ბლოგის ქავერი

მარიამ ბახია - გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ

06.05.2023

თუ ფიქრობ გრაფიკული დიზაინის შესწავლაზე და არ იცი საიდან დაიწყო, თვალი შეავლე კურსს

– მარიამ, მოგვიყევი შენ შესახებ?
Მე ვარ მარიამი, 19 წლის. ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მედია ხელოვნების ფაკულტეტზე.

– Რატომ გადაწყვიტე Smart Fish აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსის გავლა?
Მეგობრისგან გავიგე Smart Fish აკადემიის შესახებ, მივიღე რეკომენდაცია და გასაუბრების შემდეგ ჩავირიცხე აკადემიაში.

 

მარიამ ბახია

– Რა არის შენი შემოქმედებითი აზროვნების მთავარი წყარო?
Შემოქმედებით აზროვნებაში მეხმარება ჩემი ფიქრები, ფანტაზია და ემოციები.

 

მარიამ ბახია

– რა მოგცა გავლილმა კურსებმა და რატომ ურჩევდი სხვას დიზაინის კურსების გავლას?
გავლილმა კურსმა მომცა გამოცდილება და ჩამომიყალიბა სხვადასხვა საჭირო უნარი ამ პროფესიაში. კურსი იყო სავსე მრავალფეროვანი დავალებებით, რაც მოტივაციასა და სამუშაო გამოცდილებას მაძლევდა.

– მოგვიყევი ფინალურ პროექტზე, რა იყო მთავარი ინსპირაცია?
ფინალური პროექტის მთავარი მიზანი იყო შეგვექმნა სხვადასხვა პერსონაჟი (ფილმებიდან, ანიმაციებიდან წიგნებიდან და .შ) და გამოგვეხატა მათი ემოციები ფერების გამოყენებით. მე გამოვიყენე ჩემი ბავშვობის დროუინდელი ანიმაციური ფილმები, ინსპირაციაც სწორედ ჩემი ბავშვობა და ადრეული განცდები იყო.

მარიამ ბახიამარიამ ბახია

– რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარი შეგძინა კურსმა?
კურსის ძლიერი მხარე არის მარტივი და უშუალო კომუნიკაცია ლექტორსა და სტუდენტს შორის. მადლობა მარიამს, რომელიც მაძლევდა მოტივაციას. კურსმა ბევრი საინტერესო რამ მასწავლა რასაც მომავალში აუცილებლად გამოვიყენებ.

 

მარიამის პორტფოლიოს სანახავად გადადი ბმულზე