ნიტა ხაჩიძე - გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული

ნიტა ხაჩიძე - გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული

13.07.2022
კურსის გასაცნობად დეტალურ ინფორმაცია შეგიძლია ნახო ამ ბმულზე. – მოგვიყევი შენ შესახებ Მე ვარ ნიტა, 25 წლის. უკვე 2 წელია ერთ-ერთ პროფესიულ სასწავლებელში საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად ვმუშაობ და პარალელურად ვცდილობ საკუთარ ქალაქში, ქუთაისში, შემოქმედებითად ვიხმაურო ჩემს მეგობრებთან ერთად.  

ნიტა ხაჩიძე

– Რატომ გადაწყვიტე Smart Fish აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსის გავლა? Შექმნის სურვილი სულ მქონდა, საკუთარი იდეების განსხეულების, Მეგონა ამას მხოლოდ ხატვით შევძლებდი, რომლის ნიჭიც არ აღმომაჩნდა (სამწუხაროდ გვიან გავიაზრე რომ ეს შესწავლადი უნარი ყოფილა) და გრაფიკული დიზაინი ჩემთვის გზა იყო სურვილების რეალიზების. Smart Fish-ზე არჩევანი კურსდამთავრებულების გემოვნებიანმა და დამაინტრიგებლად საინტერესო ნამუშევრებმა შემაჩერებინა, და მიხარია რომ ამ კურსდამთავრებულების ნაწილი უკვე მეც ვარ.

ნიტა ხაჩიძე

– საიდან იღებ ინსპირაციას? Შინაგანი პროტესტი, ყოველდღიურობა, ეგზისტენციალიზმი და კიდევ ბევრი რამ რაზეც საუბარი მხოლოდ ჩვენთავებთან გვიყვარს. Სხვა არტისტების ნამუშევრების ჩიჩქვნაც ძალიან ასწორებს.   

ნიტა ხაჩიძე

ნიტა ხაჩიძე

– Რა რჩევას მისცემდი დამწყებ გრაფიკოს დიზაინერებს? არ შეეშინდეთ საკუთარი დამოკიდებულებების გამოხატვის და ინსპირაცია ეძებონ ყველგან, განსაკუთრებით საკუთარ თავში. 

– რა მოგცა გავლილმა კურსებმა და რატომ ურჩევდი სხვას დიზაინის კურსების გავლას? Ნამუშევრის სწორი ანალიზი, ადეკვატური კრიტიკის აღქმა და კარგი რისერჩის კეთება,  რაც ამ პროფესიის ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. 

ნიტა ხაჩიძე

– Რის კეთებას აპირებ სამომავლოდ? გულწრფელი თუ ვიქნები არ ვიცი, თავდაპირველად ამ საქმეს მხოლოდ ჰობად აღვიქვამდი, ნელ-ნელა ვიწყებ გააზრებას რომ შემიძლია საკუთარი ადგილიც ვეძებო პროფესიაში და იმედია მალე ვიპოვი. ისე, სურვილი მექნებოდა სპექტაკლებისთვის პოსტერების კეთების. 

ნიტა ხაჩიძე

– რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარი შეგძინა კურსმა? Ჩემთვის მნიშვნელოვანია კომფორტის ზონას გავცდე და სწავლის პროცესში სხვადასხვა სტილში მოვსინჯო ძალები, ამ კურსის დავალებები კი ამის ძალიან კარგ შესაძლებლობას იძლევა და შენც მარტივად იწყებ განვითარებას. გარდა ამისა, უკუკავშირი, რომელიც ყველა დავალების შესრულების შემდეგ გაქვს საკუთარი თავით კმაყოფილების საშუალებასაც გაძლევს და ამოცანასაც, რომლის დახვეწისთვის მუშაობას იწყებ და რაც მთავარია, გარემო, მიმღებელი ყველა ტიპის ხელოვანისთვის.

ნიტა ხაჩიძე