ბლოგის ქავერი

მარიამ კაპანაძე - გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული

15.02.2023

Smart Fish – აკადემიის  წარმატებულ კურსდამთავრებულებს, საშუალება აქვთ სტაჟირების საკონკურსო პროგრამით აიმაღლონ კვალიფიკაცია პარტნიორ კომპანიებში.

ამჯერად მარიამი მოგვიყვება საკუთარ გამოცდილებაზე, რომელიც სტაჟირებას ციფრულ სააგენტო – Socialsharks-ში გადის.

კურის შესახებ სრული ინფორმაცია კი შეგიძლია ნახო აქ.

– მარიამ, მოგვიყევი შენ შესახებ?
მე ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებული, გრაფიკული დიზაინის მიმართ ყოველთვის მქონდა ინტერესი, ამიტომ გადავწყვიტე გამევლო კურსი და ჰობი პროფესიად მექცია.

– რამ განაპირობა Smart Fish აკადემიის არჩევა გრაფიკული დიზაინის შესასწავლად?
ხშირად მხვდებოდა სოციალურ ქსელში Smart Fish აკადემიის კურსების შესახებ ინფორმაცია, დავინტერესდი გრაფიკული დიზაინის კურსის სილაბუსით, ამას გარდა, აკადემიის ერთ-ერთმა წარმატებულმა კურსდამთავრებულმა ძალიან დიდი რეკომენდაცია გაუწია კურსს და ამის შემდეგ გადაწყვეტილება მარტივად მივიღე.

მარიამ კაპანაძე მარიამ კაპანაძე

– რა მოგცა გავლილმა კურსმა და ურჩევდი თუ არა სხვას დიზაინის კურსების გავლას?
ვფიქრობ, განვლილმა კურსმა ის უნარ-ჩვევები შემძინა, რაც გრაფიკოს დიზაინერისთვის შემოქმდებითად და ტექნიკურად აუცილებელია, ამიტომ ვინც დაინტერესებულია გრაფიკული დიზაინით, ვირჩევდი კურსის გავლას.

მარიამ კაპანაძე მარიამ კაპანაძე

– რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარები შეგძინა კურსმა?
კურსის ძლიერი მხარე მრავალფეროვანი და საინტერესო დავალებებია. Ასევე, Რა თქმა უნდა, თავის საქმის პროფესიონალი მარიამ ნინოშვილი, რომელიც ყველაფერს დეტალურად გვიხსნიდა და ყოველთვის ცდილობდა მაქსიმალურად გადმოეცა ცოდნა სტუდენტებისთვის.

ვინაიდან ამ პროფესიაში დროის ფაქტორი მნიშვნელოვანია, კურსის დავალებების შესრულებით გამომიმუშავდა დროის მენეჯმენტი და სწორად განსაზღვრა იმ დეტალების, რომელიც დამეხმარება შემდგომ პროქტზე მუშაობისას.

მარიამ კაპანაძე

– სტაჟირების შესახებ მოგვიყევი, როგორ მოხვდი Socialsharks – ში და რა პროცესებს გადიხარ ახლა?
შევასრულე სხვადასხვა ტიპის დავალება, რაც აუცილებელი იყო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად და  გამარჯვების შემდეგ მოვხვდი Socialsharks – ში სტაჟირებაზე.

ძალიან მეგობრული გარემო დამხვდა, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე ვეცნობი სამუშაო პროცესს, ვაკეთებ დიზაინებს და რა თქმა უნდა, ვაგროვებ ცოდნას, რომელიც მომავალში გამომადგება.

– როგორი იყო შენთვის ფინალურ პროექტზე მუშაობა და რა თემას ეხებოდა ის?
ფინალური პროქტი ეხებოდა მსოფლიოში დაწესებულ სილამაზის სტანდარტებს, რომელსაც ყოველდღიურად არაერთი ადამიანის ფიზიკური თუ მენტალური ჯანმრთელობა ეწირება.
მუშაობის პროცესი ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა ჩემთვის და მიღებული შედეგით კმაყოფილი ვარ.

მარიამ კაპანაძე მარიამ კაპანაძე

– რამდენად გეხმარება აკადემიაში მიღებული ცოდნა პრაქტიკული სამუშაოს შესრულებისას?
მრავალფეროვანი დიზაინების შექმნაში, აკადემიაში მიღებული პრაქტიკული ცოდნა ძალიან მეხმარება, დიზაინის ინდუსტრია სხვადასხვა ეტაპებს მოიცავს და ყოველ ჯერზე ახალი გამოწვევები გხვდება, რაც კიდევ უფრო აღრმავებს პრაქტიკულ გამოცდილებას.

მარიამ კაპანაძე

– რას ურჩევდი სტუდენტებს, რომლებიც ახლა იწყებენ გრაფიკული დიზაინის შესწავლას?
პირველ რიგში ვეტყოდი, რომ წინ დიდი და სასიამოვნო გამოწვევები ელით, დიზაინის შექმნისას შეიძლება რაღაც მოგწონდეს, რაღაც კი არა, ცდილობ მაქსიმალურად კარგი გამოვიდეს შედეგი და ამ დროს თანდათან უახლოვდები თავდაპირველ ჩანაფიქრს.

ეს სფერო მუდმივად განვითარებადია და ვისაც უყვარს გამოწვევები, ვურჩევდი გრაფიკული დიზაინის კურსის გავლას.