დავიწყებული სქილები თავიდან აღვიდგინე და ზოგადად ეს სფერო თავიდან გადავიაზრე, რაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.  

მარი მეტრეველი

მარი მეტრეველი

– რა მოგცა გავლილმა კურსებმა და რატომ ურჩევდი სხვას დიზაინის კურსების გავლას? 
Პირველ რიგში დამიბრუნდა მოტივაცია, რაც დიდი ხნის განმავლობაში დაკარგული მქონდა. თავიდან დავიწყე სკეჩების და ილუსტრაციების ხატვა, სრულიად დავიწყებული სქილები თავიდან აღვიდგინე და ზოგადად ეს სფერო თავიდან გადავიაზრე,რაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. Სიამოვნებით ვურჩევ ყველას, ვინც დაინტერესებულია გრაფიკული დიზაინით, ეს არის კურსი, სადაც მიიღებთ ყველა საჭირო ინფორმაციას, რჩევას, მოგცემენ მიმართულებას და ნამდვილად იგრძნობთ რომ სწორ ადგილას მოხვდით. 

– მოგვიყევი ფინალურ პროექტზე, რატო აირჩიე კონკრეტულად ეს თემა? 
ფინალური პროექტი NFT თემატიკას მოიცავდა, უნდა შეგვექმნა პერსონაჟი. ინსპირაცია საკუთარი თავი აღმოჩნდა და ბევრი დეტალი გამოვიყენე რაც ჩემთან კავშირში იყო, თავს რეალურ და არარეალურ ცხოვრებაშიც პერსონაჟად აღვიქვამ  

მარი მეტრეველი

– Რა ტიპის პროექტებზე გსურს სამომავლოდ მუშაობა? 
Სიამოვნებით შევქმნი ილუსტრაციებს, პერსონაჟებს ანიმაციისთვის, თამაშებისთვის და ა.შ ზოგადად ანიმაცია ძალიან მაინტერესებს და ვფიქრობ მომავალში ამ სფეროს დავუკავშირდები. 

– რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარი შეგძინა კურსმა? 
კურსი ძალიან კარგად ორგანიზებულია. Საინტერესო, პრაქტიკული დავალებებით, მივიღე ბევრი ინფორმაცია და პროფესიული რჩევა აქვე აღვნიშნავ ლექტორის მოტივაციასა და ზოგადად სტუდენტებისადმი დამოკიდებულებას. 

აკადემიაში თითოეული გუნდის წევრი ყოველთვის მზადაა ნებისმიერ შეკითხვას უპასუხოს და დახმარება გაგიწიოს კურსის გავლის შემდეგ დროის სწორად გადანაწილება და დაგეგმვა ვისწავლე , ბევრი ბევრი რამ და რაც ყველაზე მეტად მომწონს ანიმაციას უფრო მეტად დავუახლოვდი და ჩემი ამოძრავებული ილუსტრაციების დანახვა სიამოვნებას მანიჭებს