როგორ შევარჩიოთ ლეპტოპი

რომელი ლეპტოპი შევარჩიო? ინტერიერის დიზაინისთვის და რენდერებისთვის

27.10.2026

როგორ შევარჩიოთ ლეპტოპი დიზაინისთვის 

ინტერიერის დიზაინერები, 3D ვიზუალიზატორები და პროფესიონალები სხვა შემოქმედებითი სფეროდან სამუშაოდ უფრო ხშირად  ლეპტოპებს ამჯობინებენ  სტაციონალური PC - ის ნაცვლად. 

იმისთვის, რომ სამუშაო პროცესი იყოს კომფორტული და პროდუქტიული, მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ მოწყობილობა.

ამ ბლოგპოსტში განვიხილავთ:

  • რა უნდა გავითვალისწინოთ ლეპტოპის შერჩევისას;
  • რომელი კომპონენტებია მნიშვნელოვანი;
  • რა მოთხოვნები აქვთ ძირითად სამუშაო პროგრამებს;
  • რა კონფიგურაციაა რეკომენდებული დიზაინისა და 3D ვიზუალიზაციისთვის.

რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება ლეპტოპის არჩევისას

1. ეკრანი

ეკრანის ზომა მნიშვნელოვანია, ლეპტოპის ეკრანს ყოველდღიურად რამდენიმე საათის განმავლობაში ვიყენებთ.

  • 13-14 ინჩი - მობილური ვარიანტია მათთვის, ვინც ლეპტოპს ხშირად იყენებს გადაადგილებისას;
  • 15.6-17.3 ინჩი - ოპტიმალური ვარიანტი როგორც სამუშაო მაგიდასთან, ისე გადაადგილებისას.
  • 17.3 ინჩზე მეტი - შედარებით იშვიათია და უფრო მეტად დესკტოპ-კომპიუტერის შემცვლელად გამოიყენება, რადგან ასეთი ლეპტოპები უფრო დიდი და მძიმეა.

*ეკრანის ზომა აარჩიე შენი მოთხოვნილებების შესაბამისად.

2. ეკრანის გარჩევადობა

  • 1280 × 800 - მინიმალური .
  • 1920 × 1080 (Full HD) - სტანდარტული გარჩევადობა.
  • უფრო მაღალი გარჩევადობის არჩევისას მნიშვნელობა აქვს ეკრანის დიაგონალს - რაც უფრო დიდია ეკრანი, მით უფრო მნიშვნელოვანია მაღალი გარჩევადობა, რათა გამოსახულება "პიქსელირებული" არ იყოს.

3. ვიდეობარათი (GPU)

ვიდეობარათი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია გრაფიკულ გამოსახლულებასთან მუშაობისას. GPU მონაწილეობს 3D მოდელების ჩვენებაში, ვიზუალიზაციაში, რენდერში და სხვადასხვა გრაფიკული ოპერაციის შესრულებაში.

დიზაინისა და 3D სამუშაოებისთვის რეკომენდებულია დისკრეტული ვიდეობარათი.

ლეპტოპებში ჩაშენებული ინტეგრირებული გრაფიკული ვიდეო ბარათი ხშირად არასაკმარის წარმადობისაა, მათ შორის ვიზუალების დამუშავებისას. 

ვიდეობარათი თქვენი სამუშაო ამოცანების მიხედვით შეარჩიეთ:

GeForce RTX 3050 და 3050 Ti საკმარისია 2D დიზაინისთვის, ფოტოების დასამუშავებლად და 4K გარჩევადობის ვიდეოს დასამონტაჟებლად;

საშუალო სირთულის 3D პროექტებისა და 6K გარჩევადობის ვიდეოსთვის საჭიროა უფრო მაღალი წარმადობის მოდელები, მაგალითად GeForce RTX 3060, RTX 3060 Ti, RTX 3070 და RTX 3070 Ti;

დიდი 3D პროექტებისთვის, CAD/CAM პროექტებისა და 8K გარჩევადობის ვიდეოსთვის საჭიროა ლეპტოპი ან დესკტოპ-კომპიუტერი მაღალი წარმადობის ვიდეობარათითა და დიდი მოცულობის ვიდეომეხსიერებით, მაგალითად GeForce RTX 3080, RTX 3080 Ti ან NVIDIA RTX A5000.

ინტეგრირებული გრაფიკა, რომელიც პროცესორშია ჩაშენებული, შეიძლება საკმარისი იყოს მარტივი ყოველდღიური ამოცანებისთვის, თუმცა 3D მოდელირებისა და ვიზუალიზაციისთვის სასურველია სრულფასოვანი დისკრეტული GPU.

ვიდეობარათის არჩევისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი მოდელი, არამედ ვიდეომეხსიერების (VRAM) მოცულობაც.


4. პროცესორი (CPU)

პროცესორი განსაზღვრავს კომპიუტერის საერთო გამოთვლით წარმადობას.

  • Intel Core i5 / AMD Ryzen 5 - საშუალო დატვირთვის სამუშაოებისთვის.
  • Intel Core i7 / Core Ultra 7 / AMD Ryzen 7 - უფრო მოთხოვნადი სამუშაოებისთვის, მათ შორის 3D გრაფიკისა და ინტერიერის დიზაინისთვის.
  • Intel Core i9 / Core Ultra 9 / AMD Ryzen 9 - მძიმე და პროფესიული დატვირთვისთვის.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროცესორი Corona Renderer-ისთვის, რადგან Corona CPU-ზე დაფუძნებული რენდერია. რაც უფრო მაღალია პროცესორის წარმადობა, მით უფრო სწრაფად სრულდება რენდერი.


5. ოპერატიული მეხსიერება (RAM)

RAM საჭიროა დიდი რაოდენობით მონაცემებთან და რამდენიმე პროგრამასთან ერთდროულად მუშაობისთვის.

გრაფიკული და 3D პროგრამები განსაკუთრებით ინტენსიურად იყენებენ ოპერატიულ მეხსიერებას.

რეკომენდაცია:

  • 12-16 GB - საბაზისო დონე;
  • 32 GB - რეკომენდებული მოცულობა დიზაინისა და 3D სამუშაოებისთვის;
  • 64 GB და მეტი - დიდი და რთული 3D სცენებისთვის.

*შეარჩიე ლეპტოპი, რომლის RAM-ის განახლება მომავალში შესაძლებელია.


6. SSD

სწრაფი SSD საჭიროა როგორც სისტემისა და პროგრამების სწრაფად ჩასატვირთად, ისე დიდ პროექტებთან მუშაობისთვის.

  • 512 GB SSD - საწყისი პრაქტიკული მოცულობა;
  • 1 TB SSD - რეკომენდებული მოცულობა 3D პროექტებისთვის;
  • დიდი პროექტების, ტექსტურებისა და რენდერების შემთხვევაში სასურველია 1 TB ან მეტი.

*შეამოწმე, აქვს თუ არა ლეპტოპს დამატებითი SSD-ის დაყენების შესაძლებლობა.


როგორ შევარჩიოთ ლეპტოპი

პროგრამების სისტემური მოთხოვნები

Archicad

Graphisoft-ის ოფიციალური მოთხოვნები პროექტის ზომის მიხედვით განსხვავდება.

პროექტის ტიპიCPURAMGPU
საწყისი - საცხოვრებელი სახლებიIntel Core i5 / AMD Ryzen 516 GB4 GB VRAM, DirectX 11
საშუალო - ბინები და ოფისებიIntel Core i7 / Core Ultra 7 / AMD Ryzen 732 GB6 GB VRAM, DirectX 11
მაღალი - დიდი შენობებიIntel Core i9 / Core Ultra 9 / AMD Ryzen 964 GB+8 GB VRAM, DirectX 11

ოპერაციული სისტემა: Windows 11 ან მხარდაჭერილი macOS ვერსიები. Graphisoft-ის მიმდინარე მოთხოვნებში Archicad 29-ისთვის მხარდაჭერილია macOS 14 Sonoma, macOS 15 Sequoia და macOS 26 Tahoe.


Autodesk 3Ds Max 

Autodesk 3ds Max 2026-ის ოფიციალური მინიმალური მოთხოვნებია:

  • CPU: 64-bit Intel ან AMD მრავალბირთვიანი პროცესორი SSE4.2 მხარდაჭერით;
  • RAM: მინიმუმ 4 GB, რეკომენდებულია 8 GB ან მეტი;
  • GPU: Autodesk-ის Certified Hardware სიიდან შესაბამისი ვიდეობარათი;
  • დისკი: მინიმუმ 9 GB თავისუფალი ადგილი ინსტალაციისთვის;
  • OS: Windows 10 1809 ან უფრო ახალი / Windows 11.

macOS

Autodesk 3ds Max-ს macOS-ის ვერსია არ აქვს. 3ds Max შექმნილია Windows-ისთვის. Mac-ზე მისი გაშვება შესაძლებელია Windows-ის ვირტუალიზაციის საშუალებით, თუმცა Autodesk ასეთ კონფიგურაციებზე ტექნიკურ მხარდაჭერას არ უზრუნველყოფს.

თუ კურსის ფარგლებში 3ds Max-ის გამოყენება გჭირდებათ, რეკომენდებულია Windows-ის ლეპტოპის არჩევა.


Corona Renderer

Corona Renderer-ის თანამედროვე ვერსია ძირითადად CPU-ზე დაფუძნებული რენდერია. GPU თავად Corona-ს რენდერისთვის არ გამოიყენება; ძლიერი ვიდეობარათი მნიშვნელოვანია 3ds Max-ის viewport-ის შეუფერხებლად მუშაობისთვის და Corona-ს ზოგიერთი დამატებითი ფუნქციისთვის.

ძირითადი მოთხოვნები

  • CPU: SSE 4.2-ის მხარდაჭერით;
  • RAM: 32 GB - თანამედროვე სამუშაოსთვის მინიმალური დონე;
  • RAM: 64 GB - რეკომენდებული რთული სცენებისთვის;
  • GPU: სასურველია თანამედროვე NVIDIA GPU 3D viewport-ისთვის;
  • OS: 64-bit Windows 10 ან უფრო ახალი.

*Chaos-ის რეკომენდაციით, რაც უფრო მაღალია CPU-ის წარმადობა, მით უფრო სწრაფია Corona-ს რენდერი.


Adobe Photoshop

Photoshop-ის მიმდინარე 27.x ვერსიის სისტემური მოთხოვნები 2026 წლის სექტემბერში განახლდა.

კომპონენტიმინიმალურირეკომენდებული
CPUმრავალბირთვიანი Intel / AMD / WinARMთანამედროვე მრავალბირთვიანი CPU
RAM8 GB16 GB ან მეტი
GPUDirectX 12, მინ. 1.5 GB VRAMDirectX 12, 4 GB VRAM 4K ეკრანისთვის
ეკრანი1280 × 8001920 × 1080 ან მეტი
დისკი10 GB თავისუფალი ადგილი100 GB თავისუფალი ადგილი
საცავი—სწრაფი შიდა SSD

Photoshop ასევე მხარდაჭერილია თანამედროვე macOS-ზე.


Lumion

პროცესორი: მინიმუმ Intel Core i7 ან მისი ეკვივალენტი AMD Ryzen.

გრაფიკული პროცესორი (GPU): რეკომენდებულია მაღალი წარმადობის Nvidia GeForce ან AMD Radeon ვიდეობარათი, OpenGL-ისა და DirectX 11-ის ან უფრო ახალი ვერსიის მხარდაჭერით.

ოპერატიული მეხსიერება (RAM): რეკომენდებულია 16 GB ან მეტი.

მონაცემთა საცავი: რეკომენდებულია მინიმუმ 256 GB მოცულობის SSD.

ოპერაციული სისტემა: Windows 10 უახლესი განახლებებითა და დრაივერებით.


რეკომენდებული ლეპტოპის კონფიგურაცია

თუ ლეპტოპი გჭირდებათ Archicad + 3ds Max + Corona Renderer + Photoshop პროგრამებისთვის, პრაქტიკული კონფიგურაციაა:

კომპონენტირეკომენდაცია
CPUIntel Core i7 / Core Ultra 7 ან AMD Ryzen 7 და ზემოთ
GPUNVIDIA GeForce RTX, სასურველია 8 GB+ VRAM
RAM16-32 GB
SSD512-1 TB NVMe
ეკრანი15.6–17.3", IPS, Full HD ან უკეთესი
OSWindows 11

როგორ შევამოწმოთ ლეპტოპის მონაცემები

ვინდოუსის შესახებ

Windows

  1. დააჭირეთ Ctrl + Shift + Esc - გაიხსნება Task Manager.
  2. გადადით Performance ჩანართში.
  3. აქ შეგიძლიათ ნახოთ ძირითადი ინფორმაცია:
    • პროცესორის შესახებ;
    • ოპერატიული მეხსიერების შესახებ;
    • ვიდეოკარტის შესახებ.

ასევე შესაძლებელია This PC → Properties მენიუდან სისტემის ძირითადი ინფორმაციის ნახვა.


როგორ შევარჩიოთ ლეპტოპი

ლეპტოპის შეძენამდე აუცილებლად გადაამოწმეთ

  • პროცესორის ზუსტი მოდელი;
  • ვიდეობარათის ზუსტი მოდელი და VRAM-ის მოცულობა;
  • RAM-ის მოცულობა და მისი განახლების შესაძლებლობა;
  • SSD-ის მოცულობა;
  • დამატებითი SSD-ის დაყენების შესაძლებლობა;
  • ეკრანის ზომა და გარჩევადობა;
  • ოპერაციული სისტემა;
  • გაგრილების სისტემა;
  • კონკრეტული მოდელის კვების ლიმიტები და GPU-ის TGP.

* გამოაგზავნე შენი კომპიუტერის მონაცემები ჩვენს ფბ გვერდზე და ჩვენი ოპერატორები გაგიწევენ კონსულტაციას.