ბლოგის ქავერი

სალომე მამულაშვილი - ქოფირაითინგის კურსდამთავრებული

06.02.2023

იცი თუ არა, რა მნიშვნელობის არის ქოფირაითინგი ბრენდისთვის?! შესაძლოა იცოდე, მაგრამ რადგან აქ ხარ, ალბათ ჩვენი აზრიც გაინტერესებს.

მეტაფორულად რომ ვთქვათ, ქოფირაითერი აგებს ხიდს, ბრენდსა და მომხმარებლებს შორის, ამ საკმაოდ საპასუხისმგებლო და საინტერესო კურსს, ჩვენთან ლექტორი, მარიამ ბეროძე უძღვება.
თუ წერა გიყვარს და კურსის შესახებ მეტის გაგება გინდა, ბმულზე უნდა გვეწვიო.

ამ სტატიაში ქოფირაითინგის კურსდამთავრებული, სალომე მამულაშვილი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს

-სალომე მოგვიყევი შენ შესახებ?
მე ვარ სალომე მამულაშვილი, 23 წლის, დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
გამომდინარე იქიდან, რომ წერა ძალიან მიყვარს, მინდოდა შემესწავლა ქოფირაითინგი.

-რატომ გადაწყვიტე Smart Fish – აკადემიაში ქოფირაითინგის კურსის გავლა?
ჩემთვის წერა ძალიან სასიამოვნო და საინტერესო პროცესია, წერითი უნარების დახვეწას კიდევ უფრო შეუწყო ხელი გავლილმა კურსმა, ამიტომ ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე, როცა მასტერკლასის ნახვის შემდეგ, Smart Fish – აკადემიაში გადავწყვიტე სწავლის დაწყება.

-მოგვიყევი ფინალურ პროექტზე, რომელი ბრენდი აირჩიე და რატომ?
ფინალური პროექტისთვის, ქართული ბრენდებიდან ცქრიალა ღვინო – “ჟუჟუნა” ავირჩიე, ძალიან მომწონს მათი საკომუნიკაციო სტრატეგია, რაც ერთის მხრივ ჩემთვის გამოწვევა იყო, თუ როგორ გავართმევდი თავს,  რაც შეეხება საერთაშორისო ბრენდს,  არჩევანი McDonald’s -ზე შევაჩერე.

-რის კეთებას აპირებ სამომავლო?
ვფიქრობ, რაც შეიძლება მეტი პრაქტიკული გამოცდილება მივიღო, ყოველდღიურად ვცდილობ განვვითარდე და სხვადასხვა ბრენდის კომუნიკაცია აუდიტორიასთან შეუფერხებელი და სრულყოფილი გავხადო.

-რა რჩევას მისცემდი ქოფირაითინგით დაინტერესებულ ადამიანებს?
სწავლის დაწყება არასდროსაა გვიან, თუ თქვენ ქოფირაითინგით ხართ დაინტერესებული და გიყვართ წერა, აუცილებლად გაიარეთ ეს კურსი, სადაც გარდა ცოდნისა, მიიღებთ სიამოვნებას ამ პროცესით.

-რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარი შეგძინა კურსმა?
უნდა აღვნიშნო, რომ ამ სფეროს შესახებ დეტალური ინფორმაცია არ მქონდა, ყველაფრის თავიდან შესწავლა ჩვენს ძალიან ყურადღებიან და პროფესიონალ ლექტორთან ერთად დავიწყე, რომელმაც გაგვიზიარა უამრავი დეტალი,  ბრენდსა და მომხმარებელს შორის სრულყოფილი კომუნიკაციის დასამყარებლად.