ბლოგის ქავერი

მარიამ ელისაშვილი - გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული

20.03.2023

შემოქმდებითი ინდუსტრია განსხვავებული პროფესიის ადამიანს აერთიანებს, მათ შორისაა მედიკოსი, მარიამ ელისაშვილი, რომელმაც გრაფიკული დიზაინის ფინალურ ბრიფს, ქართველი მხატვრების, ლადო გუდიაშვილისა და შალვა ქიქოძის ნამუშევრების პოსტერებად წარმოდგენით უპასუხა.

თუ ფიქრობ გრაფიკული დიზაინის შესწავლაზე და არ იცი საიდან დაიწყო, თვალი შეავლე კურსს

– მარიამ მოგვიყევი შენ შესახებ?
მე ვარ მარიამ ელისაშვილი, 26 წლის პროფესიით მედიკოსი, ძალიან მიყვარს ხატვა, ყოველთვის ვცდილობ რაღაც ახალი ვისწავლო , საკუთარი თავი სხვადასხვა მიმართულებით გამოვცადო და ვიპოვო ის დამატებითი საქმე, რომელსაც სიამოვნებით გავაკეთებ.

მარიამ ელისაშვილი მარიამ ელისაშვილი

– რამ გამაპირობა Smart Fish – აკადემიის არჩევა, გრაფიკული დიზაინის შესასწავლად?
დიდხანს ვადევნებდი თვალს სოციალურ ქსელებში Smart Fish აკადემიას, მასტერკლასსაც დავესწარი და სურვილი გამიჩნდა გამევლო ეს კურსი.

– რა მოგცა გავლილმა კურსმა და ურჩევდი თუ არა სხვას დიზაინის კურსების გავლას?
კურსმა იმაზე მეტი მომცა, ვიდრე მხოლოდ პროგრამების ტექნიკური ცოდნაა, საკმაოდ ღრმა და დეტალური ინფორმაცია მივიღე მთლიანად ამ სფეროს შესახებ, ამიტომ თამამად ვურჩევდი ამ კურსის გავლას, ყველა დაინტერესებულ ადამიანს.

მარიამ ელისაშვილი მარიამ ელისაშვილი

 – ფინალურ პროექტსა და მასზე მუშაობის შესახებ მოგვიყევი
ფინალური ბრიფი გულისხმობდა ქართველი მხატვრების ნამუშევრებით ინსპირირებული პოსტერების შექმნას, მე შევარჩიე ჩემთვის საყვარელი სამი მხატვარი: შალვა ქიქოძე, დავით კაკაბაძე, და ლადო გუდიაშვილი.

მარიამ ელისაშვილი

– რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარები შეგძინა კურსმა?
კურსი იდეალურად იყო ორგანიზებული და ინტერაქციულმა და პრაქტიკულმა მუშაობამ, ბევრი უნარები შემძინა, მათ შორის, წარმოქმნილ პრობლემების კრეატიული გზით გადაჭრის უნარი, რაც ვფიქრობ ძალიან გამომადგება ამ სფეროში.