მასტერკლასი გრაფიკულ დიზაინში
მასტერკლასი გრაფიკულ დიზაინში
კურსის გასაცნობად დეტალურ ინფორმაცია შეგიძლია ნახო ამ ბმულზე.
- მოგვიყევი შენ შესახებ?
მე ვარ თამარ მაკარიძე, 35 წლის, ვმუშაობ კომპანია AVON-ში, მყავს 1.3 თვის შვილი, მეორე შვილი ჯერ მუცელშია, ცოტა ხანში ისიც გახდება ჩვენნაირი დედამიწელი. ჩემი ჰობი ყოველთვის იყო ხატვა და ახლა უკვე გრაფიკული დიზაინი.
- Რა არის შენი ინსპირაციის მთავარი წყარო?
ჩემი ინსპირაცია არის თავად ის მდგომარეობა, რაც მეუფლება გრაფიკული დიზაინის პროგრამებში მუშაობისას. შეიძლება წინასწარ არ იცოდე ზუსტად რა გამოვა და ამ დროს თავად ხარ მონაწილე იმ ქმნილების, რაც ბოლოს გამოდის.
- Რა რჩევას მისცემდი დამწყებ გრაფიკოს დიზაინერებს?
ბევრი იექსპერიმენტეთ და ისიამოვნეთ პროცესით.
- რა მოგცა გავლილმა კურსებმა და რატომ ურჩევდი სხვას დიზაინის კურსების გავლას?
ახლაც გული მწყდება რომ დასრულდა, პროგრამა დიდია და ამოუწურავი შესაძლებლობებით, ლექტორ ანას თავად ისე უყვარს ეს სფერო რომ არ არსებობს ეს მუხტი არ იგრძნო და არ შეგაყვაროს ყველა მანიპულაცია და ხელსაწყო. ძალიან ისიამოვნებთ კურსის გავლით ამაში თავად უნდა დარწმუნდეთ.
- რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარი შეგძინა კურსმა?
თავდაჯერებულობა, რომ ყველა ჩანაფიქრი რა იდეაც გამიჩდება ჩემთვის წარმოუდგენელი აღარ არის. ადრე ვფიქრობდი, (როცა ვუყურებდი სხვის ნამუშევრებს) ამას მე ვერასდროს ვერ შევძლებ-მეთქი, ამ დროს წარმოუდგენლად ადვილად შეძლებთ, მართლა ყველა ფანტაზიის გადმოტანას შეძლებთ ამ კურსის გავლის შემდეგ, ამაში თავად დარწმუნდებით.