ბლოგის ქავერი

სალომე კვარაცხელია - გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული

27.11.2022

კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გვეწვიე

 -სალომე მოგვიყევი შენ შესახებ?
ბავშვობიდან დაინტერესებული ვარ ხელოვნებით, თვითნასწავლი მხატვარი ვარ, ვმუშაობ ტილოზე, ასევე, მომავალში ვაპირებ ინტერიერის დიზაინში განვითარებას.

-რატომ გადაწყვიტე Smart Fish აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსის გავლა?
რილსზე შემხვდა თქვენი სტუდენტის ნამუშევარი და აღვფრთოვანდი თუ რამდენად კარგად და დახვეწილად შეძლო მან ასე მოკლე დროში შეექმნა მსგავსი პოსტერები და ვიფიქრე რატომაც არა, მეც ვცდი.. ვცადე და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა

 

სალომე კვარაცხელია გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული სალომე კვარაცხელია გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული

-რა არის შემოქმედებითი აზროვნების მთავარი წყარო?
ეს საკითხი ინდივიდუალურად მიმაჩნია, თითოეული ჩვენგანის ხედვა და შინაგანი სამყარო განსხვავებლია, ჩემთვის მთავარი შრომა და თვითგანვითარებაა, ასევე სიყვარული იმის, რასაც ქმნი, ინსპირაციები კი მუდამ ცვალებადია.

 

სალომე კვარაცხელია

-რა მოგცა გავლილმა კურსმა და რატომ ურჩევდი სხვას დიზაინის კურსების გავლას?
კურსმა ახალი შესაძლებლობები და ჩემი ხედვის ციფრულ სამყაროში გადმოცემის საშუალება მომცა. ძალიან დიდი მადლობა მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო კურსის ლექტორს საინტერესო ლექციებისთვის.

უკვე ბევრს ვურჩიე ეს კურსი, ვინც დაინტერესებულია Ps და Ai ინდუსტრიაში პირველი ნაბიჯებით, Smart Fish აკადემია მათ იმაზე მეტს დაანახებს ვიდრე წარმოუდგენიათ.

 

სალომე კვარაცხელია გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული სალომე კვარაცხელია გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული

-მოგვიყევი ფინალურ პროქტზე, რატომ აარჩიე კონკრეტულად ეს თემა
ფინალური პროექტის იყო იმ ცოდნის გადმოცემის საშუალება, რაც ამ 2 თვეში მივიღე, ძალიან სასიამოვნო იყო მუშაობის პროცესი, დაწყებული მასალების მოძიებით, დამთავრებული პროგრამებში განვლილი თითოეული ეტაპებით.

-რა ტიპის პროექტებზე გსურს სამომავლოდ მუშაობა?
ცხოვრების სტილიდან გამომდინარე მსურს ვიმუშავო ელექტრონული მუსიკის ქოვერებზე, რამდენიმე უკვე დავამზადე და ძალიან მიხარია.

 

სალომე კვარაცხელია

-რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარები შეგძინა კურსმა?
კურსის ძლიერ მხარედ პირველ რიგში მისი ძლიერი ლექტორი წარმოადგენს, სილაბუსი, რომელიც ძალიან საინტერესოდ აგებულია. თუ ადრე რომელიმე პოსტერი მომეწონებოდა მისი შექმნა რთული მეგონა, დღეს უკვე ვიცი, რომ მეც მარტივად შემიძლია ავაწყო შედარებით რთული ვიზუალებიც.

ძალიან მიყვარს ფერებთან მუშაობა და ექსპერიმენტები, დიჯითალში წარმოუდგენლად მიმაჩნდა საკუთარი შთაგონების გადმოცემა, თუმცა დავინახე, რომ აქაც შემიძლია საინტერესოდ გამოვხატო ჩემი ხასიათი და უნარები.