ბლოგის ქავერი

სალომე კახაბერი - გრაფიკული დიზაინისა და ინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული

02.09.2022

– მოგვიყევი შენ შესახებ?  

Მე ვარ სალომე კახაბერი. ახლახანს დავამთავრე არქიტექტურის ფაკულტეტი. უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა დამეხმარა უკეთ გამეგო ჩემი ინტერესები და მიზნები. Ძალიან მიყვარს ხელოვნება და შემოქმედებითი საქმიანობა 

– Რატომ გადაწყვიტე Smart Fish აკადემიაში სწავლა, რა კურსები გაიარე? 

ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი ხელოვნებით. ხატვა კი ჩემი მუდმივი საქმიანობა და ჰობია, შესაბამისად გადავწყვიტე, რომ დიზაინის სხვადასხვა მიმართულების შესწავლა თანამედროვე სამყაროში ბევრ ახალ შესაძლებლობას გამიჩენდა, Smart Fish აკადემიაში გავიარე გრაფიკული დიზაინისა და ინტერიერის დიზაინის კურსები 

სალომე კახაბერი

– Რა არის შენი შემოქმედებითი აზროვნების მთავარი წყარო?

გამოფენებზე სიარული, ინტერნეტ სივრცეში სხვადასხვა არტისტისა და დიზაინერის ნამუშევრის თვალიერება, ასევე, ჩემი ყოველდღიური ცხოვრება და მასში ახალახალი თითქოს უმნიშვნელო დეტალის აღმოჩენა, ყოველთვის მეხმარება საკუთარი შემოქმედების განვითარებაში 

– რა მოგცა გავლილმა კურსებმა და რატომ ურჩევდი სხვას დიზაინის სწავლას? 

გავლილმა კურსებმა პირველ რიგში ტექნიკური განათლება მომცა, რაც შესაძლებელს ხდის ჩემი წარმოსახვა რეალურ იმიჯებად ვაქციო, გარდა ამისა მასწავლა ის თუ როგორ გადავჭრა დიზაინის პრობლემები, როგორ დავალაგო სამუშაო პროცესი.  

სალომე კახაბერი სალომე კახაბერი

– მოგვიყევი გრაფიკული დიზაინის ფინალურ პროექტზე, რატო აირჩიე კონკრეტულად ეს თემა? 

ფენტეზი და sci fi სამყარო ბავშვობიდან ჩემი საყვარელი ჟანრია და ვფიქრობ nft ფორმატასაც მოუხდებოდა, ამიტომ შევქმენი ფუტურისტული ელფების პორტრეტების სერია, ვფიქრობ საინტერესო გამოვიდა.  

სალომე კახაბერი

– მოგვიყევი ინტერიერის დიზაინის ფინალურ პროექტზე, რატო აირჩიე კონკრეტულად ეს თემა? 

პირველ როგში გავითვალისწინე მოცემულობა ანუ ბრიფი, რომელშიც აღწერილი იყო დამკვეთის სურვილები. ბოჰო და მინიმალისტური სტილების შერწყმის და სივრცის მაქსიმალურად ათვისებით ვეცადე ინტერიერი პრაქტიკული ყოფილიყო და მაცხოვრებლების სტილს მორგებოდა.  

სალომე კახაბერი

– Რა ტიპის პროექტებზე გსურს სამომავლოდ მუშაობა? 

სამომავლოდ მინდა ვიმუშავო ისეთ დიზაინ პროექტებზე, რომლებიც მოიცავს ილუსტრაციებს და შემოქმედებით საქმიანობას. ვფიქრობ ჩემი მომავალი ხელოვნებას და დიზაინს უკავშირდება. – Სად მუშაობ ახლა, რა გამოწვევების წინაშე ხარ? ახლა ვმუშაობ სარეკლამო სააგენტო Creative Culture-ში. გრაფიკული დიზაინის კურსზე შესწავლილი საკითხები დამეხმარა მარტივად გამეცნო სამუშაო პროცესი. პრაქტიკაში წავაწყდი ახალ გამოწვევებსაც, როგორებიცაა დამკვეთთან ურთიერთობა და მათი მოთხოვნილებების დეტალურად შესწავლა.  

სალომე კახაბერი

– რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარი შეგძინა კურსმა? 

კურსის ძლოერი მხარე არის სილაბუსი და რა თქმა უნდა ლექტორი. სასწავლო პროცესი მაქსიმალურად ორგანიზებულადაა, ყველაფერი ეტაპობრივად, ლოგიკური თანმიმდევრობით არის ახსნილი, რაც სტუდენტებს უმარტივებს სასწავლო მასალის ათვისებას.