ბლოგის ქავერი

ალექსანდრე მარუაშვილი - 3D დიზაინის (Blender) კურსდამთავრებული

25.01.2023

3D დიზაინს მნიშვნელოვანი როლი აქვს ვიზუალურ კომუნიკაციაში, კომპანიები ხშირად იყენებენ საკუთარი პროდუქციისა თუ შეთავაზების საილუსტრაციოდ, აქედან გამომდინარე, ჩვენი სტუდენტებისთვის შევადგინეთ ფინალური პროექტის ბრიფი, რაც გულისხმობდა საერთაშორისო ბრენდების 3D იზომეტრიული პოსტერების შექმნას, რომლებიც ახალი ობიექტების გახსნას ეძღვნებოდა.
Nike, adidas, Nintendo, Netflix, Cocacola, Pepsi, Nutella, Pizza hut, Louis vuitton, Dior.

ჩვენი კურსდამთავრებულის, ალექსანდრე მარუაშვილის ნამუშევრები Pizza hut-ის შესახებაა, რამ განაპირობა ბრენდის არჩევა და რა გამოცდილება მიიღო სწავლის პროცესში, ამას თავად მოგვიყვება.

თუ დაინტერესდი ვიზუალური კომუნიკაციით და ჯერ არ იცი, სწავლა საიდან დაიწყო, თვალი გადაავლე 3D დიზაინის (Blender) კურსს.

-ალექსანდრე მოგვიყევი შენ შესახებ?
მე ვარ დამწყები 3D არტისტი, მიყვარს კომპიუტერული თამაშები და წიგნების კითხვა, რაც შემოქმედებით აზროვნებაში მიწყობს ხელს.
ხშირად ვქმნი ობიექტებს 3D-ში და ვწერ მათთვის შესაბამის ისტორიას.

-რატომ გადაწყვიტე Smart fish – აკადემიაში 3D დიზაინის (Blender) კურსის გავლა?
ბავშვობიდან ისეთი თამაშები მომწონდა, სადაც ჩემით ვქმნიდი სხვადასხვა კონსტრუქციას, ვფიქრობ რომ 3D დიზაინმა და ბლენდერის მრავალფეროვანმა შესაძლებლობებმა საშუალება მომცა, ჩემი წარმოსახვა რეალობად მექცია.

 

ალექსანდრე მარუაშვილი

-რა მოგცა გავლილმა კურსმა და ურჩევდი თუ არა სხვას დიზაინის კურსების გავლას?
ახლა უკვე ვიცი, რომ თუ კურსის დინამიკას მიჰყვები და საკუთარი უნარების გაუმჯობესებაზე იმუშავებ, 3D – ში  მოდელების შექმნა არც ისეთი რთულია, როგორიც ყოველთვის წარმომედგინა.

ვხვდები რომ საკუთარი საქმე ვიპოვე, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ, ეს განაპირობა პროფესიონალმა ლექტორმა და ტექნიკური ცოდნის კიდევ უფრო დასახვეწად მისმა ზუსტმა მითითებებმა.

 

ალექსანდრე მარუაშვილი

-მოგვიყევი ფინალურ პროექტზე, რატომ აირჩიე ეს თემა?
როგორც ვიცით “Pizza hut” -ი არ გვხვდება ქართულ ბაზარზე, სწორედ ამიტომ ჩავთვალე რომ საინტერესო იქნებოდა გამომეყენებინა ისეთი ბრენდი, რომლის Tone of voice-ი ნაკლებადაა ჩვენთვის ცნობილი.

 

ალექსანდრე მარუაშვილი

-რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე/რა მნიშვნელოვანი უნარები შეგძინა კურსმა?
კურსის წარმატებას პროფესიონალი ლექტორი განაპირობებს, ამიტომ პირველ რიგში, მინდა ავღნიშნო ლექტორის, გიორგი ღვედაშვილის გადმოცემის უნარი, გასაგებად ახსნილი საკითხები და მეგობრული დამოკიდებულება, რის გამოც პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩენილა.

ასევე, ლექციებს გარეთ მისთვის ტექნიკური კითხვების დასხმა, რაც სამუშაო პროცესს უმარტივებს სტუდენტს.

გავლილმა კურსმა ბევრი სასიამოვნო მოგონებით დამამახსოვრა თავი, მადლობა Smart Fish აკადემიას რომ მათთან სწავლის შესაძლებლობა მომცა.