საბა კოკელაძე - 3D დიზაინის (Blender) კურსდამთავრებული

საბა კოკელაძე - 3D დიზაინის (Blender) კურსდამთავრებული

27.01.2023

3D დიზაინის (Blender) კურსდამთავრებული, საბა კოკელიძე გვიზიარებს, რამ განაპირობა Smart Fish აკადემიაში ბლენდერის პროგრამის სწავლა და რა გამოცდილება დააგროვა კურსის განმავლობაში.

სტუდენტებს ფინალური ბრიფის მიხედვით საერთაშორისო ბრენდების იზომეტრიული ნამუშევარი უნდა შეექმნათ, რომელ ბრენდზე შეაჩერა საბამ არჩევანი და რა ეტაპები გაიარა მის შესაქმნელად, ვრცლად მოგვიყვება სტატიაში.

თუ გსურს გახდე 3D არტისტი, შემოიხედე და დეტალურად გაიგე, რას ისწავლი 3D დიზაინის (Blender) კურსზე.

– საბა, მოგვიყევი შენ შესახებ
მე ვარ საბა კოკელაძე, 22 წლის, სტუდენტი, 3D არტისტი და შეყვარებული ამ სფეროზე.
ბავშვობიდან მიყვარდა Pixar,  Walt Disney-ის და სხვა კომპანიების ანიმაციების ნახვა და ყოველთვის მაინტერესებდა, როგორ ქმნიდნენ პერსონაჟებს. ამ ინტერესმა შთამაგონა 3D დიზაინის შესწავლა.

 

საბა კოკელაძე

საბა კოკელაძე

– რატომ გადაწყვიტე Smart Fish აკადემიაში 3D დიზაინის (Blender) კურსის გავლა?
დიდხანს ვცდილობდი ჩემით მომეპოვა საჭირო ინფორმაცია 3D დიზაინის (Blender) შესახებ, მაგრამ ინტერნეტ სივრცეში ღირებული ინფორმაციის მოძიება გამიჭირდა, რომლითაც პროფესიულ ცოდნას მივიღებდი, ამიტომ გადავწყვიტე ამერჩია კურსი, რომელიც კონკრეტულად Blender-ის პროგრამაზე იქნებოდა ორიენტირებული, როგორც კი Smart Fish აკადემია აღმოვაჩნე, ძალიან გამიხარდა

– რა არის შემოქმედებითი აზროვნების მთავარი წყარო ?
ვთვლი, რომ ინფორმაციის მთავარი წყარო ჩვენი ყოველდღიურობაა, ის ემოციები და განცდები, რასაც ურთიერთობები გვაძლევს და ამასთან ერთად სხვა არტისტების ნამუშევრების ნახვა, რომელიც ინპირაციაა საკუთარ შემოქმედებაში.

 

საბა კოკელაძე

საბა კოკელაძე

– რა მოგცა გავლილმა კურსმა და ურჩევდი თუ არა სხვას 3D დიზაინის შესწავლას?
პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო მეგობრული გარემო და გასაგებად გადმოცემული ის ინფორმაცია, რაც სტუდენტს სჭირდება.
ასევე, მინდა ხაზი გავუსვა, ლექტორის მხრიდან სტუდენტებთან სწორ დამოკიდებულებას.

კურსმა მომცა საჭირო საკითხებზე დეტალური ინფორმაცია, ყველას ვისაც აინტერესებს და სურს Blender-ის შესწავლა, საკუთარი Art-ის შექმნა და პროფესიულ დონეზე გამოყენება, ვურჩევდი ამ კურსის გავლას.

 

საბა კოკელაძე

საბა კოკელაძე

– მოგვიყევი ფინალურ პროქტზე, რატომ აარჩიე კონკრეტულად ეს თემა?
ჩემი ფინალური პროექტის ინსპირაცია გახდა 3D არტისტის, Eslam Mhd-ის ნამუშევრები, უნიკალური სტილის გამო, რომელიც მის ყველა ანიმაციაში იგრძნობა.

ბრენდი კი რომელზეც ვიმუშავე Dunkin Donuts-ია, კომპანიის ძირითადი ფერები ადვილად შესამჩნევი და ესთეტიურია, რამაც ფერებთან მუშაობა გამიმარტივა, მინდოდა მინიმალისტური სცენა ყოფილიყო და საბოლოო შედეგმა, ჩემი ჩანაფიქრი გააამართლა.

ვიდეო 

– რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარები შეგძინა კურსმა?
ვფიქრობ რომ კურსის სიძლიერეს, სწავლების მაღალი დონე განსაზღვრავს, ლექტორის მხრიდან სტუდენტებთან ინდივიდუალურად მუშაობის პრაქტიკა და რაც მთავარია, კეთილგანწყობილი გარემო.

ეს კურსი აღმოჩნდა ინსპირაცია, რაც შეიძლება მეტი გავაკეთო 3D ინდუსტრიაში.