ბლოგის ქავერი

ნიკო მოსიაშვილი - 3D დიზაინის (Blender) კურსდამთავრებული

07.02.2023

3D მოდელირება აერთიანებს შემოქმედებით და ტექნიკურ უნარებს, დღეს ის ფართოდ გამოიყენება არაერთ ინდუსტრიაში, თამაშების, ანიმაციისა თუ რეკლამის შესაქმნელად. თუ გინდა გახდე 3D არტისტი და არ იცი სწავლა საიდან დაიწყო, ნახე ჩვენი კურსი.

ნიკო მოსიაშვილი სწავლისას მიღებულ გამოცდილებასთან ერთად, ფინალური პროექტის ნამუშევრებს გვიზიარებს

-ნიკო მოგვიყევი შენ შესახებ?
ბავშვობიდან ხელოვნების სფეროთი ვარ დაინტერესებული, სამსახიობო კარიერის გარდა, Production – ში ბოლო ორი წელი ვიმუშავე, რამაც ინსპირაცია მომცა 3D ინდუსტრიისკენ.

სიმართლე რომ ვთქვა, ყოველთვის სირთულის გამო ვარიდებდი თავს, მაგრამ ამავდროულად ინტერესი არ გამნელებია, მიმაჩნია რომ 3D – დიზაინი უნივერსალური ხელოვნების თანამედროვე ფორმაა.

 

ნიკო მოსიაშვილი

-რატომ გადაწყვიტე Smart Fish აკადემიაში 3D დიზაინის (Blender) კურსის გავლა?
ინტერნეტ სივრცეში მოცულობითი მასალაა ყველა იმ თემაზე, რამაც შეიძლება დაგაინტერესოს, თუმცა ამ შემთხვევაში თავად უნდა მოიძიო საჭირო ინფორმაცია, გადაამოწმო სანდოობა, ამ ყველაფერში კი დიდი დრო და ენერგია იხარჯება.

ყველაფერთან ერთად, გიწევს საკუთარი თავის მოტივირება, შემართება რომ არ დაკარგო, აქედან გამომდინარე გადავწყვიტე რომ მჭირდებოდა რეალური Guide/ სასწავლო კურსი, Smart Fish აკადემია და 3D დიზაინის (Blender) მასტერკლასი სწორედ ამ დროს აღმოვაჩინე და არ ვნანობ რომ ასე მოხდა.

 

ნიკო მოსიაშვილი

-რა გაძლევს შემოქმედებით ინსპირაციას?
ახალი მეთოდების მოსინჯვა, გამოცდილებას და შემოქმედებით უნარს მიღრმავებს, ინსპირაციად შესაძლოა რეალურ ცხოვრებაში საგნებზე დაკვირვება იქცეს და უკვე გამოცდილი არტისტების ნამუშევრების ნახვა, რაც მნიშვნელოვანია რელევანტურობის შესანარჩუნებლად, რომ შემდეგ შენი ნამუშევარი რეზონირებდეს დღევანდელ სამყაროსთან.

-რა მოგცა გავლილმა კურსმა და ურჩევდი თუ არა სხვას დიზაინის კურსების გავლას?
კურსისგან ის მივიღე, რისი სურვილიც მქონდა, ვისწავლე 3D-მოდელინგი საფუძვლიანად + სამგანზომილებიანი სამყაროს შესახებ სხვადასხვა სახის საჭირო ინფორმაცია და ცოდნა.

-მოგვიყევი ფინალურ პროქტზე, რატომ აარჩიე კონკრეტულად ეს თემა?
ყოველთვის “ენთუზიასტი გეიმერი” ვიყავი, აქედან გამომდინარე, ყველაზე ახლო და ძვირფასი თემა, რასაც შემართებით მოვეკიდებოდი სწორედ Nintendo  იყო, ამიტომ საერთაშორისო ბრენდებიდან, ის ავირჩიე.

მიხარია რომ ფინალურ პროექტზე მუშაობისას ჩამომიყალიბდა დროის სწორად განაწილების უნარი.

 

ნიკო მოსიაშვილი

-რა ტიპის პროექტებზე გსურს სამომავლოდ მუშაობა?
ძალიან მიყვარს ეს სფერო და მასთან ნებისმიერი სახის შეხება დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ამიტომ თითქმის ყველა სახის პროექტზე სიამოვნებით ვიმუშავებდი, განსაკუთრებით თუ ახალ შესაძლებლობებს აღმომაჩენინებდა და განვითარებაში შემიწყობდა ხელს.

-რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარები შეგძინა კურსმა?
ჩემი მოლოდინი რომ 3D დიზაინი (Blender) მესწავლა, სრულად გაამართლა კურსმა, სწავლების პროცესმა გამიუმჯობესა კონცენტრირების და შემოქმედებითი აზროვნების უნარი, როგორც ამბობენ, გონების “მოქნილობა” და ნებისყოფა, რაც ძალიან სჭირდება ამ პროფესიის ადამიანს.