მარიამ ნოზაძე - ქოფირაითინგის კურსდამთავრებული
Smart Fish აკადემიის ქოფირაითინგის წარმატებული კურსდამთავრებულები, სტაჟირებას, აკადემიის პარტნიორ კომპანიებში გადიან, ამ სტატიაში მარიამს გავიცნობთ, რომელიც ციფრულ სააგენტო Socialsharks – ში გადის სტაჟირებას.
თუ წერა გიყვარს და ქოფირაითინგში თავის გამიცდას გადაწყვეტ, შეავლე თვალი კურსს
მარიამი, სწავლისგან მიღებულ გამოცდილებასა და სამომავლო გეგმებს გვიზიარებს
მე ვარ მარიამ ნოზაძე, პროფესიით იურისტი და დოქტორანტი. ყოველთვის მიყვარდა წერა, რასაც ჩემს პროფესიაში წარმატებით ვიყენებდი, თუმცა, ასევე, ვეძებდი ისეთ სფეროს, სადაც წერასთან ერთად, შემოქმედებითი თავისუფლებაც მექნებოდა, თუმცა არ ვიცოდი, რა უნდა ყოფილიყო ეს, რადგან ქოფირაითინგის შესახებ წარმოდგენა არ მქონდა.
ძიების პროცესში, Smart Fish აკადემიის მასტერკლასს დავესწარი, სადაც დეტალური ინფორმაცია მივიღე ქოფირაითერის პროფესიის შესახებ და მივხვდი, რომ მივაგენი ადგილს, სადაც შემეძლო ვყოფილიყავი კრეატიული და მეკეთებინა ის, რაც მიყვარს.
Smart Fish-მა თავისი გულწრფელობით, კომპეტენტურობით, ენერგიულობითა და პასუხისმგებლობით ჩემში დიდი ნდობა გამოიწვია და არც შევმცდარვარ. ასე გავხდი Smart Fish-ის სტუდენტი. არ შემიძლია არ აღვნიშნო, ჩვენი ლექტორის, მარიამ ბეროძის დამსახურება,თუ როგორ იხარჯებოდა ჩვენთვის და თავისი ჩვეული ენთუზიაზმით, პირდაპირი მნიშვნელობით, როგორ გვაყვარებდა ამ პროფესიას.
ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო კურსის განმავლობაში პრაქტიკულ დავალებებზე მუშაობა, რაც კიდევ უფრო მარწმუნებდა, რომ მომწონდა ეს საქმე.
ფინალურ დავალებაზე ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული ბრენდი ავირჩიე – კოკა-კოლა და სარაჯიშვილი.
ეს ორი ბრენდი არა მარტო თვისობრივად განსხვავდება ერთმანეთისაგან, არამედ ხასიათით, პერსონით, აუდიტორიითა და შესაბამისად – საკომუნიკაციო ენით.
ქოფირაითერის ხელოვნება იმაშია, რომ ის ქამელეონივით გარდაისახოს, შეძლოს სხვადასხვა ენით საუბარი, სწორედ ამიტომ, ფინალურ ეტაპზე, ჩემი თავი გამოვიწვიე და ორი რადიკალურად განსხვავებული ბრენდისათვის შევქმენი ქოფი. წერის პროცესი, თავისთავად, ძალიან შემოქმედებითი და საინტერესო გამოვიდა.
SocialSharks ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული სარეკლამო სააგენტოა, რომელთანაც Smart Fish აკადემია თანამშრომლობს.
სწავლის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს, რომლებმაც წარმოვადგინეთ ფინალური პროექტი და პორტფოლიო, შესაძლელობა მოგვეცა გვესარგებლა სტაჟირების პროგრამით.
SocialSharks-მა მოგვაწოდა საკონკურსო დავალება, რომლის წარმატებით შესრულების შემთხვევაშიც, შევძლებდით მათთან თანამშრომლობას, რაც ჩემი ძალიან დიდი სურვილი იყო, ვინაიდან ვიცოდი, მივიღებდი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოცდილებას ჩემს ცხოვრებაში და ახალ პროფესიაში ეს ჩემი მეორე, დიდი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო.
დავალება მონდომებით შევასრულე, შემარჩიეს და ამგვარად მოვხვდი გამოცდილ და მეგობრულ გუნდში.
აკადემიაში მიღებულმა ცოდნამ ძალიან გამიმარტივა პროფესიაში ადაპტაცია და მომცა სრული წარმოდგენა ამ სფეროს შესახებ, თანაც, არა მხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ დონეზეც, ვინაიდან პრაქტიკული დავალებებით, ჩვენ უშუალოდ გვქონდა შეხება ქოფირაითინგის სხვადასხვა, სპეციფიკურ მიმართულებასთან, იყო ეს კრეატიული ქოფი, სთორითელინგი, UX/UI ქოფი, სცენარი თუ სხვა.
შესაბამისად, კურსმა აღმომაჩენინა ჩემი შესაძლებლობები, შემიქმნა ძლიერი საძირკველი იმისათვის, რომ ახლა უკვე დავაშენო პროფესიული გამოცდილება და თავდაჯერებულმა განვაგრძო გზა.
სამომავლოდ, ჩემი მიზანია, ამ სფეროში გამოცდილება დავაგროვო და გავხდე ერთ-ერთი პროფესიონალი, რომელსაც სწრაფად შეუძლია საუკეთესო იდეების გენერირება, მიზნისა და სამოქმედო გეგმის განსაზღვრა, სიტყვებში ტრანსფორმაცია და სათქმელის ადამიანთა გულებამდე მიტანა.
მინდა საკუთარი თავი ამ საქმეში გამოვცადო.
თუ გიყვარს წერა, ხარ შემოქმედებითი და არ იცი, როგორ გამოიყენო ეს უნარები, მაშინ, პირველ რიგში გირჩევ, მეტი გაიგო ქოფირაითინგის შესახებ.
გაეცანი მის არსს და სპეციფიკას, იმას, თუ რას საქმიანობენ ქოფირაითერები, თუ აღმოაჩენ, რომ ეს ყველაფერი შენთვის საინტერესოა და მოგწონს, გამოსცადე თავი ამ პროფესიაში.
ქოფირაითერის უპირველესი ამოცანაა, იცოდეს ვინაა მისი მკითხველი და როგორ მიიტანოს სათქმელი ამ ადამიანებამდე.
ვიტყოდი, რომ ქოფირაითინგი უბრალოდ პროფესია კი არა, ხელოვნებაა, რომელშიც გამოიყენება სიტყვა, კრეატივი და გონიერება.
კურსი სწორედ, ასეთ უნარებს ავითარებს.
ასევე, უნდა აღვნიშნო ლექტორის ჩართულობა სამუშაო პროცესში, ნამუშევრების შემოწმება, მისი რჩევები და სტიმული, საქმიანობის გასაგრძელებლად.
კურსის ბოლოს კი, საკუთარი ნამუშევრებით საშუალება გაქვს შექმნა პორტფოლიო, რომლითაც თავს უკვე დამსაქმებლებს წარუდგენ.
ჩემთვის, მნიშვნელოვანია, რომ აკადემია ბოლომდე ზრუნავს თავის სტუდენტებზე და ცდილობს დააკავშიროს ისინი პარტნიორებთან, როგორც ეს ჩემ შემთხვევაში მოხდა.