ბლოგის ქავერი

მარიამ დოლიძე - SOCIALSHARKS-ის სტაჟიორი

21.11.2022

კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გვეწვიე

-მარიამ მოგვიყევი შენ შესახებ?
მე ვარ მარიამ დოლიძე, ფსიქოლოგიის ბაკალავრი, ფოტოგრაფიის, კინოს, ხელოვნების მოყვარული ადამიანი.
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, გადავწყვიტე ჩემი გულისძახილისთვის მომესმინა და თავი ხელოვნებისთვის მიმეძღვნა.

რატომ გადაწყვიტე Smart Fish აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსის გავლა?
გრაფიკული დიზანი ჩემთვის ძალიან საინტერესო, მიმზიდველი და ამოუწურავი სფეროა.მისი შესაძლებლობების მრავალფეროვნება ძალიან მხიბლავს და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მისი შესწავლა.

როდესაც Smart Fish Academy-ის კურსდამთავრებულების ნამუშევრები ვნახე, მივხვდი, რომ ეს სწორედ ის ადგილი იყო, სადაც შესაფერის ცოდნას მივიღებდი.

 

მარიამ დოლიძე გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული

-რა მოგცა გავლილმა კურსმა და ურჩევდი თუ არა სხვას დიზაინის კურსების გავლას?
პირველ რიგში, გავლილმა კურსმა ზოგადი წარმოდგენა შემიქმნა გრაფიკული დიზაინის სფეროს შესახებ და მომცა მყარი საბაზისო ცოდნა.

გარდა ამისა, არ შემიძლია არ აღვნიშნო ლექტორის, პროფესიონალიზმი, რომელიც ამომწურავად ხსინდა თითოეულ საკითხს, მზად იყო ეპასუხა თითოეული კითხვისათვის, გვაძლევდა რჩევებს და ფიდბექს ჩვენს ნამუშევრებზე.

 

მარიამ დოლიძე გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული

-მოგვიყევი ფინალურ პროქტზე, რატომ აარჩიე კონკრეტულად ეს თემა?
ჩემი ფინალური პროექტი გახლავთ ავტომობილების საიმიჯო პოსტერული სერია.
რისერჩის პროცესში, გადავაწყდი სტატიას, სადაც წარმოდგენილი იყო მსოფლიოში უნიკალური ვიზუალის მქონე ვინტაჟური ავტომობილები.
ავტომობილების ვიზუალმა ძალიან მომხიბლა და სურვილი გამიჩინა მათთვის ასეთივე შთამბეჭდავი საიმიჯო პოსტერები შემექნმა.

-რა ტიპის პროექტებზე გსურს სამომავლოდ მუშაობა?
ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება ილუსტრაციებსა და კოლაჟებზე მუშაობა, თუმცა კონკრეტული ერთი მიმართულება, არ მაქვს არჩეული.მინდა, რომ ბევრ რამეში გამოვცადო ჩემი თავი.

 

მარიამ დოლიძე გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული

მარიამ დოლიძე გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული

-რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარები შეგძინა კურსმა?
კურსს ბევრი ძლიერი მხარე აქვს, მათ შორის ორგანიზებულობა, სილაბუსი (ყველაფერი ლოგიკური თანმიმდევრობით არის მიწოდებული სტუდენტისთვის) პრაქტიკული დავალებები და რა თქმა უნდა, თავად ლექტორის პროფესიონალიზმი.

რომელ კომპანიაში გადიხარ სტაჟირებას და გაამართლა თუ არა სტაჟირების პროგრამამ შენი მოლოდინები?
Socialsharks-ში გავდივარ აკადემიის პროგრამით, პროფესიონალურმა და მეგობრულმა გარემომ, რომელიც აქ დამხვდა, ჩემს მოლოდინს გადააჭარბა, აკადემიაში მიღებული ცოდნა კი მიმარტივებს მუშაობის პროცესს.

-რას ურჩევდი სტუდენტებს, რომლებიც ახლა იწყებენ გრაფიკული დიზაინის შესწავლას?
ვინც ახლა აპირებს გრაფიკული დიზაინის კურსის გავლას, ვურჩევდი ხშირად გაეცნონ გრაფიკოს დიზაინერების ახალ ნამუშევრებს და მუდმივად განაახლონ ინსპირაციის წყარო.