გიორგი გაჩეჩილაძე - 3D დიზაინის (Blender) კურსზე

გიორგი გაჩეჩილაძე - 3D დიზაინის (Blender) კურსზე

24.06.2023

სამგანზომილებიან ვიზუალიზაცია მუდმივად განვითარებადი ინდუსტრიაა, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა როდის, რომელ ასაკსა თუ დროში გადაწყვეტ შესწავლას, მთავარია, რომ შემოქმედებითი პროცესი სიამოვნებას განიჭებდეს.

ამ ბლოგპოსტში გაიცნობ 3D დიზაინი (Blender) კურსდამთავრებულს, გიორგიმ გაგვიზიარა, რომ კურსის გავლამდე, ამ სფეროსთან ახლო კავშირი არ ჰქონია და ყველაფერი თავიდან დაიწყო.

თუ გამოწვევები გიყვარს, შეავლე თვალი 3D დიზაინი (Blender) კურსს

“მიუხედავად იმისა, რომ 3D-თან შეხება აქამდე არ მქონია, ყოველთვის მაინტერესებდა და ვგრძნობდი, რომ ეს საქმე ახლოს იყო ჩემთან”

გიორგის ვკითხეთ, რამ განაპირობა დაეწყო სწავლა Smart Fish აკადემიაში და აესრულებინა სურვილი – გამხდარიყო 3D დიზაინერი

“აკადემიამ ყურადღება კურსდამთავრებულების ნამუშევრებით მიიქცია, ასევე, ლექტორის, გიორგი ღვედაშვილის პორტფოლიომ და გამოცდილებამ, ამიტომ გადავწყვიტე სწავლა სწორედ აქ დამეწყო”

შემოქმედებითი ადამიანები, ადრე თუ გვიან პოულობენ საკუთარ სფეროს, სადაც მათი წარმოსახვა რეალობად იქცევა. ბავშვობიდან შექმნილი პერსონაჟები თუ სცენები, ახლა გიორგის შემოქმედებითი საქმიანობის ნაწილია

“ვხატავდი სცენებს, ვქმნიდი პერსონაჟებს, კარიკატურებს და ეს ძალიან ადრეულ ასაკში დავიწყე”

როგორ დაეხმარა კურსი, გადაედგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ ინდუსტრიაში, თავად მოგვიყვება

“ვფიქრობ, დინამიკურმა სწავლებამ, მომცა საშუალება მოკლე დროში გადამედგა უდიდესი ნაბიჯი, ამ ყველაფრის გავლა მარტოს გამიჭირდებოდა, ამიტომ, ვინც დაინტერესებულია დიზაინით, ვურჩევ გაიაროს კურსი”

ფინალური პროექტი აკადემიისთვის გავლილი კურსის ერთგვარი შეჯამებაა – მისი საშუალებით ვხვდებით, რისი გაცემა შევძელით და როგორ რეზონანსდა სტუდენტებთან.

“ფინალური პროექტისთვის ყველასთვის საყვარელი ბრენდი ავირჩიე.
კოკა-კოლას უდიდესი სარეკლამო ისტორია აქვს, ამიტომ რეკლამის ტიპის პროექტისთვის, ჩემ მიერ წარმოდგენილ სცენას, ყველაზე უკეთ შეესაბამებოდა ეს ბრენდი”.

გიორგი გაჩეჩილაძეგიორგი გაჩეჩილაძე

გიორგი გაჩეჩილაძეგიორგი გაჩეჩილაძე

გიორგი კურსის ძლიერ მხარეზე გვიყვება, რამაც მისი პროფესიული ზრდა განაპირობა

“კურსმა ამ სფეროს გარშემო ყველაფერი მოიცვა, ამიტომ ჩემი მოლოდინი სრულად გამართლდა. ვფიქრობ, კურსმა რთული საქმისა და პრობლემის, კრეატიულად გადაჭრის გზები დამანახა”

თუ უკვე იცი, რისი კეთება გინდა, ახლა სწორედ ის დროა, შემოუერთდე 3D დიზაინერების დიდ გუნდს.

გიორგი გაჩეჩილაძეგიორგი გაჩეჩილაძე