ბლოგის ქავერი

ქრისტი საყვარელიძე - გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული

16.02.2023

იცი თუ არა, რას აკეთებს გრაფიკოს დიზაინერი?! მას შეუძლია ვიზუალიზაციით ინფორმაცია გახადოს ხელმისაწვდომი და მარტივად გასაგები.

თუ გიყვარს შემოქმედებითი პროცესები და გინდა გახდე ვიზუალური არტისტი, გაიგე მეტი გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ.

ამ სტატიაში კურსდამთავრებული, ქრისტი საყვარელიძე გვიყვება, რა გზა გაიარა იურისტობიდან გრაფიკოს დიზაინერობამდე და გვიზიარებს საკუთარ ნამუშევრებს

– ქრისტი მოგვიყევი შენ შესახებ?
მე ვარ ქრისტი საყვარელიძე 27 წლის, Პროფესიით იურისტი, საქართველოში რამდენიმე თვის წინ დავბრუნდი და გადავწვიტე, შემესწავლა რაღაც ახალი, რაც ხელს შემიწყობდა დასაქმებასა და განვითარებაში.

 

ქრისტი საყვარელიძე

– რატომ გადაწყვიტე Smart Fish აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსის გავლა?
ახალი პროფესიის ძებნაში, დავესწარი რამდენიმე მასტერკლასს, ერთ-ერთი იყო Smart Fish აკადემიის გრაფიკული დიზაინის უფასო მასტერკლასი, რის მერეც გადავწყვიტე ამ კურსის გავლა.

– რა გაძლევს შემოქმედებით ინსპირაციას?
შესაძლოა ინსპირაციად იქცეს ადამიანები, ან სულაც მარტო ყოფნა, ხელოვნების ნიმუშები, ბუნება და ა.შ

 

ქრისტი საყვარელიძე

– რა ტიპის პროექტებზე გსურს სამომავლოდ მუშაობა?
ვინაიდან ამ სფეროში ჯერ კიდევ არ მაქვს დიდი გამოცდილება, ვფიქრობ, საუკეთესო გზა, განვითარებისთვის, მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობაა და არა კონკრეტულად ერთი მიმართულებით.

 

ქრისტი საყვარელიძე ქრისტი საყვარელიძე

– რა მოგცა გავლილმა კურსმა და ურჩევდი თუ არა სხვას დიზაინის კურსების გავლას?
აუცილებლად ვურჩევდი კურსის გავლას, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს სფერო აინტერესებს. სწავლების პროცესმა ხელი შემიწყო, უკეთ გავთვითცნობიერებულიყავი ამ სფეროში, გადამედგა საბაზისო ნაბიჯი და მომცა მნიშვნელოვანი და ხარისხიანი ცოდნა.

 

ქრისტი საყვარელიძე ქრისტი საყვარელიძე

 

-ფინალურ პროექტსა და მასზე მუშაობის შესახებ მოგვიყევი
Grlzwave-ისა და Smart Fish – აკადემიის ერთობლივი ბრიფი, ეხებოდა სილამაზის სტანდარტებს. კამპანიის ფარგლებში სტუდენტებს უნდა შეგვექმნა სტანდარტების წინააღმდეგ ნამუშევრები.

ჩემთვის, თემის აქტუალობა გახდა ფინალური პროექტის “რთული” მხარე, მინდოდა შემექმნა ისეთი ნამუშევრები, რაც თემის სიმძიმეს კიდევ უფრო ხაზს გაუსვამდა და მთავარ სათქმელს, სილამაზის სტანდარტებთან დაკავშირებით, სწორად მიიტანდა აუდიტორიამდე.

 

– რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარები შეგძინა კურსმა?
კურსის ძლიერ მხარედ ვთვლი პირველ რიგში მის ფორმატს, რადგან ეს იყო ცოცხალი და შემოქმედებითი პროცესი.
აუცილებლად აღვნიშნავ ლექტორის,  უშუალობას და მეგობრულ დამოკიდებულებას, რის გამოც, მისი ძალიან მადლობელი ვარ, თითოეულ ლექციაზე ცდილობდა მაქსიმალურად ცოდნის გაზიარებას, რომ კარგად გაგვეგო მასალა და არასალექციო დროსაც მუდამ მზად იყო დასახმარებლად.

ამ კურსის ფარგლებში, საკუთარ თავზე მუშაობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო, რამაც სწავლაში კიდევ უფრო შემიწყო ხელი.