ბლოგის ქავერი

მაშო ზექალაშვილი - ქოფირაითინგის კურსდამთავრებული

17.11.2022

– მაშო, მოგვიყევი შენ შესახებ?
მე ვარ მაშო ზექალაშვილი. დავამთავრე ფსიქოლოგიის ფაკულტეტი და ბოლო რამდენიმე წელია ამ მიმართულებით ვმუშაობ.
ეს პროფესია მიზანმიმართულად ავირჩიე ,რადგან ვიცოდი, ის ადამიანების შესწავლაში დამეხმარებოდა. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საქმიანობა კი რეკლამის შექმნაა. პროდუქტის სწორად და მომხიბვლელად მიწოდება.

– რატომ გადაწყვიტე SMART FISH აკადემიაში ქოფირაითინგის კურსის გავლა?
ბავშვობიდან მიყვარს და მეხერხრება წერა, ამიტომ გადავწყვიტე ჩემი მიზნისკენ იმ გზით დამეწყო სვლა, რომელიც უკეთ გამომდის. Smart Fish აკადემია კი სწორ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ამ გუნდმა ოცნების ასრულებისკენ მიბიძგა და მიხარია, რომ სწორი არჩევანი გამაკეთებინა.

-მოგვიყევი ფინალურ პროექტზე, რომელი ბრენდი აირჩიე და რატომ?
ფინალურ პროექტზე ვეცადე ისეთი ბრენდები ამერჩია, რომლებზეც კურსის განმავლობაში არ გვისაუბრია. მინდოდა საკუთარი თავი გამომეცადა. ავირჩიე ქართული სტარტ აპი “ჰენკა”, რომლის სრულყოფას ვეცადე მარიამის გაზიარებული ცოდნით.
საერთაშორისო ბრენდებიდან კი “საბვეი” ავირჩიე, მაინტერესებდა შევძლებდი თუ არა მათი TOV (საკომუნიკაციო ენა) – ის შენარჩუნებას.

-რის კეთებას აპირებ სამომავლოდ?
Პირველ რიგში, მეტი ცოდნა და გამოცდილება უნდა შევიძინო, რათა შევძლო ამ პროფესიით სხვადასხვა ბრენდთან თავისუფლად თანამშრომლობა. იმედი მაქვს ეს მალე მოხდება.

-რა რჩევას მისცემდი, ქოფირაითინგით დაინტერესებულ ადამიანებს?
არასდროს დაიხიონ უკან! გახდნენ მეტად ინფორმირებულები, არ ჩამორჩნენ სიახლეებს და რაც მთავარია, მეტი იკითხონ და წერონ. ფანტაზიასაც სჭირდება მუდმივი რესურსი. გზის გაკვლევაში კი, მათ Smart Fish აკადემია დაეხმარებათ.

-რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარი შეგძინა კურსმა?
კურსიდან ყველაზე დასამახსოვრებელი გულუხვი ლექტორია. მარიამი დაუზარლად გვიზიარებდა ცოდნასა და გამოცდილებას. ამასთან ერთად ძალიან უშუალო გარემო შეგვიქმნა, რაც სტუდენტებს ხელს გვიწყობდა პროცესში თავისუფლად ჩართვასა და აზრთა გაცვლაში.

კურსის დასრულებისას მეტად ვაქცევ ყურადღებას დეტალებს, რომლებიც აქამდე არ ვიცოდი. ვგრძნობ, რომ ჩემი წერის მანერაც შეიცვალა უკეთესობისკენ. ასევე, სიღრმისეულად გავიგე ქოფირაითინგის მნიშვნელობა, ის ბევრად საინტერესო და მიმზდველი გახდა ჩემთვის. რაც მთავარია, მომეცა შანსი საკუთარი თავის განვითარებისა და იმედი, რომ ყველაფერი გამომივა.