სტუდენტების ნამუშევრების ქავერი (ინტ.დიზაინი)

ნინა ფარულავა - ინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული

10.09.2022

კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გვეწვიე

 – ნინა, მოგვიყევი შენ შესახებ?
Მე ვარ ნინა ფარულავა, 24 წლის, ვიზუალური ხელოვნების არტისტი და მოდის დიზაინერი.

-Რატომ გადაწყვიტე Smart Fish აკადემიაში ინტერიერის დიზაინის კურსის გავლა?
Ჩემი აზრით, როდესაც ადამიანი ხელოვნების სფეროთია დანტერესებული, ძალიან რთულია ერთ კონკრეტულ მიმართულებას მიუძღვნას საკუთარი თავი ისე, რომ სხვა ალტერნატივები არ სცადოს.თათა მარუაშვილის კურსის შესახებ, გადავწყვიტე რომ საუკეთესო შესაძლებლობა მომეცა.

Მისი ნამუშევრების ნახვისას, მივხვდი რომ თათა ინტერიერის დიზაინს როგორც ხელოვნებას ისე უდგება. უკანასკნელმა ფაქტორმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს არჩევანში, რადგან ზუსტად ვიცოდი, რომ ცოდნა რომელსაც კურსის განმავლობაში მივიღებდი არ იქნებოდა შემოფარგული მხოლოდ ტექნიკური საკითხებით.

-საიდან იღებ ინსპირაციას? Რა არის შენი შემოქმედებითი აზროვნების მთავარი წყარო?
ფერწერაში ჩემი ნამუშევრების ინსპირაციის წყარო ძირითადად ის მიმდინარე მოვლენებია, რაც მაწუხებს ხოლმე.

ყოველთვის ვცდილობ გადმოვცე ჩემი გრძნობები. ინტერიერის და მოდის დიზაინის შემთხვევაში ხელოვანს გიწევს გაითვალისწინო დამკვეთის სურვილები და გემოვნება. Შესაბამისად, ჩემთვის ნებისმიერი ნივთი, ხელოვნების მიმართულება ან ფაქტი შეიძლება გახდეს ინსპირაციის წყარო.

-რა მოგცა გავლილმა კურსმა და რატომ ურჩევდი სხვას დიზაინის კურსების გავლას?
Პირველ რიგში, ინტერიერის დიზაინის კურსმა მომცა თეორიული განათლება და პრაქტიკული გამოცდილება ამ სფეროში. გავეცანი წამყვანი ინტერიერის დიზაინერების ნამუშევრებს, შევისწავლე ბევრი სხვადასხვა სტილი და როგორ შეიძლება მათი გამოყენება.თავიდან წარმოუდგენლად მიმაჩნდა პროგრამების სწავლა 3 თვეში, ისეთი როგორიცაა არქიკადი და 3D მაქსი.

კურსის სილაბუსიც გამორჩეულად დალაგებული და მოწესრიგებული იყო, ზედმიწევნით ჩაშლილი მნიშვნელოვანი საკითხებით. Სხვას დიზაინის კურსის გავლას ვურჩევ იმიტომ, რომ სფეროს წამყვანი პროფესიონალისგან შეუძლიათ მიიღონ ცოდნა, პირველ რიგში. ლექციებზე დასწრებამ და ლექტორის მიერ ნებისმიერ კითხვაზე მყისიერმა პასუხებმა გამიმარტივა სწავლის პროცესი.

-მოგვიყევი ფინალურ პროექტზე, რატო აარჩიე კონკრეტულად ეს მიმართულება?
ფინალურ პროექტზე გვქონდა მოსაფიქრებელი საცხოვრებელი ბინის ინტერიერის დიზაინი წყვილისათვის. დავალება საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა, რადგან რეალობასთან მიახლოვებული მოთხოვნები იყო გასათვალისწინებელი – ფერები, საცხოვრებლის ფართი, წყვილის პროფესიები, ინტერესები და სხვა.

-Რა ტიპის პროექტებზე გსურს სამომავლოდ მუშაობა?
Ჩემთვის, საცხოვრებელი ბინების მოწყობაზე უფრო საინტერესო, აღმოჩნდა მაღაზიების, სალონების, გადაღებების სეტების, თეატრის სცენების და სხვა არასტანდარტული გარემოების მოწყობა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ინტერიერის დიზაინში ამ კუთხით ვიმუშავებ.

-რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარი შეგძინა კურსმა?
კურსი იდეალურად იყო ორგანიზებული. Სილაბუსი თანმიმდევრული, პრაქტიკული სამუშაოები ინტერაქციული, ხოლო ლექტორი ყურადღებიანი და თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი.