ბლოგის ქავერი

დავით ბექაური - 3D დიზაინის (Blender) კურსდამთავრებული

14.02.2023

3D დიზაინი (Blender) ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ინდუსტრიაში, როგორიცაა კინო, ანიმაცია, თამაშები, პროდუქტის დიზაინი, არქიტექტურა და ა.შ

ამ სტატიაში ნახავ კურსდამთავრებულის ფინალურ ნამუშევრებს და გაიგებ მისი გამოცდილების შესახებ, რომელსაც გულწრფელად გვიზიარებს.

თუ გაინტერესებს ეს სფერო და გინდა შეისწავლო 3D დიზაინი, ნახე კურსი 

– დავით მოგვიყევი შენ შესახებ?
დიდხანს მინდოდა დიზაინერული სფეროს ახლოს გაცნობა, ბავშვობიდან ვცდილობდი ხატვას, მუსიკის შექმნას და ზოგადად, არტისკენ დიდი ინტერესი მქონდა, თან ამავდროულად, ვფიქრობ გამომდიოდა კიდეც.

 

დავით ბექაური

– რატომ გადაწყვიტე Smart Fish აკადემიაში 3D დიზაინის (Blender) კურსის გავლა?
Ჩემი ხელოვნებისადმი ინტერესის მიუხედავად, პროფესიად პროგრამისტობა ავირჩიე, თუმცა დაახლოებით 1 წლის წინ წამოვედი სამსახურიდან, სადაც ანდროიდის მიმართულებით ვმუშაობდი და დავიწყე გრაფიკოს დიზაინერებთან ერთად მუშაობა Fiverr-ზე, ამან ხელი შემიწყო გავრკვეულიყავი ილუსტრატორსა და ფოტოშოპში.
1 წლის განმავლობაში ბევრი დიზაინერი მეგობარი შევიძინე და ჩემი ინტერესიც ამ სფოროსადმი კიდევ უფრო გაღრმავდა.

შემდეგ მე და ჩემი თანამშრომელი, ერთად დავრეგისტრირდით Smart Fish აკადემიაში 3D დიზაინის (Blender) კურსზე.
მინდოდა 3D ვიზუალიზაცია პროფესიად მექცია.

– რა გაძლევს შემოქმედებით ინსპირაციას?
ჩემი აზრით, ცხოვრების ყოველდღიური გამოცდილება, ჩვენი აზრებისა და გრძნობების საკუთარი წარმოსახვა, ოცნებები და ჩვენს ირგვლივ არსებული სამყარო არის შემოქმედებითი აზროვნების მთავარი წყარო.

– რა მოგცა გავლილმა კურსმა და ურჩევდი თუ არა სხვას დიზაინის კურსების გავლას?
გავლილმა კურსმა მომცა ყველაზე მთავარი, ასე ვთქვათ სამშენებლო ფუძე, რომლის საშუალებითაც შევძლებ განვითარებას, პორტფოლიოს შექმნას და სამსახურის დაწყებას.

ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს ვურჩევდი კურსის გავლას, ასევე, არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო ლექტორს, რომლისგანაც ბევრი რამ ვისწავლე.

 

დავით ბექაური

– მოგვიყევი ფინალურ პროქტზე, რატომ აარჩიე კონკრეტულად ეს თემა?
ფინალური პროექტად ავარჩიე adidas-ის ბრენდი, რომელის შესახებაც ზოგადი წარმოდგენა მქონდა თუ რისი შექმნა შეიძლებოდა, თუმცა, მუშაობის პროცესში, ისეთი დეტალები გამოიკვეთა, რასაც ბევრი რესურსი და დრო სჭირდებოდა.

ფინალური დავალების სატესტო ვერსიის ნახვის შემდეგ, ლექტორმა მიმართულება მომცა, რამაც ხელი შემიწყო გამეგრძელებინა პროექტი ისე, როგორც ჩავიფიქრე, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, ბოლო 3 დღე აღმოჩნდა ყველაზე პროდუქტიული ნამუშევრის დასასრულებლად.

ვფიქრობ, რომ დასაწყისში სტრესი მქონდა, სცენის სურათს ვერ ვხედავდი, ვერც ტექსტურებისა და შეფერილობების ერთად, სინქრონში რომ ყოფილიყო ყველაფერი, რადგან მაქსიმალისტი ვარ და მინდოდა სრულყოფილი ნამუშევარი გამოსულიყო, სტრესმა კიდევ უფრო იმატა ბოლო დღეებში.

საკუთარ თავს ვუთხარი რომ ან ახლა ხელახლა დავიწყებდი ყველაფრის გაკეთებას ან აზრს დაკარგავდა ის, რაც აქამდე გავიარე.
და დავიწყე მუშაობა მეტი შემართებით.

კარგი გაკვეთილი იყო ჩემთვის, ვინც ამ სფეროთია დიანტერესებული ყველას ვურჩევ, რომ არასდროს გადადონ გასაკეთებელი საქმე, თუნდაც იფიქრონ რომ ჩიხში არიან და არ იცოდნენ საიდან დაიწყონ გამოსწორება, უბრალოდ დაჯნენ და თავისით მოვა მუზა და ინსპირაციაც.

– რა ტიპის პროექტებზე გსურს სამომავლოდ მუშაობა?
ვფიქრობ Dune-ის სცენა გავაკეთო, სადაც იქნება უდაბნოს დიდი რელიეფი, დამარხული შენობებით და Dune-ის დამახასიათებელი ნიშნებით.

ასევე, ვგეგმავ რომ საპოსტერო სცენა შევქმნა 3D-ში cyberpunk-ის სტილში, ამას გარდა კიდე მაქ რამდენიმე იდეა, რომელსაც ნელ-ნელა მივყვები.

– რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარები შეგძინა კურსმა?
კურსმა მასწავლა რომ დიზაინერულ სფეროში, უბრალოდ უნდა დაჯდე და დინებას მიყვე, არ მოეშვა, სანამ არ დაინახავ მთლიან სურათს და არ მიიღებ პროგრესს ან თუნდაც გაკვეთილს.

ამავდროულად მასწავლა რომ 1-2 საათით სუფთა ჰაერზე გასეირნება მნიშვნელოვანია შემოქმედებითი პროცესისთვის, რომ წყნარი გონებით მიუბრუნდე პროექტს.

მადლობა კიდევ ერთხელ Smart Fish აკადემიას, ამ შესაძლებლობისთვის.