სტუდენტების ნამუშევრების ქავერი (ინტ.დიზაინი)

თათია მოსიძე - საკუთარ საქმეზე უზომოდ შეყვარებული ლექტორი, კურსის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა

19.04.2023

პანდემიამ და ერთი შეხედვით მოსაწყენმა დრომ, რომელიც სახლში გავატარეთ, ადამიანების ინტერესები მნიშვნელოვნად შეცვალა, სხვადასხვა სფეროს აღმოჩენისა და შესაძლებლობის მიღების სურვილი გააჩინა.

თუ შენთვისაც გამოწვევაა ახალი ინდუსტრიის გაცნობა, ინტერიერის დიზაინის კურსზე გვეწვიე.

ამ სტატიაში თათია მოსიძეს გავიცნობთ, რომელიც ინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული, პროფესიით გეოგრაფი და ბუნებაზე შეყვარებული ადამიანია, თათია გვიზიარებს, რატომ გადაწყვიტა Smart fish – აკადემიაში სწავლა და რა გამოცდილება მიიღო კურსისგან

 

“როდესაც ინტერიერის დიზაინის შესწავლა გადავწყვიტე, დავესწარი არაერთი აკადემიის მასტერკლასს, თუმცა, Smart Fish-აკადემიის უფასო მასტერკლასი, ჩემთვის ყველაზე საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა.”

გულწრფელად რომ ვთქვათ, არ გაგვკვირვებია, რადგან ვიცით, მომავალი სტუდენტებისთვის მასტერკლასზე დასწრება კარგი შესაძლებლობაა, გავუმარტივოთ გადაწყვეტილების მიღება და მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ინტერიერის დიზაინის შესახებ, ჩვენც სწორედ ამიტომ ავირჩიეთ ეს ფორმატი.

თათია მოსიძე

Smart Fish – აკადემიაში ინტერიერის დიზაინის კურსს თათა მარუაშვილი  უძღვება, ინფორმაციული ნაწილის გარდა, მისი  სფეროსადმი სიყვარული აუდიტორიისთვის გადამდებია, რაშიც ჩვენს კურსდამთავრებულს უპირობოდ ვეთანხმებით

 

„უნდა აღვნიშნო, რომ საკუთარ საქმეზე უზომოდ შეყვარებული ლექტორი, კურსის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. სწავლის პროცესში დაუღალავად გვიზიარებდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ საკითხებზე გამოცდილებას და გვაძლევდა სწავლის მოტივაციას“

თათია მოსიძე
თათია მოსიძე

თუ გახსოვს შენი პირველი დამოუკიდებელი პროექტი, რომელსაც თავი წარმატებით გაართვი, ალბათ ჩვენი კურსდამთავრებულების ემოციებსაც მიხვდები.

მათი ფინალური ნამუშევრები, ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი და ამაღელვებელია, ამიტომ ვცდილობთ, თვითგამოხატვისთვის შემოქმედებითი პროცესები მათ მივანდოთ.

 

თათია მოსიძე

თათია მოსიძე

„ფინალურ პროქეტზე მუშაობა, ერთგვარი გამოწვევაა, ეს ჩემი პირველი, დამოუკიდებელი პროექტი იყო, სადაც უნდა გამომევლინა, კურსზე მიღებული გამოცდილება და შემოქმედებითი უნარები, მთელი პროცესი საპასუხისმგებლო და ძალიან საინტერესო გამოდგა.

მრავალფეროვანი და ორგანიზებული სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, პროექტებზე დამოუკიდებლად მუშაობა შემიძლია. გამომდინარე იქიდან, რომ ამ სფეროში გამოცდილება არ მქონდა, კურსის დასაწყისში ეს წარმოუდგენლად მეჩვენებოდა”

თათია მოსიძე

ამასობაში, თუ ინტერიერის დიზაინის კურსის გავლას გადაწყვეტ, ჩვენც გვექნება შენთან რამდენიმე კითხვა – გვინდა დავრწმუნდეთ, რამდენად სწორ დროსა და ადგილას შევხვდით ერთმანეთს, ამას ფორმალურად გასაუბრება დავარქვით, რაც შეეხება ინტერიერის დიზაინის უფასო მასტერკლასს, შეგიძლია ნახო აქ.