ბლოგის ქავერი

საბა ღოღელიანი - გრაფიკული დიზაინის კურსზე

19.05.2023

თუ ფიქრობ გრაფიკული დიზაინის შესწავლას და არ იცი საიდან დაიწყო, თვალი შეავლე კურსს

– საბა, მოგვიყევი შენ შესახებ?
ვარ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი, დამწყები გრაფიკოს დიზაინერი.

– Რატომ გადაწყვიტე Smart Fish აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსის გავლა?
Მეგობრისგან მივიღე რეკომენდაცია Smart Fish აკადემიაზე, გავეცანი კურსს და ამის შემდეგ ჩავირიცხე აკადემიაში.

 

საბა ღოღელიანი

საბა ღოღელიანი

– Რა არის შენი შემოქმედებითი აზროვნების მთავარი წყარო?
გარემო, ემოციები, ფიქრები, ის რაც მომწონს ან არ მომწონს.

– რა მოგცა გავლილმა კურსებმა და რატომ ურჩევდი სხვას დიზაინის კურსების გავლას?
Მივიღე როგორც ტექნიკური, ასევე თეორიული გამოცდილება, თითოეული ლექცია განვითარების კარგი შესაძლებლობაა, რასაც დამოუკიდებელი სწავლით დიდი დრო დასჭირდებოდა.

 

საბა ღოღელიანი

საბა ღოღელიანი

საბა ღოღელიანი

– მოგვიყევი ფინალურ პროექტზე, რატო აარჩიე კონკრეტულად ეს თემა?
Მინდოდა მუსიკალური ბენდის , ‘’Pink Floyd’’ – ის რამდენიმე ალბომზე გამეკეთებინა პოსტერი, ილუსტრაციების ინსპირაცია თვითონ ალბომის სახელი და ცალკეული სიმღერების შინაარში იყო.

– რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარი შეგძინა კურსმა?
თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია ლექტორის ჩართულობა შემოქმედებით პროცესში და ის მოტივაცია, რომელსაც კურსის ლექტორი მარიამი გვაძლევდა.