ბლოგის ქავერი

თეო ხარაიშვილი - გრაფიკული დიზაინის კურსზე

19.05.2023

თუ ფიქრობ გრაფიკული დიზაინის შესწავლას და არ იცი საიდან დაიწყო, თვალი შეავლე კურსს

– თეო, მოგვიყევი შენ შესახებ?
მე ვარ თეო, 19 წლის, არტისტი. მიყვარს გამოწვევები და ყოველთვის ვცდილობ საკუთარი თავი სხვადასხვა სფეროში გამოვცადო.

– Რატომ გადაწყვიტე Smart Fish აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსის გავლა?
თვალს ვადევნებდი SmartFish-ს სოც. ქსელებში და მასტერკლასის ნახვის შემდეგ გადავწყვიტე კურსის გავლა.

 

თეო ხარაიშვილი

– Რა არის შენი შემოქმედებითი აზროვნების მთავარი წყარო?
ჩემს გარშემო მომხდარი ნებისმიერი მოვლენა შეიძლება ინპირაციის წყარო აღმოჩნდეს. ვფიქრობ ინსპირაცია ცვალებადია და მთავარი თვითგანვითარებაა.

 

თეო ხარაიშვილი

– რა მოგცა გავლილმა კურსებმა და რატომ ურჩევდი სხვას დიზაინის კურსების გავლას?
ტექნიკური ცოდნის გარდა კურსზე გავეცანი დეტალურ ინფორმაციას გრაფიკული დიზაინის სხვადასხვა სფეროს შესახებ. ყველა დაინტერესებულს ვურჩევდი კურსის გავლას.

– მოგვიყევი ფინალურ პროექტზე, რატო აარჩიე კონკრეტულად ეს თემა?
ჩემი ფინალური პროექტი ბიბლიის პერსონაჟებს ეხებოდა. ვფიქრობ ბიბლიამ შეძლო პიროვნების შეგრძნებების დონეზე გადმოცემა, ანუ საზოგადორბას აჩუქა გრძნობები მარტივი და გასაგები სახით. ამიტომ შევარჩიე ჩემთვის მნიშვნელოვანი 5 ემოცია და ვცადე გადმომეცა გრაფიკული სახით.

 

თეო ხარაიშვილი

– Რა ტიპის პროექტებზე გსურს სამომავლოდ მუშაობა?
მსურს ილუსტრაციებზე მუშაობა

 

თეო ხარაიშვილი

თეო ხარაიშვილი

– რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარი შეგძინა კურსმა?
კურსის ძლიერი მხარე ორგანიზებული და მრავალფეროვანი დავალებებია, რაც სტუდენტებს სხვადასხვა სფეროში განვითარებაში ეხმარება. აქვე მინდა ავღნიშნო ლექტორის დამოკიდებულება და კარგი გადმოცემის უნარი.

თეოს სრული პორტფოლიოს ნახვა შეგიძლია ამ ბმულზე