ბლოგის ქავერი

თამარ დარჩია - ქოფირაითინგის კურსდამთავრებული

27.03.2023

ქოფირაითინგი წერის მოყვარულ ადამიანებს აერთიანებს, თუმცა, შესაძლოა ბევრმა არ იცოდეს მის შესახებ, მათ შორისაა თამარ დარჩია, რომელმაც ახლახანს აღმოაჩინა ეს სფერო და მისი პირველი ნაბიჯი, სწავლის დასაწყებად, წარმატებული აღმოჩნდა – Smart Fish აკადემიის კონკურსში გამარჯვების შემდეგ, სწავლა დაფინანსებით დაიწყო.

თამარი გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას და შემოქმედებით პროცესს.

თუ წერა გიყვარს და არ იცი საიდან დაიწყო, თვალი შეავლე ქოფირაითინგის კურსს

– თამარ მოგვიყევი შენ შესახებ?
მე ვარ თამარ დარჩია, 19 წლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი და აწ უკვე ქოფირაითერი, წერა ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ამ პროფესიის შესახებ აქამდე არ ვიცოდი.

ყველა ჩემი კარიერული გადაწყვეტილების მიზეზი თუ მიზანი მუდამ იყო წერა, რადგან ვფიქრობ, რომ ეს სწორედ ისაა, რისი კეთებაც ყველაზე მეტად მიყვარს.

– რამ განაპირობა Smart Fish – აკადემიის არჩევა ქოფირაითინგის შესასწავლად?
როდესაც ეს სფერო აღმოვაჩინე, დავიწყე ინფორმაციის მოძიება, ასე ვიპოვე მარიამ ბეროძის მასტერკლასი Youtube-ზე და შევიტყვე, რომ მალე კიდევ ერთი მასტერკლასი იგეგმებოდა, სადაც შევძლებდი ონლაინ დასწრებას, რა თქმა უნდა ეს შანსი გამოვიყენე და დავრეგისტრირდი მასტერკლასზე.

კურსის გავლის გადაწყვეტილება როცა მივიღე, სწორედ ამ დრო, Smart Fish – აკადემიამ გამოაცხადა კონკურსი, გავაგზავნე თემატური პროექტი და მოვიპოვე სწავლის დაფინანსებაც, რამაც კიდევ ერთხელ მიმახვედრა, რომ სწორ გზაზე ვიდექი.

– წერის დაწყებამდე გაქვს თუ არა განსაკუთრებული რიტუალი, რომელსაც გაგვიზიარებდი?
ხანდახან როცა წერა მსურს, მოტივაციისთვის ყველა პირობას ვიქმნი (განმარტოება ან პირიქით, ხალხმრავალი ადგილების სტუმრობა, მუსიკა, საყვარელი პოეტის ლექსების მეასედ გადაკითხვა და სხვა) თუმცა, ისეც ხდება რომ კონკრეტული ფიქრები სიტყვებად იქცევიან, ქაოსურად ტრიალებენ თავში და გონებას მანამდე აწვალებენ, სანამ თავქუდმოგლეჯილი არ შევვარდები ოთახში, კალამს არ ავიღებ და მათ ფურცელზე არ გადავიტან.

– საიდან იღებ შემოქმედებით ინსპირაციას?
დაკვირვებით, ყველაზე და ყველაფერზე, ესაა საუკეთესო გზა ჩემთვის.

– მოგვიყევი ფინალურ პროექტზე, რომელი ბრენდი აირჩიე და რატომ?
ავირჩიე 2016 წელს ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილი სტარტაპი “კნიკი” რომელიც ინოვაციური ბეჭედია უამრავი მახასიათებლით, შემთხვევით გადავაწყდი და გამაოცა ფაქტმა, რომ აქამდე მასზე არაფერი ვიცოდი, სწორედ ამან გადამაწყვეტინა ამერჩია იგი.

მეორე კომპანია Dunkin’– ავარჩიე, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დონატები ძალიან მიყვარს, ხოლო მათი მომხმარებელთან კომუნიკაცია ყოველთვის მომწონდა, მუშაობის დროს ვეცადე გამომეყენებინა ბრენდის Tone of voice – და შემენარჩუნებინა მისი ხასიათი.

– რის კეთებას აპირებ სამომავლოდ?
მსურს, ამ სფეროში კიდევ მეტი განვითარება, რადგან ყველაზე უკეთ ერგება ჩემს ინტერესებს, ასევე ფსიქოლოგია, რომელიც პროფესიად ავირჩიე, ხელს შემიწყობს და დამეხმარება ვიყო ქოფირაითერი.

– რა რჩევას მისცემდი ქოფირაითინგით დაინტერესებულ ადამიანებს?
ქოფირაითინგი არის საოცრად საინტერესო სფერო, რომლის სიღრმეებში ჩასვლისას აღმოაჩენთ ახალ უნარებს საკუთარ თავში. რჩევას, რომელსაც ქოფირაითინგით დაინტერესებულ ადამიანებს მივცემდი, არის ის რომ არასდროს შეიზღუდონ თავი შემოქმედებით პროცესში და საკუთარ წარმოსახვას მისცენ რეალიზების საშუალება.

– რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარი შეგძინა კურსმა?!
კურსის განმავლობაში გავეცანი სხვადასხვა ტიპის კომპანიას, მათ კომუნიკაციას მომხმარებელთან.
ამასთანავე, პრაქტიკული მუშაობის დროს, თავად შევქმენი არაერთი პოსტი, ტექსტები ვებგვერდისთვის, სცენარი რეკლამისთვის და სხვა.

ეს იყო ძალიან სასიამოვნო გამოცდილება, რომელმაც შემძინა თავდაჯერებულობა იმისთვის, რომ უყოყმანოდ ვუწოდო თავს პროფესიონალი მწერალი, რომელიც წერს მარკეტინგული მიზნებისთვის.