კეჩხუაშვილი

მარიამ კეჩხუაშვილი - გრაფიკული დიზაინის კურსზე

09.05.2023

თუ ფიქრობ გრაფიკული დიზაინის შესწავლას და არ იცი საიდან დაიწყო, თვალი შეავლე კურსს

Მე ვარ მარიამ კეჩხუაშვილი – მხატვარი. ამჟამად ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მოდის დიზაინის ფაკულტეტზე.
ვფიქრობ ციფრულად მეტის გაკეთება/თქმა შემიძლია ვიდრე ფურცელზე, როგორც მხატვარს შემეძლო. კურსის გავლით ჩემი მიზანი იყო გამეფართოვებინა ჩემი შესაძლებლობები.

Შემოქმედებითი ინსპირაციის წყაროდ შეიძლება ნებისმიერი სახის ახალი ინფორმაცია იქცეს. Ძალიან მიყვარს კვლევის პროცესი სხვადასხვა საკითხზე და ჩემი ნამუშევრებიც ცნობისმოყვარე ხასიათიდან მოდის.

Რაც არ უნდა იყოს თემატიკა, მუშაობის დაწყებამდე Მიყვარს სხვადასხვა ობიექტების და თემის დეტალური გამოკვლევა, ისტორიის და სიმბოლიზმის გაგება და ამ პატარ-პატარა დეტალებით საერთო, სრული ესთეტიკის შექმნა – ნამუშევრის აწყობა.

კურსი კარგი იყო იმ მხრივ რომ მომცა ბიძგი, მოტივაცია იმისთვის რომ აქტიურად და თავდაჯერებულად დამეწყო ჩემი თავის განვითარება დიზაინის სფეროში.

Ჩემი მთავარი ინსპირაცია იყო მცენარეები. ფინალური პროექტისთვის მინდოდა გამეკეთებინა ილუსტრირებული “ვიქტორინული ყვავილების ენის” პოსტერები.Მოკლედ რომ ვთქვა, ვიქტორიანული ყვავილების ენა მეცხრამეტე საუკუნეში ძალიან პოპულარული თვითგამოხატვის საშუალება იყო.

ადამიანები, განსაკუთრებით შეყვარებულები, ხშირად იყენებდნენ ყვავილებს ისეთი სიტყვების სათქმელად, რისი თქმაც პირდაპირ უჭირდათ/არ შეეძლოთ.

ავირჩიე 5 მცენარე, რომლების სათქმელიც ჩემთან იდეურად ყველაზე ახლოს იყო და გავაკეთე ამ მცენარეების ილუსტრაციები. თითოეულ მცენარეს თემატურად შევუსაბამე პერსონაჟი და ფერი.

კურსი არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ტექნიკური საკითხებით რისი სწავლაც ისედაც შეგვიძლია Youtube ტუტორიალებიდან, სასწავლო პროგრამა უფრო სტუდენტების ხედვისა და გემოვნების დახვეწაზე იყო ორიენტირებული.

მარიამ კეჩხუაშვილი

მარიამ კეჩხუაშვილი

მარიამ კეჩხუაშვილი

მარიამ კეჩხუაშვილიმარიამ კეჩხუაშვილი

მარიამ კეჩხუაშვილიმარიამ კეჩხუაშვილი

მარიამ კეჩხუაშვილი

მარიამ კეჩხუაშვილიმარიამ კეჩხუაშვილი