გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული - ნათია ზარანდია

გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული - ნათია ზარანდია

13.03.2022

კურსის გასაცნობად დეტალურ ინფორმაცია შეგიძლია ნახო ამ ბმულზე.

– ნათია, მოგვიყევი შენ შესახებ?

მე ვარ ნათია ზარანდია, აწ უკვე ყოფილი ბანკირი და Freelance ილუსტრატორი. ძირითადი სამსახურის პარალელურად ბოლო წლებში ვმუშაობდი წიგნების ყდებზე, სამაგიდო თამაშების ილუსტრაციებზე და უფრო – პერსონალურ პროექტებზე, რომლებიც გამოგონილ პერსონაჟებს, ანიმირებულ გიფებს და პატარა ილუსტრირებულ ამბებს ეთმობოდა ბავშვობიდან.

პროფესიით საბანკო საქმის სპეციალისტი ვარ და  ბოლო 12 წელი თიბისიში ვიმუშავე, თუმცა ხატვით გატაცება მთელი ცხოვრებაა მომყვება და ამ დრომდე შეძლებისდაგვარად ვუთავსებდი ამ ორ საქმიანობას ერთმანეთს.

 

ნათია ზარანდია

– რა არის შენი ინსპირაციის მთავარი წყარო?

საკმაოდ პროზაული რამეები – მოწყენილობა, სეირნობა, უბრალოდ რაიმეს შექმნის სურვილი და აიპედი, ასევე შეუვალი სილამაზეები – სხვა არტისტების ნამუშევრები, ვინტაჟური წიგნების საოცარი ყდები, თამაშების კონცეპტები, ანიმაციები.

ნათია ზარანდია

ნათია ზარანდია

– რატომ გადაწყვიტე გრაფიკული დიზაინის სწავლა?

როგორც გამოცდილებამ დამანახა – გრაფიკული დიზაინის საფუძვლების ცოდნის გარეშე ძნელია მოერგო თანამედროვე ციფრულ სახელოვნებო სივრცეს და მის მოთხოვნებს. რამდენიმე პროექტზე უარის თქმა მხოლოდ იმიტომ მომიწია, რომ Adobe – ს პროგრამების საბაზისო ცოდნა არ მქონდა.

გარდა ამისა, Poster Art ის მიმართულებაა, რომელიც ძალიან მხიბლავს და ილუსტრაციებთან ერთად, თავისუფალ დროს სიამოვნებით დავუთმობდი.

-რის კეთებას აპირებ კურსის დასრულების შემდეგ?

კვლავაც გავაგრძელო ილუსტრაციების შექმნა, მაგრამ ამჯერად მათი გადიჯითალების ახლადშეძენილი უნარებით.

ნათია ზარანდია

– რა რჩევას მისცემდი დამწყებ გრაფიკოს დიზაინერებს?

უყვარდეთ საქმე, რომელსაც ხელი მოჰკიდეს. მგონი ამ დროს არც რაიმეს დაიზარებ, არც ცნობისმოყვარეობა და შთაგონება შემოგაკლდება და ცოდნაც გაღრმავდება.

ნათია ზარანდია

– რა მნიშვნელოვანი უნარი შეგძინა კურსმა? 

ყველაზე მნიშვნელოვანი უკუკავშირია გამოცდილი ლექტორისგან, დავალებების მრავალფეროვნება და მათი დეტალური განხილვა კი გეხმარება სწორი ხედვა განივითარო, ანალიზს შეეჩვიო.

ნათია ზარანდია