
მარიამ ბახია - გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ
თუ ფიქრობ გრაფიკული დიზაინის შესწავლაზე და არ იცი საიდან დაიწყო, თვალი შეავლე კურსს
Მე ვარ მარიამი, 19 წლის. ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მედია ხელოვნების ფაკულტეტზე.
Მეგობრისგან გავიგე Smart Fish აკადემიის შესახებ, მივიღე რეკომენდაცია და გასაუბრების შემდეგ ჩავირიცხე აკადემიაში.
Შემოქმედებით აზროვნებაში მეხმარება ჩემი ფიქრები, ფანტაზია და ემოციები.
გავლილმა კურსმა მომცა გამოცდილება და ჩამომიყალიბა სხვადასხვა საჭირო უნარი ამ პროფესიაში. კურსი იყო სავსე მრავალფეროვანი დავალებებით, რაც მოტივაციასა და სამუშაო გამოცდილებას მაძლევდა.
ფინალური პროექტის მთავარი მიზანი იყო შეგვექმნა სხვადასხვა პერსონაჟი (ფილმებიდან, ანიმაციებიდან წიგნებიდან და .შ) და გამოგვეხატა მათი ემოციები ფერების გამოყენებით. მე გამოვიყენე ჩემი ბავშვობის დროინდელი ანიმაციური ფილმები, ინსპირაციაც სწორედ ჩემი ბავშვობა და ადრეული განცდები იყო.
კურსის ძლიერი მხარე არის მარტივი და უშუალო კომუნიკაცია ლექტორსა და სტუდენტს შორის. მადლობა ლექტორს, რომელიც მაძლევდა მოტივაციას. კურსმა ბევრი საინტერესო რამ მასწავლა რასაც მომავალში აუცილებლად გამოვიყენებ.
მარიამის პორტფოლიოს სანახავად გადადი ბმულზე