თათა მარჩილაშვილის ნამუშევრები

თათა მარჩილაშვილის ნამუშევრები

12.07.2022

კურსის გასაცნობად დეტალურ ინფორმაცია შეგიძლია ნახო ამ ბმულზე.

– თათა, მოგვიყევი შენ შესახებ?

Მე ვარ თათა, 23 წლის, სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტი და დამწყები გარფიკოს დიზაინერი. თავისუფალ დროს ვცდილობ ვიმუშაო საკუთარ თავზე, უფრო მეტად განვვითარდე, ასევე სხვადასხვა კრეატიული და საინტერესო ნამუშევარი შევქმნა.

თათა მარჩილაშვილი

– Რატომ გადაწყვიტე Smart Fish აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსის გავლა?

Ძალიან მაინტერესებდა გრაფიკული დიზაინის სფერო. დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი და ვეძებდი სხვადასხვა კურსს, თუმცა უამრავი ვარიანტის მიუხედავად არჩევანი Smart Fish- აკადემიაზე შევაჩერე. სხვა კურსებისგან განსხვავებით მეტად კრეატიულად და საინტერესოდ მივიჩნიე, მოლოდინებიც გამიმართლდა.

– Რა არის შენი ინსპირაციის მთავარი წყარო?

მთავარი ინსპირაციის წყარო მაინც სხვადასხვა არტისტის ნამუშევრების თვალიერება და უბრალოდ რაიმეს შექმნის სურვილია.

თათა მარჩილაშვილი

თათა მარჩილაშვილი

– Რა რჩევას მისცემდი დამწყებ გრაფიკოს დიზაინერებს?

გიყვარდეთ საქმე რომელსაც აკეთებთ. იმუშავეთ თქვენს თავზე, დაუთმეთ დრო ამ სფეროს და დაინახავთ შედეგს. გიყვარდეთ ხელოვნება რადგან ვფიქრობ, რომ ასე არ შემოგაკლდებათ არც ინსპირააციის წყარო, არც ცნობისმოყვარეობა და არც იმის სურვილი რომ შექმნათ მეტად საინტერესო და დახვეწილი ნამუშევრები.

თათა მარჩილაშვილი

– რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარი შეგძინა კურსმა?

გრაფიკული დიზაინის კურსი გამოირჩევა ლექტორით, რადგან ყველაზე მთავარი ამ კურსში უკუკავშირია პროფესიონალისგან, რომელიც ამომწურავ და გასაგებ ინფორმაციას გაწვდის. Მნიშვნელოვანია ისიც რომ მრავალფეროვანი დავალებები და მათი დეტალური განხილვა გაძლევს ყველაზე მთავარს: განავითარო სწორი ხედვა, გაანალიზო ნამუშევრები, ისწავლო კვლევის პროცესი და რეფერენსების მოძიება.

თათა მარჩილაშვილი