ნატა ანთელიძე - ქოფირაითინგის კურსდამთავრებული

ნატა ანთელიძე - ქოფირაითინგის კურსდამთავრებული

11.11.2022

ქოფირაითინგის კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გადადი ბმულზე

– მოგვიყევი შენ შესახებ?
გამარჯობა! Მე ნატა ვარ, ადამიანი, რომელიც ცდილობს ცხოვრების ყველა ასპექტს შეხედოს რეალისტურად. Ძალიან ბევრი რამ არსებობს რისი კეთება, დანახვა და გამოცდაც მიყვარს. Მაგალითად, კითხვა, წერა, ფიქრი, ოცნება, საუბარი, მოსმენა. ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი პიროვნება, რომლის დანახვაც სულ უხარიათ და აქვთ მისი იმედი, შესაბამისად, ჩემი ცხოვრების სამოტივაციო ფრაზა არის: “შეუძლებელია, ყოველთვის იყო გმირი, მაგრამ ყოველთვის შეიძლება დარჩე ადამიანად”

დაე, მომავალმა შეაფასოს თუ როგორ მოვახერხებ ამის შენარჩუნებას.

– Რატომ გადაწყვიტე Smart Fish აკადემიაში ქოფირაითინგის კურსის გავლა?
ქოფირაითინგის არსებობა ძალიან შემთხვევით აღმოვაჩინე. Მაშინ აბიტურიენტი ვიყავი და უკვე გადაწყვეტილი მქონდა იურიდიულზე ჩაბარება. მახსოვს, ვეძებდი ინფორმაციას კურსებზე, რომელიც მოიცავდა სამართლის ერთ-ერთ სფეროს – საავტორო უფლებებს ანუ Copyright და ამასთან ერთად შემთხვევით ალგორითმმა შემომთავაზა ქოფირაითინგიც. გავეცანი და მივხვდი, რომ საავტორო უფლებებზე მეტად ეს ესადაგება ჩემს ინტერესებს და გადავწყვიტე ამ განხრით გამომეყენებინა ჩემი ნიჭი და რესურსები.

ერთხელაც ერთ-ერთ სოციალურ ქსელში წავაწყდი სმარტ ფიშ აკადემიის რეკლამას მასტერკლასთან დაკავშირებით და დაუფიქრებლად დავრეგისტრირდი, შემდეგ კონკურსში გავიმარჯვე და შევუდექი ამ სპეციალობის შესწავლას.

– მოგვიყევი ფინალურ პროექტზე, რომელი ბრენდი აირჩიე და რატომ?
ფინალური პროექტისთვის ავირჩიე რამდენიმე ბრენდი. პირველი იყო “მეამა”, ვინაიდან ყოველთვის მეამებოდა მათი პოსტები და მაინტერესებდა მე როგორ მოვირგებდი მათი ტექსტების ავტორობას, თანაც, პირველ დავალებაშიც ეს ბრენდი ავიღე განსახილველად და ერთგვარი შედარებაც გამომივიდა – პირველი ლექციიდან ბოლომდე როგორ გავიზარდე.

მეორე ბრენდი იყო  “სკა ჯუს ბარი” იმიტომ რომ აქვთ საინტერესო კონტენტი, თუმცა თუ მათ გვერდებს გადახედავთ, მიხვდეით რომ ქოფირაიტერი საერთოდ არ ჰყავთ და ეს როლი მე მოვირგე.

– Რის კეთებას აპირებ სამომავლოდ?
მინდა ბევრი რამ ვცადო, მაგრამ დაძაბული დღის განრიგი, რაც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტობას ახლავს, ხელს მიშლის.

ჩემთვის სმარტ ფიშის კურსი, თითქოს ამ დაძაბულობიდან გაქცევა იყო, რადგან აქ კრეატიულობა ფასდება.

მაქსიმალურად ვცდილობ მოვიძიო ინფორმაციები მომავლის პროფესიებზე. ვფიქრობ, რაც მეტ გამოცდილებას მივიღებ, უფრო თავდაჯერებული ვიქნები, რომ აღარ ვილაპარაკო კარიერულ წინსვლაზე. Ხანდახან მეუბნებიან, რომ 18 წლის ადამიანის კვალობაზე ზედმეტად ბევრს ვფიქრობ კარიერაზე და ყველაფერი ჯერ წინაა, მაგრამ მე  მგონია, რომ რაც უფრო მალე რეალიზდება ახალგაზრდა და დროს დაუთმობს საკუთარ თავს, მით მეტი იქნება წარმატების შანსი.

– Რა რჩევას მისცემდი, ქოფირაითინგით დაინტერესებულ ადამიანებს?
Მიიღონ რჩევები კომპეტენტური პირებისგან, აუცილებლად გაიარონ ქოფირაითინგის შემსწავლელი კურსები, არ შეეშინდეთ ექსპერიმენტების, იკითხონ ბევრი, მოსინჯონ საკუთარი თავი სხვადასხვა წერის მანერასა და სტილში, არ დაკმაყოფილდნენ კურსებით და გაიფართოვონ სააზროვნო არეალი სხვადასხვა ხერხებით.

– რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარი შეგძინა კურსმა?
ამ კურსის ძლიერი მხარე ორგანიზებულობაა, გამოცდილი ლექტორი და სწორად შედგენილი სილაბუსი.

კურსმა შემძინა თვითგანვითარების უნარი კონკრეტულ სფეროში. Ჩემი აზრით, სპეციალობის შესწავლის ხარისხის მნიშვნელობასთან თანაბარია განვითარებაზე მუშაობა, ვინაიდან თუ არ იცი კურსის მიღმა როგორ განვითარდე, მასში ჩადებული შრომაც ფასს კარგავს.