ბლოგის ქავერი

თამუნა ძოწენიძე - ქოფირაითინგის კურსდამთავრებული

27.03.2023

თეატრმცოდნე და დრამატურგიის ხელოვნების მაგისტრი, თამუნა ძოწენიძე, ქოფირაითინგის კურსზე მიღებულ გამოცდილებას გვიზიარებს, მან აკადემიის კონკურსის თანადაფინანსება მოიპოვა და ასე დაიწყო სფეროს შეცნობა ჩვენთან ერთად.

თუ წერა გიყვარს, აქციე საყვარელ საქმიანობად, აქ კი შეგიძლია თვალი შეავლო ქოფირაითინგის კურსს

– თამუნა მოგვიყევი შენ შესახებ?
დავამთავრე თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ვარ თეატრმცოდნეობის ბაკალავრი და დრამატურგიის ხელოვნების მაგისტრი.
წლების განმავლობაში ვმუშაობდი სხვადასხვა სახელოვნებო (კინო, თეატრი) და სოციალური ტიპის პროექტებზე.

ბოლო ოთხი წელიწადი დიპლომატიური მისიით, მეუღლესთან ერთად, ვიმყოფებოდი საზღვარგარეთ.
უცხო ქვეყანაში ყოფნას დაემთხვა პანდემიაც და პრაქტიკულად მოწყვეტილი ვიყავი ძველ გარემოს, ოჯახს, მეგობრებს, ჩემს სოციუმს.

პანდემიამ ახალი რეალობის წინაშე დაგვაყენა, ძალიან მოთხოვნადი გახდა ისეთი პროფესიები, რომელთა შესახებ წლების წინ ბევრი არაფერი ვიცოდით.
სწორედ მაშინ მივხვდი, რომ დრო იყო შემესწავლა რაღაც ახალი, რაც ჩემს პროფესიასთანაც ახლოს იქნებოდა, არ გამიჭირდებოდა თვითრეალიზაცია და არჩევანი ქოფირაითინგზე შევაჩერე.

– რამ განაპირობა Smart Fish – აკადემიის არჩევა, ქოფირაითინგის შესასწავლად?
როდესაც დავინტერესდი და გადავწყვიტე შემესწავლა ქოფირაითინგი, დავიწყე ძიება, საიდან შეიძლებოდა მიმეღო იმ ხარისხის თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, რომლითაც სამომავლოდ შევძლებდი ამ პროფესიის ნაწილი გავმხდარიყავი.

სწავლა ისეთი რამ არის, მითუმეტეს ზრდასრულ ასაკში, რომ მეტად გააზრებულად და მეტი პასუხისმგებლობით ეკიდები ყველა გადაწყვეტილებას. მოვისმინე და წავიკითხე სხვადასხვა აკადემიებისა და ცენტრების შეთავაზებები, თუმცა გადაწყვეტილება, მესწავლა smart fish აკადემიაში დამეწყო, მიმაღებინა მარიამ ბეროძის მასტერკლასმა, საიდანაც მივიღე ზღვა ინფორმაცია ქოფირაითინგის შესახებ.

გარდა ამისა, გავიმარჯვე აკადემიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რამაც მოტივაცია და თავდაჯერება შემმატა.
აღმოჩნდა, რომ სწორ დროს სწორ ადგილას მოვხვდი. კურსის დასასრულს, სტუდენტებმა ერთხმად აღვნიშნეთ, რომ სწავლის პროცესმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ტექნიკურადაც და შინაარსობრივადაც ყველაფერი იყო გამართული და მორგებული სტუდენტების ინტერესებზე.

– წერის დაწყებამდე, გაქვს თუ არა განსაკუთრებული რიტუალი, რომელსაც გაგვიზიარებდი?
რეალურად მთელი შემოქმედებითი, ფუნდამენტური პროცესი წერის დაწყებამდე გონებაში მიმდინარეობს. როდესაც ვგრძნობ, რომ კონკრეტული თემა უკვე მომწიფდა ჩემში, ვხვდები, რომ მზად ვარ დავჯდე და დავწერო. მუშაობის პროცესში კი ფინჯანი ყავა საუკეთესო მასტიმულირებელი საშუალებაა.

– საიდან იღებ შემოქმედებით ინსპირაციას?
ქოფირაითინგი, მიუხედავად იმისა, კონკრეტულად რომელი მიმართულებით მუშაობ ან რა თემაზე, შემოქმედებითი პროცესია. ამ დროს კი მნიშვნელოვანია, ეძიო ინსპირაცია.

ვცდილობ, ბრენდის ტყავში შევძვრე, მოვერგო მას, ან მოვირგო, მისი თვალებით დავინახო და მისი ნაწილი გავხდე. ეს მუდმივი გარდაქმნისა და განახლების პროცესია. ყველა ახალ თემაზე მუშაობისას, სხვა ადამიანად გრძნობ თავს.

– მოგვიყევი ფინალურ პროექტზე, რომელი ბრენდი აირჩიე და რატომ?
ფინალური პროექტისთვის უნდა შეგვერჩია ერთი ქართული და ერთი საერთაშორისო ბრენდი, ამავდროულად უნდა შეგვენარჩუნებინა ამ ბრენდების იდენტობა, TOV (ბრენდის უნიკალური ხმა) ან მისი არ არსებობის შემთხვევაში, ჩვენი შეგვექმნა.

ქართულ ბრენდად ავირჩიე „ლაღიძის წყლები“. დიდი ისტორიის მქონდე ბრენდია, ამიტომ სამუშაო პროცესი იყო ძალიან საინტერესო. მუშაობის პროცესში ვეცადე არ დამეკარგა ისტორიული მხარე და ამავდროულად საინტერესოდ წარმომეჩინა ახალი თაობისთვის.

საერთაშორისო ბრენდად კი ავირჩიე ბავშვთა კვების ხაზი „Semper”-ი. ახალბედა დედა ვარ და ჩემთვის მნიშვნელოვანია ბავშვს შევთავაზო ჯანსაღი და ხარისხიანი საკვები. ამ პრიორიტეტების გათვალისწინებით, ბრენდზე მუშაობა მარტივი და ამასთანავე სასიამოვნო პროცესი აღმოჩნდა.

– რის კეთებას აპირებ სამომავლოდ?
გარდა იმისა, რომ აუცილებლად ჩავერთვები smart fish აკადემიის სტაჟირების პროგრამაში, სწავლის დასრულებიდან ერთ კვირაში ამ პროფესიით უკვე დავსაქმდი, რაშიც სწავლის პროცესში მიღებული ცოდნა და მომზადებული პორტფოლიო დამეხმარა.

– რა რჩევას მისცემდი ქოფირაითინგით დაინტერესებულ ადამიანებს?
ქოფირაითინგით დაინტერესებულ ადამიანებს ობიექტურად ვურჩევდი თქვენი კურსის გავლას და ამავე დროს, რომ იკითხონ და წერონ ბევრი. ეს არის საქმე, სადაც არ უნდა ჩამორჩე სიახლეებს და მუდმივად უნდა გქონდეს მზაობა რაღაც ახლის შესწავლისა და განვითარების.

– რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარი შეგძინა კურსმა?!
პირველ რიგში, მომცა ცოდნა და ყველა კითხვაზე პასუხი. ცოდნასთან ერთად შემმატა თავდაჯერებულობა და სწრაფად ადაპტაციის უნარი.
მთელი კურსის განმავლობაში გვიწევდა ერთი-მეორისგან განსხვავებული თემატიკისა და შინაარსის ბრენდებზე მუშაობა და ლავირება სხვადასხვა საკითხებზე.

ამ კურსის ძლიერი მხარე, მასზე მომუშავე გუნდის მხრიდან შედეგზე ორიენტირებაა და ვფიქრობ, რომ შედეგით ყველა სტუდენტი კმაყოფილი დავრჩით.