მასტერკლასი გრაფიკულ დიზაინში
მასტერკლასი გრაფიკულ დიზაინში
კურსის გასაცნობად დეტალურ ინფორმაცია შეგიძლია ნახო ამ ბმულზე.
- მარი, მოგვიყევი შენ შესახებ
მე ვარ მარი, 17 წლის. ვცხოვრობ ბათუმში და ვმუშაობ საკუთარი თავის განვითარებაზე. მინდა რომ გამოცდილი გრაფიკოს დიზაინერი გავხდე.
- Რატომ გადაწყვიტე Smart Fish აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსის გავლა?
აქამდე არანაირი ინფორმაცია არ მქონდა სხვა კურსების შესახებ და Smart Fish აკადემიასაც ჩემმა დამ გაუწია რეკომენდაცია. კურსის გავლის შემდეგ კი მივხვდი, რომ იმაზე მეტი ინფორმაცია მივიღე, ვიდრე წარმომედგინა. კურსის ლექტორი ყველაფერს ზედიწევნით და გარკვევით ხსნიდა. რაც ერთ-ერთი მიზეზია იმისა რომ უკვე პორტფოლიოს შექმნა შევძელი.
- რა მოგცა გავლილმა კურსმა და რატომ ურჩევდი სხვას გრაფიკული დიზაინის კურსის გავლას?
წარმოიდგინეთ გაქვთ თეთრი ფურცელი და თავი გამოტენილი ათასი აზრით, რომლებიც ამ ფურცელზე უნდა გადაიტანოთ. კურსმა ის ფანქრები (ან თუნდაც საღებავები) მომცა რითითაც მე ეს შევძელი. ვისაც უნდა რომ რაღაცის შექმნა შეძლოს ცარიელ ფურცელზე, მხოლოდ ფანტაზიით ვერ შეძლებს. საჭიროა იმ ძირითადი ცოდნის ფლობა, რის მოცემაც კურსს შეუძლია.
- Რის კეთებას აპირებ სამომავლოდ?
მინდა რომ დავიწყო კომიქსების ხატვა, საკუთარი პორტფოლიოს განახლება და უფრო დახვეწილი პერსონაჟების შექმნა. ასევე ვაპირებ საკუთარი გალერეას გახსნას.
- რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარი შეგძინა კურსმა?
ყველაზე მეტად იმით გამაოცა, რომ ერთი ხელსაწყოს მრავალი სახის დანახვა შევძელი. თითქოს მაგიურ სამყაროში მოვხვდი, სადაც ანწლის ჯოხით ყველაფრის გაკეთება თავად შემიძლია.
მარის სხვა ნამუშევრების დათვალიერება Instagram-ზე და Behance-სა შეგიძლია.